ხუთშაბათი, 23 ოქტომბერი, 2014 თბილისის დრო 04:33

საქართველო

სააკაშვილმა არმიას „ორ ფრონტზე“ მოქმედება დაავალა

26 მაისის აღლუმი, 2010წელი

31.07.2010
სააკაშვილმა არმიას ორი ამოცანა დაუსახა - ტოტალურ თავდაცვაზე გადასვლა და მომზადება იმისათვის, რომ კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში. გაგრძელება
ივლისი 2010
31 ივლისი 2010

აუდიო საქართველოში 50 მოხალისე ინგლისური ენის მასწავლებელი ჩამოვიდა

თბილისში 50 მოხალისე ჩამოვიდა. ისინი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, პროგრამით - "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" მოსწავლეებს ინგლისურ ენას შეასწავლიან.

აუდიო საქართველო ინვესტიციების ნაკლებობას განიცდის

ინვესტიციების კლების გამო საქართველო კვლავ რეცესიის საფრთხის წინაშე დგას, - მიიჩნევს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. ბანკის შეფასებით, ქვეყანა მთლიანად საერთაშორისო დონორების დახმარებაზეა დამოკიდებული და საინვესტიციო შიმშილს განიცდის.

ქართული პრესის მიმოხილვა. 30 ივლისი 2010

”ახალი სკანდალი ვერა ქობალიას გარშემო”, ანუ გააყალბა თუ არა მდგრადი განვითარების მინისტრმა ბიოგრაფია, CV. სტატიაში, რომელსაც გაზეთი ”ახალი თაობა” აქვეყნებს, ინფორმაციის წყაროდ გამოყენებულია კანადური გამოცემა ” The Vancouver Sun”-ის გვერდებზე ჟურნალისტ კატია ჰოლუვეის მიერ მომზადებული პუბლიკაცია.

30 ივლისი 2010

ვიდეო ნაგავსაყრელის ტოქსიკური ეფექტი

გლდანში არსებული ნაგავსაყრელი, რომელიც, ეკოლოგების ინფორმაციით, არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს, უკვე წლებია გლდანის რაიონის 200 ათასზე მეტი მცხოვრებისთვის ნამდვილ კოშმარად იქცა. გადავსებული ნაგავსაყრელი მთელი დღეების განმავლობაში იწვის ან ხრჩოლავს.

აუდიო სახალხო სასამართლომ ვერდიქტი გამოუტანა საქართველოს მთავრობას

ერთი თვის თავზე სახალხო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი საქართველოს მთავრობას გამოუტანეს. თუმცა ეს დასკვნა აუცილებელი ძალის მქონე იურიდიული მექანიზმი არ არის. სახალხო სასამართლო ცდილობს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი დანერგოს.

აუდიო საერთაშორისოების როლი სამოქმედო გეგმის განხორციელებაში

”სამოქმედო გეგმის წარმატებულად განხორციელება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად იქნება ჩართული საქართველოს მთავრობასთან ერთად ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოება” - ამ შეფასებით მთავრდება საერთაშორისო ორგანიზაცია “ოქსფორდ ანალიტიკას” მიერ გამოქვეყნებული სტატია.

აუდიო სარწყავი წყალი 75 ლარად

საირიგაციო კომპანიის "მტკვარი-ემ"-ის ხელმძღვანელის დავით მუჯირიშვილის თქმით, მოსახლეობამ 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მოსარწყავად 75 ლარი უნდა გადაიხადოს. ომისგან დაზარალებული მოსახლეობა ამ თანხას ვერ გადაიხდის, რაც სარწყავი წყლის შეწყვეტის მიზეზი შეიძლება გახდეს.

აუდიო აფხაზეთიდან სამეგრელოში გადმოსვლა ფასიანია

ოკუპირებული აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში გადმოსვლა ადგილობრივებს საკმაოდ ძვირი უჯდებათ. ერთჯერადი ფასიანი საშვი 100 რუსული რუბლი ღირს. ფასიან ერთჯერად საშვებს მხოლოდ გალის აფხაზურ მილიციაში გასცემენ.

აუდიო ჯონ ატანასიო: კონსტიტუციის დაცვისთვის მთავარი პირობა საზოგადოების განათლებაა

რამდენიმე დღის წინ ჩვენი რადიოს პრაღის შტაბბინას ეწვია კონსტიტუციური სამართლის ექსპერტი, ტეხასის შტატის Southern Methodist University-ს დედმენის სამართლის სკოლის პროფესორი, ჯონ ატანასიო.

აუდიო ქართული ტურიზმის სიძვირე

როგორც ირკვევა, საქართველოში დასვენება ევროპის ცნობილ კურორტებთან შედარებით, დაახლოებით, 3-ჯერ ძვირი ჯდება. ჩამოსული ტურისტები ქვეყანაში საშუალოდ 4,5 დღე რჩებიან და ამ ხნის განმავლობაში დაახლოებით 1500 დოლარზე მეტს ხარჯავენ.

29 ივლისი 2010

აუდიო ტოვებენ თუ არა ოსები საქართველოს შევიწროების გამო?

მედიამ გასულ კვირაში გაავრცელა ცნობა, რომ საქართველოდან ემიგრირებულ ოსებს შეუერთდნენ „იბერ-ირონის“ თავმჯდომარე მაია ცაბოშვილი-ჩიგოევა და ოსი აქტივისტი გიორგი ხეთაგური.

პრეზიდენტის ფრაზებში ქსენოფობია დაინახეს

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ბოდიშის მოხდა მოსთხოვა დღეს, 29 ივლისს, მოძრაობა ”თანასწორობის ინსტიტუტის” წარმომადგენელმა, პუბლიცისტმა ირაკლი კაკაბაძემ. განცხადება მან არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრში” გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ქართულ ღვინოს ევროკავშირი დაიცავს

ევროკავშირი და საქართველო გეოგრაფიული სახელწოდებების დაცვის შესახებ შეთანხმების პარაფირებას მოახდენს. პირველ ეტაპზე იგეგმება ევროკავშირის ბაზარზე საქართველოში წარმოებული 18 დასახელების ღვინის გაყალბებისგან დაცვა.

აუდიო დანაშაულის შემცირების სხვა გზები...

ჰოლანდიელი მეცნიერის, დოქტორ ვან დაიკის ხელმძღვანელობით საქართველოში ჩატარდა გამოკვლევა, რომლის შედეგად დადგინდა, რომ დანაშაულის მსხვერპლთა რაოდენობა ქვეყანაში შემცირებულია, მაგრამ სამართალდამცავი სისტემის მიმართ მოსახლეობის ნდობა ჯერ მაინც დაბალია.

აუდიო ქართულ-ოსური ფორუმი დაგმეს, ცხოვრებოვის ცემა არ გახსენებიათ...

თემურ ცხოვრებოვის ცემიდან რამდენიმე დღეში კოკოითის ხელისუფლებამ არასამთავრობოები მრგვალ მაგიდასთან მიიწვია. შეხვედრაზე მესამე სექტორმა მკაცრად დაგმო ქართულ-ოსური ფორუმი. ცემის ფაქტზე არაფერი თქმულა.

