Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკარგული ცოლ-შვილის ძიებაში


დაკარგული ცოლ-შვილის ძიებაში
please wait

No media source currently available

0:00 0:02:48 0:00
გადმოწერა

ადამიანის უფლებათა ცენტრი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში აწარმოებს საქმეს „გამსახურდია რუსეთის წინააღმდეგ“. მოსარჩელე გოჩა გამსახურდია რუსეთისგან მოითხოვს ინფორმაციას თავისი ცოლ-შვილის ადგილსამყოფელზე. 2012 წლის 2 აპრილს გამსახურდიას მეუღლე, მათს საერთო შვილთან ერთად, რუსეთში წავიდა, რის შემდეგაც მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება. პასუხად ქართველი სამართალდამცველების მიმართვაზე, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ბავშვის ადგილსამყოფელს მისივე დედის მოთხოვნით არ ამხელენ. ადამიანის უფლებათა ცენტრში აცხადებენ, რომ კანონის მიხედვით, შვილთან მიმართებაში ორივე მშობელს თანაბარი უფლებები აქვს, რაც გახდა კიდეც სტრასბურგის სასამართლოში საქმის გადაგზავნის საფუძველი.

XS
SM
MD
LG