Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის რადიკალურმა პარტიამ მმართველი კოალიცია დატოვა


უკრაინის რადიკალური პარტიის ლიდერი ოლეჰ ლიაშკო (ცენტრში) პარლამენტის სხდომის დროს კამათისას.
უკრაინის რადიკალური პარტიის ლიდერი ოლეჰ ლიაშკო (ცენტრში) პარლამენტის სხდომის დროს კამათისას.

უკრაინის რადიკალურმა პარტიამ დატოვა უკრაინის პარლამენტის, „ვერხოვნა რადის“ საპარლამენტო კოალიცია და ხელისუფლების ოპოზიციაში გადავიდა. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის კულისებში პარტიის ლიდერმა ოლეგ ლიაშკომ სამშაბათს გააკეთა. იგი ბრალს სდებს ხელისუფლებას, რომ გაურიგდა პრორუსულად განწყობილ საპარლამენტო ოპოზიციას და „ოლიგარქებს“ და პირველი მოსმენით დაამტკიცა ისეთი კანონპროექტი, რომლითაც იზრდება ავტონომიის ხარისხი აღმოსავლეთ უკრაინის ზოგიერთ მონაკვეთში მოქმედი პრორუსულად განწყობილი სეპარატისტებისთვის. ლიაშკოს პარტიამ ორშაბათს მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს, რომელსაც კენჭი პირველი წაკითხვით უყარეს.

XS
SM
MD
LG