აუდიო გადადებული ინვესტიციები

ინვესტიციების კლების გამო საქართველო კვლავ რეცესიის საფრთხის წინაშე დგას - მიიჩნევს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. ბანკის შეფასებით, ქვეყანა მთლიანად საერთაშორისო დონორების დახმარებაზეა დამოკიდებული და საინვესტიციო შიმშილს განიცდის.

28 ივლისი 2010

აუდიო ინციდენტი თუ გამოგონილი ამბავი?

ოსური მედია იუწყება, რომ გუშინ, დილის 5 საათზე, ზნაურის რაიონის სოფელ გვირგვინაში შეიარაღებულმა პირებმა საკუთარი სახლიდან გაიტაცეს ამავე სოფლის მცხოვრები მიხეილ ყულუმბეგოვი, რომელიც რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს.

აუდიო საქართველოს მოსახლეობის საგარეო პრიორიტეტები

საქართველოში გამოკითხულთა მხოლოდ 25% უჭერს სრულად მხარს საქართველოში ნატოში გაწევრიანებას, 34% კი - ”ძირითადად უჭერს მხარს”. გამოდის, რომ მხარდამჭერთა რიცხვი გამოკითხულთა სულ 59% - პრაქტიკულად ყველაზე დაბალი მაჩვენებლი.

იმიტირებული ხანძარი ბორჯომის ტყეში

ბორჯომში, გუჯარეთის ტყეში, დაახლოებით 100 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე ტყის მასივი დაიწვა. ტყეში ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია, თუმცა სპეციალისტები დაუდევრობას არ გამორიცხავენ. მაჭარწყლის ტერიტორიის მახლობლად კერა ლოკალიზებულია.

აუდიო რა ბედი ელის ”კავკასიურ სახლს”?

კავკასიური სახლი, რომელიც სოლოლაკში, ე.წ. სმირნოვების სახლად ცნობილ შენობაშია განთავსებული და უკვე ათ წელზე მეტია საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა, შენობის გარეშე რჩება. პრეზიდენტის დადგენილებით, ამ შენობაში მხოლოდ სმირნოვების სახლ-მუზეუმი დარჩება, რომელსაც დღეს რამდენიმე ოთახი უჭირავს.

აუდიო რეფორმა vs სტაბილურობა

ერთი თვე - საზოგადოებრივი განხილვებისთვის. საკონსტიტუციო ცვლილებამ საზოგადოების გამოცდას ერთი თვის განმავლობაში უნდა გაუძლოს. ავტორები ამბობენ, რეგიონებსაც მოვიცავთ და ყველას აზრს მოვისმენთო. შეხვედრა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფთან პარლამენტში მეცნიერებმა გახსნეს.

აუდიო სტუმრად ჩვენს ეთერში: ევა გოცირიძე

27 ივლისს რადიო თავისუფლების დილის სტუმარი იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის სპეციალისტი, საერთაშორისო სამართლის დოქტორი ევა გოცირიძე. მან ისაუბრა ინიციატივაზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეთა დახმარებას ითვალისწინებს.

აუდიო ქართველები - აზია-აფრიკის ექსპერტები

ქართველ ექსპერტებზე საზღვარგარეთ მოთხოვნა იზრდება. კომპანია „ყაზბეგის“ პრეზიდენტი გოგი თოფაძე ერაყის ქურთისტანის რეგიონში უკვე მეორედ გაემგზავრა. თოფაძე კონსულტაციებს გაუწევს გამაგრილებელი სასმელების წარმოების საკითხებში.

აუდიო ვახტანგ კომახიძე: მივიღე თავშესაფარი და უფლება, განვაგრძო ჟურნალისტური მუშაობა

ქართველმა ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ, რომელიც თებერვლიდან შვეიცარიაში, დევნილთა ბანაკში, ცხოვრობს, 26 ივლისს შვეიცარიის მთავრობისგან პოლიტიკური თავშესაფარი ოფიციალურად მიიღო.

აუდიო რა უფრო სჭირდება გლეხს - სარწყავი წყალი თუ აგრონომის რჩევა?

როგორც ცნობილია, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სწავლული აგრონომების შერჩევის მიზნით კონკურსი გამოაცხადა. როგორც სამინისტროს ვებგვერდი გვამცნობს, შერჩეული კანდიდატები უცხოეთის ინსტიტუტებსა და კვლევით ცენტრებში მოკლე გადასამზადებელ კურსებს გაივლიან, გადამზადების კურსების გავლის შემდგომ კი რეგიონებში არსებულ მუნიციპალიტეტებთან წამყვანი აგრონომების თანამდებობაზე დასაქმდებიან.

აუდიო ქათამი, ცხვარი და ფუტკარი დევნილებს

არასამთავრობო ორგანიზაციები იძულებით გადაადგილებული პირების დახმარებას განაგრძობენ. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ კარალეთის დასახლებაში ყველა ოჯახს შინაური ფრინველი, ფუტკარი და ცხვარი გადასცა.

27 ივლისი 2010

აუდიო ბორის ჩოჩიევს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლებენ

24 ივლისს გაზეთის რედაქტორს და სამოქალაქო აქტივისტს თემურ ცხოვრებოვს სასტიკად სცემეს ცხინვალის ცენტრში. ამ თავდასხმის წინ ბორის ჩოჩიევმა ცხოვრებოვი ოსური სახელმწიფო ინტერესების ღალატში დაადანაშაულა.

ჟენევაში მოლაპარაკებათა მე-12 რაუნდი მიმდინარეობს

ჟენევაში დღეს საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი, მე-12 რაუნდი იმართება. საქართველოს დელეგაციის ინფორმაციით, მთავარი განსახილველი საკითხები ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი მდგომარეობა და დევნილების დაბრუნების პერსპექტივა იქნება.

ქართული პრესის მიმოხილვა, 27 ივლისი 2010

დღევანდელი პრესა შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (”ენ-დი-აი”) მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს ეხმაურება. სათაურებს გადავხედოთ: ”24 საათი” – ”ქართული საზოგადოების შეცვლილი და უცვლელი განწყობები”; ”რეზონანსი” – ”ენ-დი-აი-ს კვლევების უცნაური შედეგები”; ”საქართველოს რესპუბლიკა” – ”84 პროცენტს სააკაშვილის გაპრემიერება არ სურს”.

აუდიო აფხაზეთიდან დევნილები წყლის დეფიციტს უჩივიან

სოფელ ზედაეწერში დასახლებული აფხაზეთიდან დევნილი 120 ოჯახი წყლის დეფიციტს განიცდის. 30 კომპაქტურ კორპუსს, სადაც 800-მდე სული ცხოვრობს, 3 თვეა წყალი არ მიეწოდება. სამთვიანი ლოდინის შემდეგ სოფლის ცენტრში აქცია გამართეს.

აუდიო სადამკვირვებლო მისია საქართველოში კიდევ ერთი წელი დარჩება

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ვადა 2011 წლის 14 სექტემბრამდე გაუხანგრძლივდა. მისი საქართველოში წარგზავნა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გადაწყდა, როცა მედვედევ-სარკოზის შეთანხმება გაფორმდა.

