Accessibility links

ავტორი: ვალერი ბუკია

ორმოცდათხუთმეტი წლის გახდებოდა, ის ისეთივე სიმბოლოა თბილისის როგორც მეფე ვახტანგი, ხოხობი და მას დადევნებული მიმინო, სიმბოლოს კი მონუმენტები უხდება. ძალიან მოუხდა ეს მონუმენტი იმ პარკსაც და ირაკლისაც. სამი უჟანგავი ლითონის ფურცელზე წყლის ჭავლით ამოჭრილი ირაკლის სამი პორტრეტი, ირგვლივ სკამები ყურსასმენის მისაერთებლით და ირაკლის სიმღერები ნონ-სტოპ. გახსნაზე მიუხედავად სუსხიანი ნოემბრის ამინდისა, უამრავი ადამიანი შეიკრიბა.მისი მეგობრები, ჟურნალისტები, ოჯახის წევრები და სეირის მაყურებლებიც, ისმოდა მისი სიმღერები, პლასტმასის ჭიქებიდან მსურველები ღვინოს სვამდნენ, იყვნენ ქართული პოპ, როკ, პანკ მიმდინარეობების წარმომადგენლები, იხსენებდნენ ირაკლის, იღებდნენ ფოტოებს მონუმენტთან (გოგოები ძირითადად სელფებს)

მახსენდება ბნელი ოთხმოცდაათიანების დასაწყისის ერთი საღამო, თორმეტი წლის ვიქნებოდი, ჩაის ვსვამდით, შუქი მოვიდა, რასაც ნავთის ლამფის ჩაქრობა და ტელევიზორის ჩართვა მოყვა, საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე მუსიკალური გადაცემა გადიოდა, გაუშვეს ვიდეო, ბიჭი რომელიც მერე გავიცანით როგორც ზალიკო ბერგერი, კამერას მიუძღვის ოთახისკენ, სადაც უცნაური მუსიკას და ტექსტს „შენ აფრენ“ აყოლებული მოცეკვავეები იგრიხებიან, ჩნდება ირაკლი, კეფამდე გადაპარსული თავით და კეფაზე ჩამოშვებული გრძელი თმით.

ეს ირაკლი ჩარკვიანია, გელას შვილი. წამოიძახა ჩემმა დამ.

რას ამბობ, წარმომიდგენია გელა რა დღეშია ასეთი შვილი რომ ყავს - დაასკვნა გაკვირვებულმა მამაჩემმა, მას და ალბათ მისი თაობის ბევრ წარმომადგენელს ვერ წარმოედგინა კანდიდ ჩარკვიანის შვილიშვილი და გელა ჩარკვიანის შვილი რომ რაღაც „საშინელებას“ მღეროდა.

მე მომეწონა, თან ძალიან, მაგრამ ეს არ მითქვამს, მამაჩემი დავინდე, არ მინდოდა დატანჯულიყო იმაზე ფიქრით თუ რატომ მიყვარდა ასეთი „უცნაური“ სიმღერები.

ამ დღის მერე სულ მინდოდა ეს ვიდეო გაემეორებინათ ტელეარხებს, იშვიათად ატრიალებდნენ, თუმცა სტუდენტობისას ვუსმენდი ხშირად, მოვისმინე სხვა სიმღერებიც, ლექსებიც წავიკითხე, მოვისმინე გამოსვლები, ინტერვიუები და მივხვდი რომ ის სასიამოვნოდ და იმ დროისთვის სასურველად აფრენდა, სხვებსაც აფრენინებდა, მჯეროდა რომ ზღვასაც გადაცურავდა, სულსაც მოგვცემდა სიმღერებით..... ეს შეასრულა კიდეც, თუმცა ადრე წავიდა.

ემოციური იყო ბატონი გელას გამოსვლა, იხადა მადლობები, გვაუწყა რომ ირაკლი ამ მონუმენტით დაბრუნდა ქალაქში. წაგვიკითხა ფრაზები მისი ლექსებიდან და ლოყაზე ცრემლიც ჩამოუგორდა. პარკში კი ისმოდა ირაკლის ხმა, რომელიც გათოშილ ყურებში სასიამოვნოდ იღვრებოდა.

გთხოვ კიდევ ერთხელ გამიშალე კარტი,
და გამაგონე შენი ნაზი ხმა,
მე მომწონს შენი ჩუმი ლაპარაკი
და ის რომ წითლად შეიღებე თმა.

გრძელდება ჩვენი ძველი სკამზე ჯდომა,
და ვიცი დღესაც კვლავ გამიღებ კარს.
მე მივხვდი რომ ვართ კულტურული ტომი,
რომელიც ისევ გადაირჩენს თავს.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG