Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ილვესი: პუტინმა უკრაინელი ერის კონსოლიდაციას შეუწყო ხელი


ტომას ილვესი
ტომას ილვესი

ესტონეთის პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკ ილვესმა „ამერიკის ხმას“ განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, უნებურად, უკრაინელი ერის კონსოლიდაციას შეუწყო ხელი. პრეზიდენტის განცხადებით, მანამდე ცნება „უკრაინელი ერი“ ფაქტობრივად არ არსებობდა.
უკრაინის კონფლიქტის დიპლომატიურ დარეგულირებაზე დასმული შეკითხვისას ილვესმა სიფრთხილით განაცხადა, რომ ეს მხოლოდ თანაბარ პირობებში მყოფი სახელმწიფოებისთვისაა შესაძლებელი.

„დიპლომატია მხოლოდ იმ შემთხვევაში მუშაობს, როდესაც სახელმწიფოები სამხედრო თვალსაზრისით ერთი ძალისანი არიან. სხვა შემთხვევაში, დიპლომატია მხოლოდ ძლიერის წისქვილზე ასხამს წყალს.“

პრეზიდენტმა ილვესმა აღნიშნა, რომ იმედგაცრუებულია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის რუსეთის სანქციების საკითხში სოლიდარობის ნაკლებობით.

„ როცა ევროკავშირის წევრები იკრიბებიან, ისინი გამოხატავენ საერთო პოზიციას, თუმცა ოფიციალური შეხვედრების მიღმა, ისმის განცხადებები, რომ სანქციები სისულელეა, რომ სანქციები მათ ეკონომიკასა და ბიზნესს ვნებს და ასე შემდეგ.“

ილვესი ხაზს უსვამს, რომ ესტონეთი უკრაინაზე სამნახევარჯერ მდიდარია, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოეთის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელ უკრაინას ბევრად უფრო მასშტაბური ინდუსტრია გააჩნდა.

„უკრაინის სახელმწიფომ და ქვეყნის პოლიტიკურმა ელიტებმა ეს ინდუსტრია გაანიავეს. ყველაფერი კი პრეზიდენტ იანუკოვიჩის რეჟიმით დასრულდა, რამაც ქვეყანა გააღატაკა.“

ტომას ილვესი ამბობს, რომ კორუფციის მოჯადოებული წრის გასარღვევად უკრაინაში სიმდიდრის გადანაწილება უნდა მოხდეს, რადგან იმ ხალხის რიცხვი, რომელმაც აუქციონებზე სახელმწიფო ქონება ჩაიგდო ხელში, ძალიან პატარაა.

XS
SM
MD
LG