აუდიო საგარეო ვაჭრობის უცვლელი პრიორიტეტები

"საქსტატმა" წლის პირველი 6 თვის შედეგები გამოაქვეყნა. 2010 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 3 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში კიდევ ერთი წლით დარჩება

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას კიდევ 12 თვით, 2011 წლის 14 სექტემბრამდე გაუგრძელდა მოქმედების ვადა.

ქართული პრესის მიმოხილვა. 26 ივლისი 2010

„მერაბიშვილის, ახალაიებისა და უგულავას დაჯგუფებები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან“ - ამ სათაურით დღეს გაზეთი ”ახალი თაობა” აქვეყნებს ინტერვიუს ირაკლი ბათიაშვილთან. საუბრის ძირითადი თემაა საკონსტიტუციო რეფორმა და მოსალოდნელი საკონსტიტუციო ცვლილებები.

აუდიო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზეც იმსჯელებენ

26 ივლისს, ზაფხულის ბოლო შეხვედრაზე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები კოსოვოს საკითხზე იმსჯელებენ. დღის წერიგში შეტანილია ასევე ბოსნია-ჰერცოგოვინის, ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საკითხები.

26 ივლისი 2010

აუდიო სერტიფიცირებული პედაგოგების პრივილეგიები

დასრულდა საქართველოში პედაგოგთა პირველი სასერტიფიკაციო გამოცდა, რომელშიც მონაწილეობა 14 ათასამდე პედაგოგმა მიიღო. გამოცდა ამჯერად შეეხო მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და უცხო ენების პედაგოგებს.

აუდიო ”სამშობლოდან” გამოსახლებულები

ქალაქის ცენტრში მდებარე გამომცემლობა „სამშობლო“ საპრივატიზაციოდ მზადდება. იქ მცხოვრები რამდენიმე ასეული დევნილი მოქალაქე დღეს პოლიციის კორდონის თანადასწრებით შენობიდან გამოიყვანეს.

აუდიო NDI-მ გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგები

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინტიტუტმა 2010 წლის ივლისის საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა. არჩევნები, საგარეო პოლიტიკა, სოციალური პრობლემები და დასაქმება - ეს გამოკითხული საკითხების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.

აუდიო თემურ ცხოვრებოვი დანებებას არ აპირებს

გაზეთ ”21-ე საუკუნის” რედაქტორის, თემურ ცხოვრებოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და იგი ცხინვალიდან ვლადიკავკაზში გადაიყვანეს. თავდამსხმელებში ცხოვრებოვმა დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სამი დეპუტატი ამოიცნო.

25 ივლისი 2010

ვიდეო გურამ წიბახაშვილი - ფოტოგრაფი

კუკიაზე, მამაჩემთან ყოფნა იმიტომ მიყვარს, რომ საღამოობით სურათების ბეჭდვას ვახერხებ. ეს მართლაც მაგიური პროცესია, რომელიც უკვე კვდება მთელ დედამიწაზე. და მიხარია, რომ კიდევ მაქვს ქაღალდი და წამალი, და შემიძლია, თავს ასეთი ფუფუნების უფლება მივცე.

რატომ დაესხნენ თავს თემურ ცხოვრებოვს?

24 ივლისს, ცხინვალის ცენტრში, თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს გაზეთ „21-ე საუკუნის“ რედაქტორს, სამოქალაქო აქტივისტს თემურ ცხოვრებოვს. თვითმხილველთა ცნობით, მას ათამდე კაცი ურტყამდა და იარაღით ემუქრებოდა. გაზეთის რედაქტორი სხეულის მრავალი დაზიანებით ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აუდიო ოთხთვალები ხიდზე, კოსოვოს პრეცედენტი გონებაში და კონსტიტუცია ზაფხულში

ზაფხული ძალაში შედის და, შესაბამისად, სულ უფრო ნელდება პოლიტიკური პროცესი, რომელიც მიმდინარე კვირაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენით აღინიშნა.

აუდიო ელინა ლანგე: ლატვიელი ქალი, რომელიც ქართულ თავდაცვას ემსახურება

ელინა ლანგეს, ლატვიის მოქალაქეს, გასულ კვირაში, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ღირსების ორდენი გადაეცა. ამ ბოლო ხანებში საქართველოს ხელისუფლება ქართული სახელმწიფო ჯილდოებითა და ორდენებით არაერთ უცხოელ მოღვაწეს აჯილდოებს.

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების ქართული შეფასებები

გუშინ, 22 ივლისს, გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ იმის შესახებ, რომ კოსოვოს არ დაურღვევია საერთაშორისო სამართალი, როცა ცალმხრივად გამოაცხადა სერბიისგან დამოუკიდებლობა, საქართველოში მსჯელობის ტალღა ააგორა.

აუდიო ბიოლოგიური მონაცემები და არჩევნები

ბიომეტრიკა - არჩევნების პროცესში. ეროვნულ ფორუმს და საინიციატივო ჯგუფს მიაჩნიათ, რომ ბიოლოგიური მაჩვენებლები საარჩევნო სიებში ერთ მილიონიან გარღვევას აღმოფხვრის, მაგრამ კონკრეტულად როგორ მოხდება ეს? რაზე საუბრობს თქვენი ტელევიზორი, გაზეთი, რადიომიმღები...

24 ივლისი 2010

ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა

”საყურადღებოა ხშირი ვიზიტები თვალში საცემი იზოლაციის შემდეგ, ერთ თვეში ერთი წლის მოსასვლელი ‘თოვლი მოვიდა’“. - უთხრა ორშაბათს „კვირის პალიტრას“ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ. სწორედ ამ თემით დაიწყო მიმდინარე კვირა ქართულ პრესაში.

აუდიო მილსადენების პოლიტიკა ცვლილებებს განიცდის

საქართველოში დიდი ხმაური მოჰყვა ეგრეთ წოდებული მაგისტრალური გაზსადენის სტრატეგიული ობიექტების ნუსხიდან ამოღების გადაწყვეტილებას. საზოგადოების ნაწილი შიშობს, რომ მილსადენი შეიძლება რუსეთმა შეიძინოს.

აუდიო ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. 24 ივლისს აბიტურიენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ზოგადი უნარების ტესტური გამოცდის შედეგები. აბიტურიენტთა 8%-მა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა.

რადიოჟურნალი - 842-ე გამოშვება

ყოველკვირეული რადიოჟურნალის, მეათე სტუდიის შინაარსი: „ფრიდომ ჰაუსმა“ ახლახან გარდამავალ სახელმწიფოთა შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა - რომელშიც საქართველო კვლავ „გარდამავალ-ჰიბრიდულ“ ქვეყნად არის მიჩნეული.

23 ივლისი 2010

აუდიო საზოგადოებრივ-საკონსტიტუციო კომისია კონსტიტუციის საბაზისო პროექტის შეფასებას იძლევა

კონსტიტუციის ცვლილებების საბაზისო კანონპროექტს, რომელიც სულ ორი დღეა საჯარო განხილვის ობიექტი გახდა, კონკრეტული შენიშვნებით გამოეხმაურა საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია.

