Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი: ულტრამემარჯვენეების წარმატება არჩევნების პირველ ტურში


„ნაციონალური ფრონტის" ლიდერები წარმატებას აღნიშნავენ
„ნაციონალური ფრონტის" ლიდერები წარმატებას აღნიშნავენ

საფრანგეთში ულტრამემარჯვენე „ნაციონალურმა ფრონტმა" ისტორიულ წარმატებას მიაღწია ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურში - 6 დეკემბერს გამართულ კენჭისყრაში, რომელიც საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობის პირობებში გაიმართა, პარიზში ტერაქტების შედეგად 130 ადამიანის დაღუპვიდან სამი კვირაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, რომლებიც 7 დეკემბერს გამოქვეყნდა, „ნაციონალური ფრონტი“ ხმების 28%-ით ლიდერობს მთელი საფრანგეთის მასშტაბით და გამარჯვებულია 13 რეგიონიდან სულ ცოტა ექვსში. მმართველ „სოციალისტურ პარტიას“ და მის მოკავშირეებს ხმების 23,5% ერგოთ, მემარჯვენე პარტიების ჯგუფს - 27%. ნებისმიერ პარტიას, რომელსაც პირველ ტურში 10% მაინც ერგო, აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი კანდიდატები ადგილობრივი არჩევნების მეორე რაუნდში, 13 დეკემბერს.

XS
SM
MD
LG