შაბათი, 11 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 11:06

კულტურა

„საიათნოვა – 40“

ტექსტის ზომა - +
30.08.2010
„ყოველი ფილმი, რომელიც იმ წლებშია გადაღებული (არამარტო ჩემი ფილმები), არის შიშის კარდიოგრამა... კარდიოგრამა შფოთვისა, რომელსაც განაპირობებს მუშაობის აკრძალვისა და შიმშილით სიკვდილის მოლოდინი“, - თქვა ერთხლ სერგო ფარაჯანოვმა.
აგვისტო 2010
29 აგვისტო 2010

აუდიო მკვდარი სეზონი თბილისში და კულტურული გამოცოცხლება მსოფლიოში

გასულ კვირაში იუბილე იზეიმა კინოს ორმა გამოჩენილმა მოღვაწემ: ქართველმა კინორეჟისორმა გიორგი დანელიამ და ბრიტანელმა მსახიობმა შონ კონერიმ. 26 აგვისტოს ერთსაც და მეორესაც 80 წელი შეუსრულდა.

28 აგვისტო 2010

„როკენროლის ჯიჰადი“ ისლამური ექსტრემიზმის წინააღმდეგ

პაკისტანის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა მუსიკოსმა, სალმან აჰმადმა, "წმინდა ომი" გამოუცხადა პაკისტანში რელიგიურ ექსტრემისტებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მუსიკა არაისლამურია. აჰმადის აზრით, ეს დისპუტი მის ქვეყანაში საერთოდ კულტურის ბედის განმსაზღვრელია.

25 აგვისტო 2010

აუდიო ვაგნერის ცხოვრების ”იტალიური ოპერა”

რიხარდ ვაგნერის ლუდვიგ მეორის სამეფოში ჩასვლას იტალიური ოპერისთვის დამახასიათებელი პერიპეტიები მოჰყვა. საქმე ისაა, რომ ვაგნერს მასზე ბევრად უმცროსი ქალი, კოზიმა ლისტი შეუყვარდა. კოზიმა რიჰარდ ვაგნერის უფროსი კოლეგისა და პროპაგანდისტის, ფერენც ლისტის ქალიშვილი და ამასთანავე, ვაგნერის უერთგულესი დირიჟორის ჰანს ფონ ბიულოვის მეუღლე გახლდათ.

23 აგვისტო 2010

აუდიო კლოდ შაბროლი – 80

შაბროლის იუბილეს მთელი ზაფხულია აღნიშნავენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. თუმცა კინოს ცოცხალ კლასიკოსს დაბადების 80 წლისთავი ჯერ კიდევ შარშან მიულოცეს ბერლინის კინოფესტივალზე - კინოში გაწეული ღვაწლისათვის ”ოქროს კამერა” გადასცეს.

აუდიო ახალგაზრდული პროგრამა: სიტყვა საქმიანი

როგორც აღმოჩნდა, გაფრენილ სიტყვას ვერ დაეწევი და წინა გადაცემაში მიცემულ დაპირებას ასრულება უნდა. მაშ კარგი. ახლა კი, ახალგაზრდებო, გამოდით, თქვენი ჭირიმე.

22 აგვისტო 2010

აუდიო ჯონ ბარტი – 80

ცნობილ ამერიკელ მწერალს, ამერიკული პოსტმოდერნული პროზის მაცნესა და უპირველეს წარმომადგენელს, ჯონ ბარტს სულ ახლახანს 80 წელი შეუსრულდა. იგი რესტორნის მფლობელის შვილია, სკოლის შემდეგ მან უმაღლესი მუსიკალური სასწავლებელიც დაამთავრა.

21 აგვისტო 2010

აუდიო პერფორმანსი და ძალაუფლება

ვიდეომასალა, რომელიც ჯორჯ ბუშის ქუჩაზე გამართული პერფორმანსის შემდეგ სასამართლოს მიაწოდეს დაკავებული პოეტების - ირაკლი კაკაბაძის, ალექსი ჩიღვინაძისა და შოთა დიღმელაშვილის - ადვოკატებმა, მოსამართლემ არ ნახა.

18 აგვისტო 2010

აუდიო ლოენგრინი

ვაგნერის, როგორც კომპოზიტორის, აღიარება მისი ოპერით ”ლოენგრინი” დაიწყო. ლეგენდა ლოენგრინზე მოგვითხრობს განკაცებულ ანგელოზზე - ბრაბანტელი ელზას დასახსნელად გრაალის სამეფოდან მოსულ რაინდზე.

16 აგვისტო 2010

აუდიო დარჩება თუ არა ჯანლუკა მარჩიანო თბილისში?

აგვისტოს დასაწყისში იტალიის ქალაქ გუბიოში გაიმართა მუსიკალური ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრმა. ორკესტრს იტალიელი მუსიკოსი ჯანლუკა მარჩიანო დირიჟორობდა.

15 აგვისტო 2010

აუდიო ახალგაზრდული პროგრამა???

ახალგაზრდებს აინტერესებთ მხოლოდ სექსი, ძალადობა და ქალიშვილობის ინსტიტუტი. ჩვენს გადაცემაში კი არც ერთზეა ხოლმე ლაპარაკი, არც მეორეზე და არც მესამეზე. ისმის კითხვა: აბა რის ახალგაზრდულია ეს პროგრამა? ისმის პასუხიც: რავი, აბა...

11 აგვისტო 2010

აუდიო ბაიროითი

აგერ უკვე ერთი კვირაა, რაც ბავარიის ჩრდილოეთში, პატარა ქალაქ ბაიროითში რიხარდ ვაგნერის მუსიკალური ფესტივალი იმართება. ბაიროითის ფესტივალი გახლავთ ერთადერთი მუსიკალური ღონისძიება, სადაც მხოლოდ ერთი კომპოზიტორის ნაწარმოებები სრულდება.

09 აგვისტო 2010

აუდიო ქართული ფეხბურთის სიყვარულით

ეს გადაცემა, წესით, ეძღვნებოდა სიმღერებს, რომლებიც ქართულ ფეხბურთთან ასოცირდება - ცხადია, სევდიან სიმღერებს. თუმცა, გზად, ჯგუფ Love-ისადმი შემოგვეძღვნა.

06 აგვისტო 2010

აუდიო ქართველი ებრაელები - ისტორია და კულტურა

თბილისში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, გაიხსნა გამოფენა, სახელწოდებით ”ქართველი ებრაელები - მათი ისტორია და კულტურა”, რომელიც 1 სექტემბერს დაიხურება.

აუდიო რუსეთ-საქართველოს ომი ნინო კირთაძის ახალ ფილმში

"მეათე სტუდიის" სტუმარია პარიზში მოღვაწე ქართველი კინოდოკუმენტალისტი ნინო კირთაძე, რომელიც გვიამბობს თავის ბოლო ნამუშევარზე - "ზოგი რამ საქართველოს შესახებ".

01 აგვისტო 2010

აუდიო ორჰან ფამუქის მეოთხე წიგნი ქართულ ენაზე

ბოლო 2 წლის მანძილზე თურქი ნობელიანტი მწერლის, ორჰან ფამუქის 4 წიგნი გამოვიდა ქართულ ენაზე. მათ შორისაა სულ ახლახანს გამოცემული “მე წითელი მქვია”, მწერლის ყველაზე ცნობილი რომანი.

აგვისტო 2010

კალენდარი

აირჩიეთ კატეგორია :