აუდიო ქრისტოფერ უოკერი: საქართველოში უძრაობის პერიოდი დგას

„ფრიდომ ჰაუსის“ ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, ბალტიისპირეთის გამოკლებით, დარჩენილ 12 პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს - უკრაინასთან ერთად - ყველაზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს.

ენგურის ხიდზე მიმოსვლა აღდგა

ერთთვიანი პაუზის შემდეგ ენგურის ხიდზე მიმოსვლა აღდგა. ოკუპირებული რეგიონიდან სამეგრელოში გადასული მოქალაქეების ინფორმაციით, ენგურს გაღმა საგუშაგოზე, სადაც აფხაზი მესაზღვრეები იმყოფებიან, განსაკუთრებულ პრობლემებს არ აწყდებიან.

აუდიო გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა პილიტიკა კვლავ გაამკაცრა და მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით - 6,5%-მდე გაზრდის შესახებ. საპროცენტო განაკვეთის პირველადი ზრდა ერთი თვის წინ მოხდა.

აუდიო სტუმრად ჩვენს ეთერში: პაატა ზაქარეიშვილი

23 ივლისს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. რამდენად შეიძლება ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტად იქცეს საქართველოში - სწორედ ეს გახლდათ საუბრის ძირითადი თემა.

აუდიო კოტე კუბლაშვილი: საქართველოს მალე დამოუკიდებელი და ობიექტური სასამართლო სისტემა ექნება

რამდენად ადეკვატური განჩინება გამოიტანა ქართულმა სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელების მიმართ, რამდენად იქონიებს გავლენას თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შემდგომ აღიარებაზე ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება...

22 ივლისი 2010

აუდიო კოდირებული ცნობიერება და ტოტალიტარიზმი

ქართული სახელმწიფოებრიობის ოფიციალურ სიმბოლიზმს კიდევ ორი ახალი სიმბოლო შეემატა - ამიერიდან 25 თებერვალს ოკუპაციის დღე აღინიშნება, 23 აგვისტოს კი - საქართველო ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა დღე.

აუდიო არის თუ არა ”თბილისო” ჰიმნი, ანუ საავტორო უფლებები და მათი დაცვის ვალდებულებები

”საქპატენტი” საავტორო უფლებების დაცვის ახალ სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. გეგმა, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოსთვის იქნება მზად. გამოიწვევს თუ არა სამოქმედო გეგმა შესწორებების აუცილებლობას კანონმდებლობაში?

აუდიო იქცევა ჰააგის გადაწყვეტილება პრეცედენტად?

გაეროს საერთაშორისო სასამართლო დღეს ჰააგაში გამოაქვეყნებს საკუთარ გადაწყვეტილებას კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადების საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობისობის შესახებ. ამ გადაწყვეტილებას საქართველოშიც ელიან.

აუდიო ეკლესია და პოლიტიკა

20-28 ივლისს უკრაინა სრულიად მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქ კირილს მასპინძლობს. ვიზიტი იმით არის საინტერესო, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია დიდი ხანია მსოფლიო მართლმადიდებლური და განსაკუთრებით რუსული ეკლესიის თავის ტკივილადაა ქცეული.

აუდიო დაღუპულთა ნათესავებს ცხინვალში სამძიმარზე არ უშვებენ

მეორე დღეა ცხინვალში 19 ივლისს ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე მომხდარი ავტოკატასტროფის მსხვერპლთა დაკრძალვა მიმდინარეობს. ტრაგედიიდან რამდენიმე წუთში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი ქართულმა მხარემ გამოუცხადა.

აუდიო აქციების ბირჟებზე განთავსებას ფოთის პორტიც აპირებს

ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის მფლობელი რას-ალ ხაიმას საემიროს საინვესტიციო ფონდი (Ras Al Khaimah Investment Authority - RAKIA) 2011 წელს ფოთის პორტის აქციების საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე პირველად განთავსებას (IPO) გეგმავს.

აუდიო რას მოახმარს ”ბლოკ-ჯორჯია” 8 მილიონი დოლარის სესხს

„ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გეგმის“ ნაწილის ფარგლებში, თიბისი ბანკმა სამშენებლო კომპანია ”ბლოკ-ჯორჯიას” 8 მილიონი აშშ დოლარის სესხი გამოუყო. ამ თანხის ნახევრის, ანუ 4 მლნ დოლარის, გარანტად აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID გამოცხადდა.

21 ივლისი 2010

აუდიო რას უწუნებენ ოპონენტები საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ შეიმუშავა, პარლამენტში დღეს შევიდა. დღესვე როგორც უკვე მოისმინეთ, შეიქმნა ამ პროექტის საჯარო განხილვის კომისია. მანამდე პროექტი განიხილა ვენეციის კომისიამ.

აუდიო კონსტიტუციის ცვლილებების პროექტი საჯარო განსჯის საგანი ხდება

საქართველოს პარლამენტმა დღეს საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების საბაზისო პროექტის საჯარო განხილვის კომისია შექმნა. კომისია 36 წევრით დაკომპლექტდა და მასში, დეპუტატების გარდა, ექსპერტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შევიდნენ

აუდიო ქართულ-ოსური მიმართვა ჰოლანდიიდან ჟენევაში

ცოტა ხნის წინ ჰოლანდიაში ქართველი, ოსი, რუსი ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ ერთობლივად შეიმუშავეს მიმართვის ტექსტი და იგი ჟენევის დისკუსიის მონაწილეებს გაუგზავნეს.

აუდიო სტუმრად ჩვენს ეთერში: ჯონდი ბაღათურია

21 ივლისს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, ”ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია. სტუმარმა ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არ უჭერს მხარს საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციას.

20 ივლისი 2010

საკადრო ცვლილებები რეგიონებში

მიმდინარე თვე, განსაკუთრებით კი ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ორგანოების არჩევის შემდგომი პერიოდი, საქართველოს რეგიონებში საკადრო ცვლილებებით ხასიათდება. ძირითადად, სწორედ ამას ასახავს ჩვენი პროგრამა, რომელშიც მოისმენთ სიუჟეტებს გორიდან, რუსთავიდან და ქუთაისიდან.

გალში მორიგი ხუთმხრივი შეხვედრა გაიმართა

20 ივლისს ოკუპირებულ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი ხუთმხრივი შეხვედრა გაიმართა. ქართულმა მხარემ შეხვედრაზე დააყენა საკითხი, რომელიც რუსული ვერტმფრენის მიერ ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გადმოკვეთის ფაქტს უკავშირდება.

ძველი კადრები ახალ თანამდებობებზე

ახალი მოწვევის რუსთავის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ქალაქის აღმასრულებელ სტრუქტურაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები მოხდა. ფაქტობრივად, ცვლილება არ შეხებია მხოლოდ ქალაქის მერის პოსტს, რომელზეც კვლავ მამუკა ჩიქოვანი დაინიშნა.

აუდიო ახალი ცოცხი კარგად გვის?

ახალმა გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა გამგებლებს და სოფლების რწმუნებულებს პირველი გაფრთხილება მისცა - ის კაბინეტის მოხელესთან ვერ იმუშავებს და ყველას ხალხთან შეხვედრებისკენ მოუწოდა.

