Accessibility links

logo-print

17 ოქტომბერს „თავისუფლების დილის“ სტუმარი იყო გენდერის მკვლევარი ანა ილურიძე, რომელთან ერთადაც ვისაუბრეთ საქართველოში ტრანსგენდერების მდგომარეობისა და ტრანსფობიის შესახებ.

15 ოქტომბერს ორთაჭალაში ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ. დაზარალებული ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაშია და მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

16 ოქტომბერს უფლებადამცველებმა შსს-სთან აქცია გამართეს. აქციაზე სამართალდამცველებს ტრანსგენდერებზე განხორციელებული სხვა თავდასხმებიც გაახსენეს, რომლებიც ფატალური შედეგით დასრულდა.

16 ოქტომბერსვე შსს-მ გააკეთა განცხადება, რომდაიჭირეს ტრანსგენდერი ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი, რომელიც დანაშაულს აღიარებს.

ორთაჭალის ინციდენტი ერთადერთი არ არის, როდესაც ტრანსგენდერები ხდებიან ფიზიკური ძალდობის მსხვერპლი და მათი სოცოცხლე რისკის ქვეშ დგება. როგორია მათი ყოველდღიურობა საქართველოში, ვინ და როდის იწყებს ლაპარაკს ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი და დაუცველი ჯგუფის პრობლემების შესახებ და რა შეიძლება გახდეს იმპულსი, ტრანსგენდერთა გაძლიერებისა და დაცულობისთვის – ამაზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG