გამოიწერე
სიღარიბე, ომი და ადამიანური ტრაგედიები, ექიმი, რომელიც მტერსაც მკურნალობს, „ვეფხისტყაოსანი“ მეგრულად, პეპლის ეფექტი, რომელმაც ათასობით ადამიანის დაღუპვა ერთი ადამიანის დაბადებას დაუკავშირა და ისტორიები ადამიანის ტვინის გასაოცარ შესაძლებლობებზე.
„აკადემიიდან დამირეკეს 1 კილო მარგარინს იძლევიანო - კილო 250 000 კუპონი. მწერალთა კავშირიდანაც დარეკეს, აქ 4 კილოს იძლევიან. თინა აკადემიაში წავა, მე - მწერალთა კავშირში“, - ეს ერთი პატარა ფრაგმენტია ანა კალანდაძის ჩანაწერებიდან, რომელიც „ინტელექტმა“ ოთხ დიდ ტომად გამოსცა.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო წელსაც მხოლოდ დამოუკიდებელი გამომცემლებით არის წარმოდგენილი. საქართველოს „მწერალთა სახლი“ ევროპის უდიდესი წიგნის ბაზრობაში არ მონაწილეობს.
პირველად, ზუსტად ორასი წლის შემდეგ, ქართულად დაიბეჭდა ფრანგი მოგზაურის და საქართველოში საფრანგეთის პირველი კონსულის, ჟაკ ფრანსუა გამბას მოგზაურობის ცნობილი "ატლასი" - 1826 წლის პარიზული გამოცემა.
დღეს ბევრს წერენ რეკორდზე, რომელიც ვენეციის წლევანდელ ფესტივალზე ისრაელელი რეჟისორების და ჟურნალისტების, იუვალ აბრაჰამის და რახელ ცურის დოკუმენტური ფილმის, “ნაზას” პრემიერაზე დამყარდა.
ვენეციის კინოფესტივალი დასასრულს მიუახლოვდა. ჟიურის და პრესას სულ რამდენიმე ფილმი დარჩათ სანახავი. 12 სექტემბერს შევიტყობთ, ვინ გახდა ვენეციის 83-ე კინოფესტივალის „ოქროს ლომის“ ლაურეატი.
ვენეციაში, მე-14 საუკუნის ისტორიულ სასახლეში, პალაცო ბრაგადინიში, გახსნილია ქართველი მოქანდაკის, თამარ კვესიტაძის გამოფენა „მედეა, მეხსიერების ფრაგმენტები“, რომელიც კურატორებმა ეკა ენუქიძემ და ერვე მიქაელოფმა წარმოადგინეს.
ვენეციის კინოფესტივალის დირექციის გადაწყვეტილებას, წელს, გაეუქმებინათ ჟიურის პრესკონფერენცია, მედიის და კინოინდუსტრიის მკაცრი პროტესტი მოჰყვა.
2024 წლის ვენეციის ფესტივალზე „ჯოკერი 2-ის" წარუმატებლობამ, როგორც ჩანს, მნიშვნელოვნად შეცვალა კინოფესტივალების მიმართ ჰოლივუდის დამოკიდებულება.
ჭავჭავაძეების მამულში გამართული პირველი კონცერტიდან პანკავკასიური ორკესტრის შექმნამდე და ვარსკვლავების გამოსვლებამდე - ფესტივალის დირექტორი დავით საყვარელიძე საუბრობს წინანდლის რვაწლიან გზაზე, წლევანდელ პროგრამაზე, პიტერ ბრუკის დადგმასა და სეზონის მთავარ გამოცდაზე - მალერის მეორე სიმფონიაზე.
ამ პოდკასტის მუსიკალურ ქსოვილს ქმნის როგორც წინანდლის წლევანდელი ფესტივალის პროგრამაში შესული ნაწარმოებები, ისე მუსიკა, რომელიც მისი მონაწილეების შემოქმედებასა და ინტერვიუში წამოჭრილ თემებს უკავშირდება.
ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებში, ტრადიციული ფასეულობების დაცვის სახელით, ჩნდება სხვადასხვა ინიციატივა, რომელთა მიხედვითაც წყვეტენ, როგორ უნდა ჩაიცვან ქალებმა, რა გამოაქვეყნონ სოციალურ ქსელებში და ვისთან ჰქონდეთ ურთიერთობა.
ჩამოტვირთე მეტი