აუდიო პირველი კავკასიურის გადასარჩენად

K1-ს პირველმა არხმა ტენდერის გარეშე კონტრაქტი გაუფორმა 4,7 მილიონ ლარზე და პირველი კავკასიური არხი ჩააბარა. ამ თანხის სანაცვლოდ K1-მა მედია პროდუქცია უნდა შექმნას რუსულ ენაზე. კომპანია K1-ს ჯერ არც ვებსაიტი აქვს და არც ის იცის, როდის იმაუწყებლებს.

აუდიო რკინიგზის ევროობლიგაციები - რისკი თუ სარგებელი

საქართველოს რკინიგზამ საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე ხუთწლიანი ვადით განათავსა 250 მილიონი დოლარის ღირებულების ევროობლიგაციები. რა სარგებელსა და საფრთხეს შეიცავს რკინიგზის ევროობლიგაციების გატანა საერთაშორისო ბაზარზე?

აუდიო განათლების სამინისტრო vs სკოლის დირექტორი

ზეწოლა სკოლის დირექტორზე, როგორც ის თავადაც აცხადებს, კარგა ხნის წინ დაიწყო - განათლების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა მას განათლების რეფორმის მოწინააღმდეგე და მინისტრის პირადი მტერი უწოდა.

"საქართველოს რკინიგზის" ობლიგაციები ლონდონის ბირჟაზე განთავსეს

„საქართველოს რკინიგზის“ ევრობონდები ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმატებით განათავსა. ყოველ შემთხვევაში, ასეთია მთავრობის განცხადება, რომელიც ქვეყნის უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიის ფასიანი ქაღალდების განთავსების შესახებ გავრცელდა.

ახალი კონსტიტუციის პროექტი პრეზიდენტს გადაეცემა

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ახალი კონსტიტუციის პროექტს პრეზიდენტს სავარაუდოდ დღეს, 20 ივლისს გადასცემს. პრეზიდენტმა კი, პროცედურის თანახმად, პროექტი პარალემენტს უნდა წარუდგინოს, სადაც ის სამი მოსმენით უნდა დამტკიცდეს.

ქართული პრესის მიმოხილვა. 19 ივლისი 2010

”მთელი კვირა” წერს, რომ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხის, ”პირველი კავკასიურის”, ფუნქციობისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 7 მილიონი ლარი გამოიყო და სამართავად შპს ”ქეი-1”-ს გადაეცა.

აუდიო აფხაზეთის მოქალაქეებს საზღვარგარეთის პასპორტები რუსეთში წასასვლელად სჭირდებათ

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოქალაქეების ნაწილს აქვს ადგილობრივი პასპორტი, რომელიც მათ რუსეთში ჩასვლის საშუალებას უნდა აძლევდეს, მაგრამ ამას ვერ ახრხებენ, რადგან დოკუმენტის დაცვის ხარისხი დაბალი აღმოჩნდა.

აუდიო ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე მომხდარმა ავარიამ ოსები და ქართველები შეძრა

11 ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი, დაიღუპა 18 ივლისს მომხდარი ავარიის შედეგად ცხინვალი-ვლადიკავკაზის დამაკავშირებელ გზაზე. მომხდარი ტრაგედიის გამო თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში გლოვა გამოცხადდა.

19 ივლისი 2010

მესხური ცხვარი პოპულარული ხდება

სამცხე-ჯავახეთში ცხვრის ფასი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ამის მიზეზი უცხოეთიდან შემოსული მყიდველია. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან დაინტერესებულ მყიდველებს უკვე არაბი და თურქი ბიზნესმენები დაემატნენ.

აუდიო დავბეგროთ ”დასავლეთი” სამართლიანობისთვის

ყველა თანაბარ პირობებში უნდა იყოს - ასეთია მთავრობის არგუმენტი ახალ საგადასახადო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ცვლილებები არასამთავრობო სექტორს შეეხო, რომელთა სახელფასო შემოსავლები, არსებული 12 პროცენტის ნაცვლად, სავარაუდოდ, 20 პროცენტით დაიბეგრება.

აუდიო საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციის ახალი პროექტი დაამტკიცა

19 ივლისს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია დაამტკიცა. კომისიის 47 წევრიდან მხოლოდ 3-მა წევრმა არ მისცა ხმა წარმოდგენილ პროექტს. საქართველოს კანმდებლობით კონსტიტუციის ახალ პროექტს პრეზიდენტს ხვალ გაუგზავნიან.

აუდიო მეხუთე "ცივილიზაცია"

ახალგაზრდული პროგრამის ამ გადაცემას ორი მიზანი აქვს: ერთი - გითხრათ, თუ როგორი იქნება მეხუთე თამაში "ცივილიზაციის" სერიაში. მეორე - მოგანდომოთ, რომ სექტემბრამდეც მოუსინჯოთ "ცივილიზაციას" გემო. ოღონდა, გაფრთხილდით! ნარკოტიკივითაა.

აუდიო ისევ იმ ბლოგზე და ისევ შვეციაზე

გამოხმაურებები იური ვაჩნაძის ბლოგთან დაკავშირებით ამ კვირაშიც მივიღეთ. ასევე, შევეცადეთ პასუხი გაგვეცა საკითხზე, რომელზეც მსმენელთანაც გვიკამათია, მეგობრებთანაც და კოლეგებსაც - "შვეცია" უნდა ვთქვათ ხოლმე რადიოში თუ "შვედეთი".

აუდიო სტუმრად ჩვენს ეთერში: გოგი ჩოკოშვილი

19 ივლისს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო მედიაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ჟურნალისტი გოგი ჩოკოშვილი. პროფესიული გაერთიანება მედიაში დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვაზე იმუშავებს.

18 ივლისი 2010

აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს ესტუმრა

საქართველოს ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. ალიევი მეუღლესთან ერთად ჩავიდა ბათუმში, სადაც მათ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი მეუღლე დახვდნენ.

აუდიო ჯობს აღარ გქონდეს სულაც რეზერვი

საქართველოში ივლისის დასაწყისში დატრიალებულმა ახალმა „სამთავრობო კარუსელმა“ თავმჯდომარის გარეშე დატოვა თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდია - სტრუქტურა, რომელიც პასუხს აგებს სამხედრო რეზერვის მობილიზებასა და გაწვრთნაზე.

აუდიო ევროპულად დანახული საქართველო

ამ კვირაში სრულიად საქართველომ თუ არა, ოფიციალურმა და არაოფიციალურმა თბილისმა ევროპულად იცხოვრა. ქართულ პოლიტიკურ ელიტას ინგლისურ-პოლონურ-ფრანგულ-უკრაინულ ენაზე უწევდა მაღალჩინოსანი ევროპელების მოსმენა.

აუდიო არაფორმალური განათლება დევნილებისთვის

ქვემო ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში დევნილთა ინტეგრაციისა და განათლების მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს, სათემო-საგანმანათლებლო ცენტრები გაიხსნა.

ვიდეო ლადო პაპავა - მეცნიერ-ეკონომისტი

საკამათო არ არის, რომ ეკონომიკურად მაგისტრალური გაზსადენი უმჯობესია, კერძო საკუთრებაში იყოს, მაგრამ გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მისი ერთადერთი რეალური მყიდველი რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომია“.

17 ივლისი 2010

აუდიო წყალდიდობა კახეთში

დედოფლისწყაროს რაიონის 110 ოჯახი დაზარალდა წყალდიდობის გამო. გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში კი უხვი ნალექის გამო ადგილობრივი წყლის არხი ამოივსო და ორი ოჯახის საცხოვრებელი სახლები და რამდენიმე ჰექტარი მიწა, სადაც მოსახლეობას ვაზი და ხეხილის ბაღები ჰქონდა გაშენებული, დაიტბორა.

აუდიო ვის გაეზრდება და ვის შეუმცირდება გადასახადები?

ბოლო კვირის მანძილზე არასამთავრობო ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა საგადასახადო კოდექსის პროექტში აღმოჩენილი ერთი ჩანაწერი გააპროტესტა, რომელიც მესამე სექტორის საშემოსავლო გადასახადის გაზრდას ითვალისწინებს.

აუდიო ბიძინა კვერნაძე – მუსიკოსი მეშჩანობის წინააღმდეგ

ერთ კვირაზე მეტია უკვე ბიძინა კვერნაძე ჩვენს გვერდით აღარ არის. ტელევიზიით, რადიოთი ქართველი კომპოზიტორის სიმღერებს გადმოსცემენ. ნაკლებად ბიძინა კვერნაძის სიმფონიურ ნაწარმოებებს. და თითქმის არ იხსენებენ ბიძინა კვერნაძის ოპერას „შუშანიკის წამება“.

16 ივლისი 2010

კეტრინ ეშტონმა დევნილთა დასახლება მოინახულა

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ბარონესა კეტრინ ეშტონი დღეს ოკუპირებული ახალგორის რაიონის მოსაზღვრე სოფელ ოძისში იმყოფებოდა. ეშტონმა იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტების პრობლემა პოლიტიკური გზით მოგვარდება.

აუდიო რას ეძებდა ფრანგი მოგზაური საქართველოში?

გვინდა მოგითხროთ ერთ ფრანგ ჟურნალისტზე, პარიზელ მოგზაურ რაფაელ ბოგრანზე - ცნობისმოყვარე და მიზანდასახულ ადამიანზე. ის ბოსნიის ქალაქ სრებრენიციდან იაპონიის ქალაქ ჰიროსიმამდე ომისა და მშვიდობის ისტორიების შეგროვებას განაგრძობს.

აუდიო უკრაინის დელეგაცია თბილისში

უცხოური ვიზიტებით დატვირთული კვირის ბოლო სამუშაო დღეს თბილისი უკრაინის საკმაოდ მრავალრიცხოვან დელეგაციას მასპინძლობს. უკრაინის ვიცე-პრემიერი სერგეი ტიგიპკო 16 ივლისს ეკონომიკისა და ფინანსური სფეროების პირველ პირებს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.

აუდიო საარჩევნო კოდექსის გაჯანსაღების კიდევ ერთი მცდელობა

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ”სამოქალაქო განვითარებისათვის” საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვას იწყებს და ქმნის საინიციატივო ჯგუფს, რომელიც კონკრეტული წინადადებების პაკეტის მომზადებაზე იმუშავებს. საკანონმდებლო პაკეტის განხილვა აგვისტოს ბოლოს გაიმართება.

აუდიო საჯარო დისკუსია დევნილთა პრობლემების შესახებ

გორის საინფორმაციო ცენტრში ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ინიციატივით ”დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის” საჯარო დისკუსია გაიმართა. დისკუსიაში 40-ზე მეტი დევნილი მონაწილეობდა.

უკრაინის ვიცე-პრემიერი სერგეი ტიგიპკო თბილისშია

თბილისს უკრაინის ვიცე-პრემიერი სერგეი ტიგიპკო ეწვია. ოფიციალურ შეხვედრებამდე სტუმარმა გვირგვინით შეამკო ტარას შევჩენკოს ძეგლი, რის შემდეგაც იგი ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილს და პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს შეხვდა.

ქართული პრესის მიმოხილვა. 15 ივლისი 2010

პრესა მიმდინარე თვეში უცხოეთის მაღალი რანგის დიპლომატების გახშირებული ვიზიტების მიზეზს ეძებს. ”ახალი თაობა” 2008 წლის ივლისთანაც ავლებს პარალელს - ”ასე ხდებოდა ორი წლის წინაც, როდესაც აგვისტოს ომი დაიწყოო”, ეუბნება კორესპონდენტი ექსპერტ მამუკა არეშიძეს, რომელიც ამ ეჭვსა და დღევანდელ რეალობას შორის კავშირს ვერ ხედავს.

აუდიო ”გასაკეთებელი კიდევ ბევრია”- ამბობენ ევროსაბჭოს მონიტორები

დღეს საღამოს დასრულდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლების, საქართველოს საკითხზე მომხსენებლების მაიკლ იენსენისა და კასტრიოტ ისლამის ოთხდღიანი ვიზიტი საქართველოში.

15 ივლისი 2010

ჰომეოპათია - „მსგავსით მსგავსისა“ მკურნალობა

ჰომეოპათია ბერძნული სიტყვაა და „მსგავს ტკივილს, მსგავს სენს“ ნიშნავს. ადამიანის მკურნალობის ეს გზა გერმანელმა ექიმმა ზამუელ ჰანემანმა მე-18 საუკუნის ბოლოს შეიმუშავა და ისვე ითვლება ჰომეოპათიის დამფუძნებლად.

აუდიო ბერნარ კუშნერი ტერმინ ”ოკუპაციას” დიპლომატიურად უდგება

ბერნარ კუშნერმა თბილისში არაერთხელ გაიმეორა, რომ საფრანგეთს ომგამოვლილი საქართველო არ დავიწყებია, რომ კვლავაც აქტიურად გულშემატკივრობს მას და, რაც მთავარია, ურყევია პარიზის პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.

აუდიო სოსო ცინცაძე: ”უცხოელი დიპლომატების ვიზიტების შედეგები შემოდგომაზე გამოჩნდება”

ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოს ზედიზედ აშშ-სა და ევროპის არაერთი მაღალი რანგის პოლიტიკოსი ესტუმრა და მსგავსი ვიზიტები კვლავ გრძელდება. საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა - რატომ გახშირდა დიპლომატიურად შედარებით პასიურ პერიოდში ასეთი სტუმრობები?

აუდიო ნიქოზელები და ხვითელები წყალს და კომპენსაციას მოითხოვენ

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ სალთვისის და ტირიფონის სარწყავი არხები გადაკეტა, რის გამოც 10-ობით სოფელში მოსავალი გახმობის პირასაა. მოსახლეობა სარწყავი წყლის გარდა კომპენსაციასა და სოციალურ დახმარებას ითხოვს.

ბერნარ კუშნერი თბილისში შეხვედრებს მართავს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა "ევროპის სახლში" დიპლომატიური კორპუსის, ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართა დიალოგი თემაზე - ”ევროპა: წარსული და მომავალი გამოწვევები”.

აუდიო სტუმრად ჩვენს ეთერში: სიმონ გაბრიჩიძე

15 ივლისს, თბილისის სტუდიის სტუმარი იყო, კოალიცია ”მომავალი სიღარიბის გარეშე” წარმომადგენელი სიმონ გაბრიჩიძე. რას აკეთებს კოალიცია იმისათვის, რომ ქვეყანაში სიღარიბის დაძლევას შეუწყოს ხელი? - სწორედ ეს იყო საუბრის ძირითადი თემა.

აუდიო ევროკავშირი ჯერჯერობით ინარჩუნებს საგანგებო წარმომადგენლების პოსტებს

გავრცელებული ვარაუდით, ევროკავშირი აპირებს შეცვალოს კამათის გამომწვევი გეგმა მსოფლიოს რამდენიმე რეგიონში - მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში - თავისი საგანგებო წარმომადგენლების პოსტების გაუქმების შესახებ.

აუდიო კუშნერის ვიზიტი დღეს და ორი წლის წინ

საქართველოში ვიზიტის დროს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბერნარ კუშნერს მთელი თავისი დიპლომატიური გამოცდილება დასჭირდება, რათა პასუხი გასცეს უმთავრეს შეკითხვას: რატომ არ სრულდება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეხუთე პუნქტი.

ბერნარ კუშნერი პრეზიდენტს და ოპოზიციას ხვდება

დღეს საღამოს თბილისში ჩამოვიდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი, რომელიც ავლაბრის რეზიდენციაში ოფიციალურ ვახშამზე შეხვდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. საფრანგეთის საელჩოს ცნობით, ხვალ დილით ბერნარ კუშნერთან შეხვედრაზე მიწვეული არიან ოპოზიციის ლიდერები.

14 ივლისი 2010

ქართული პრესის მიმოხილვა, 14 ივლისი 2010

„დიმიტრი ლორთქიფანიძე საკუთარ პარტიას ქმნის“ - ექსკლუზიურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი ”ვერსია” საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთ წევრთან, დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან.

აუდიო არუთინ აგანიანი: ”სომხეთში მირჩევნია დავრჩე”

ახალციხელი არუთინ აგანიანი მესამე წელია რუსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერევნის ფილიალში სწავლობს. ტურიზმისა და სერვისის ფაკულტეტის სტუდენტმა სომხეთში უმაღლესი განათლების მიღება მე-11 კლასში გადაწყვიტა.

აუდიო ახალი საგანი და ძველი მასწავლებლები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ეროვნულ სასწავლო გეგმას დაამატა საგანი - ” სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება”, რომლის სწავლება საჯარო სკოლებში 2010-11 აკადემიური წლიდან დაიწყება. ახალი სასწავლო დისციპლინა სამი მოდულისაგან შედგება.

აუდიო სოფელი თექალი - სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო ცენტრი

„სამხრეთ კავკასიის ინტეგრაცია: ალტერნატიული სტარტი“ - ასე ჰქვია სამოქალაქო ინიციატივას, რომლის ავტორები საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრების გადაკვეთის ადგილზე სამშვიდობო ცენტრის შექმნას აპირებენ.

აუდიო სათამაშო დაწესებულებებში ასაკობრივი ზღვრის გაზრდა იგეგმება

საპარლამენტო ოპოზიციის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე გამოდის ინიციატივით, პარლამენტში შეიქმნას ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელიც ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების შესახებ ახალ კანონპროექტზე დაიწყებს მუშაობას.

აუდიო გორისა და კასპის სოფლებში მოსავალი ხმება

გორისა და კასპის რაიონის სოფლებს ცხინვალმა სარწყავი და სასმელი წყლის მიწოდება შეუწყვიტა. ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს. კოკოითი წყლის სანაცვლოდ ახალგორისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას ითხოვს.

აუდიო განკერძოებული ფეხბურთი

ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე 10 კლუბიდან მხოლოდ 4-ია კერძო საკუთრებაში, თუმცა, ამჟამად, მოლაპარაკებები დანარჩენების პრივატიზებაზეც მიმდინარეობს. სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კლუბები ბიზნეს-სექტორის განკარგულებაში მალე გადავლენ.

აუდიო სააკაშვილ-ლუკაშენკას საიდუმლო შეხვედრის ასპექტები

13 ივლისს საქართველოს საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია საქართველოსა და ბელორუსიის პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ, რომელზეც მხარეებმა პოლიტიკურ-ეკონომიკური საკითხები განიხილეს.

13 ივლისი 2010

აუდიო ”ცოდნის გაზომვა და გრანტის მოპოვება...”

საქართველოში გახსნილ 15 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტთა რეგისტრაცია ორ ეტაპად წარიმართა. ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში გამოცდების მიმდინარეობას 28 მეთვალყურე აკვირდება.

აუდიო საგამოცდო ციებ-ცხელება გორში

გორის საგამოცდო ცენტრთან ხმაური გამოცდიდან აბიტურიენტების გამოსვლისას დაიწყო. ყველას ის აინტერესებდა, როგორ გაართვეს ახალგაზრდებმა თავი დავალებას. ზოგი ამბობდა, რომ გამოცდა რთული იყო, ზოგს კი ტესტის დაწერა არ გასჭირვებია.

გამოცდები 2010

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2010 წლის 1 ივლისს დაიწყო და 23 ივლისს დასრულდება. აბიტურიენტებმა უკვე ჩააბარეს სამი და შესაბამისად, ჩასაბარებელი დარჩათ კიდევ ერთი გამოცდა. მათი სტუდენტობის ბედ-იღბალს, მათ შორის დაფინანსების საკითხს, წელს ოთხი გამოცდის შედეგი გადაწყვეტს.

ქართული პრესის მიმოხილვა, 13 ივლისი 2010

”ახალ თაობაში” პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილთან ინტერვიუ ქვეყნდება: ”ვერავითარ გადაუდებელ ამოცანას რუსეთისთვის ვერ დავარქმევ ჩვენს გაზსადენს გარდა იმისა, რომ იქონიოს კიდევ უფრო მეტი ბერკეტი საქართველოს ხელისუფლებაზე. დღევანდელი ხელისუფლება ამას თანხმდება..."

აუდიო პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვის პერსპექტივა

13 ივლისს პარლამენტმა მეორე მოსმენით უყარა კენჭი 222-კმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის გასხვისების პერსპექტივას. პირველი მოსმენით ამ პერსპექტივის შემცველი კანონპროექტი დეპუტატებმა 6 ივლისს დაამტკიცეს.

აუდიო მესამე სექტორი საგადასახადო კოდექსის წინააღმდეგ

ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, 12-დან 20%-მდე იზრდება საშემოსავლო განაკვეთი არასამთავრობოების მიერ გრანტის ფარგლებში გაცემული ანაზღაურებისათვის. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ სიახლე მათ წინააღმდეგაა მიმართული.

აუდიო შიკორსკი: არასოდეს ვაღიარებთ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობას

საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე პოლონეთის ახალი მთავრობის წარმომადგენელმა კვლავ დაადასტურა მისი ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, თუმცა სიტყვა ოკუპაცია არ უხსენებია.

აუდიო ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ცხინვალში ახალი წინადადებებით ჩავიდნენ

თანათავმჯდომარეები პიერ მორელი, ბოლათ ნურგალიევი და ანტი ტურუნენი ცხინვალში დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპაციალურ წარმომადგენელს ბორის ჩოჩიევს შეხვდნენ. მათი მსჯელობის საგანი ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის პროექტი იყო.

თბილისში შეხვედრებს განაგრძობენ მიკაელ იენსენი და კასტრიოტ ისლამი

ევროპის საბჭოსადმი საქართველოს ვალდებულებათა შესრულების შესაფასებლად თბილისში შეხვედრებს განაგრძობენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები მაიკლ იენსენი და კასტრიოტ ისლამი. დღეს ისინი იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტში.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სოხუმში გაემგზავრა

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პეტერ სემნები სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს შეხვდება. მანამდე სემნებიმ თბილისში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აფხაზურ მხარესთან კონფლიქტის მოგვარების პროცესში ევროკავშირის როლზე ისაუბრებს.

რადოსლავ შიკორსკი გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და დღეს ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკებების შემდეგ რადოსლავ შიკორსკი საქართველოს პრეზიდენტს და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდება.

აუდიო სტუმრად ჩვენს ეთერში: ვანო ვაშაყმაძე

13 ივლისს, თბილისის სტუდიის სტუმარი იყო ტურიზმის კონსულტანტი ვანო ვაშაყმაძე. სამინისტრო იწყებს ახალ ეტაპს ტურიზმის განვითარების მიმართულებით, ამის შესახებ 12 ივლისს განცხადება საქართევლოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალმა მინისტრმა ვერა ქობალიამ გააკეთა.

12 ივლისი 2010

ქართული პრესის მიმოხილვა. 12 ივლისი 2010

”წინასწარ განწირული მოლაპარაკებები?” - კითხვის ნიშნით ასრულებს გაზეთ ”რეზონანსის” ჟურნალისტი პუბლიკაციის სათაურს. თავად პუბლიკაცია კი მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობის შესაძლო აღდგენას შეეხება: ”მართლაც არ გამოირიცხება მზაობა რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგისათვის, რომლის მიზანი მხოლოდ დიალოგი იქნება.

აუდიო გლეხები ინვესტორების წინააღმდეგ

მარტვილის რაიონის სოფელ ონოღეას მცხოვრებლებმა დღეს, 12 ივლისს, თბილისში, პუშკინის სკვერში, აქცია გამართეს - სოფლის მოსახლეობა მათი სოფლის საძოვრის - 64 ჰექტარი მიწის - ინვესტორისათვის გადაცემას აპროტესტებდა.

აუდიო კონკურსის პრიზი - თანამდებობა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს კონკურსს, რომელში გამარჯვებულიც ავტომატურად დაიკავებს ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობას. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც აქვს მუშაობის ხუთწლიანი სტაჟი.

აუდიო თბილისს ესტუმრა ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია

თბილისს ოთხდღიანი ვიზიტით სტუმრობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია მიკაელ იენსენის ხელმძღვანელობით, რომელმაც ამ პოსტზე მათეას იორში შეცვალა.

აუდიო ”შინისაკენ და უკან”

ვენაში მცხოვრები ქართველი მხატვრის, გოგი ოქროპირიძის სახელი კარგადაა ცნობილი რადიო თავისუფლების მსმენელისთვის. გოგი კარგა ხანია უკვე სათავეში უდგას გაერთიანება "კულტურშმიდეს", რომლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ევროპაში ქართული კულტურის პროპაგანდაა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები თბილისს ეწვივნენ

თბილისს ოთხდღიანი ვიზიტით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები მიკაელ იენსენი და კასტრიოტ ისლამი ეწვივნენ. დაგეგმილია შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასთან და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებთან.

სასმელი წყლის დეფიციტი დევნილთა დასახლებებში

დევნილთა ზოგიერთ დასახლებაში სასმელი წყლის დეფიციტი შეიქმნა. ბერბუკის დასახლების ერთ ნაწილს დიდი ხანია წყალი საერთოდ აღარ მიეწოდება. ამის მიზეზი გვალვა და სასმელი წყლის სარწყავად გამოყენება გახდა.

აუდიო მორიგი ტრანში საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოს 75 მლნ დოლარის მოცულობის მორიგი ტრანში დაუმტკიცა, თუმცა ამავდროულად მთავრობას და ეროვნულ ბანკს რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე მიუთითა.

ვიდეო ლევან ზარდალიშვილი - ფსიქოლოგი

მიყვარს ეს ქალაქი. თუმცა იმასაც ვგრძნობ, რომ ბოლომდე ამ ქალაქის ნაწილი აღარა ვარ და ისიც არ ვიცი, კიდევ ოდესმე თუ ვიქნები. უამრავი მეგობარი მყავს, ჩემი შვილი აქ ცხოვრობს თავისი ოჯახით და ცოტა ხნის წინ ბაბუა გავხდი, მაგრამ რაღაც უცხოობის განცდა მაინცა მაქვს და ჯერ ბოლომდე ვერ ვხვდები, რისი ბრალია.

11 ივლისი 2010

აუდიო კლინტონი თბილისში - სტუმარმასპინძლობის კვირა

განვლილი კვირის პოლიტიკური მოვლენებიდან ყველაზე გამორჩეული იყო ამერიკის სახელმწიფო მდივნის სტუმრობა საქართველოში. ჰილარი კლინტონი, ერთდღიანი ვიზიტის ფაგრლებში, საქართველოს პრეზიდენტს, ოპოზიციის ლიდერებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

აუდიო დემოკრატია საბრძოლო იარაღის სანაცვლოდ

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ისე დატოვა თბილისი, რომ პასუხი არ გაუცია ერთ-ერთ ყველაზე არსებით შეკითხვაზე: დაუწესა თუ არა ვაშინგტონმა შეზღუდვა საბრძოლო იარაღის შესყიდვაზე საქართველოს, რომელთანაც 2009 წელს „სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია“ გააფორმა.

ქართული პრესის მიმოხილვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში, მისი შედეგების ანალიზი, ოპოზიციური პარტიების შესაძლო კოალიციები და სამოქმედო გეგმები, საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიული სამოქმედო გეგმა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ - ეს თემების მოექცა ქართული პრესის ფოკუსში მიმდინარე კვირის განმავლობაში.

10 ივლისი 2010

აუდიო შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორად ზურაბ არსოშვილი დაინიშნა

ამ თანამდებობაზე არსოშვილმა შეცვალა ლადო ვარძელაშვილი, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ახალი გუბერნატორი ბოლო დრომდე თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

აუდიო მსოფლიო ბანკი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს საინვესტიციო გარემოს

ახლახან მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც შესწავლილია საინვესტიციო ნაკადების მიმოქცევისათვის არსებული პირობები 87 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. ”ინვესტიციები საზღვრებს გარეშე” აღწერს იმ გარემოს, რომელიც მსოფლიოს 87 ქვეყანაშია შექმნილი.

რადიოჟურნალი - 840-ე გამოშვება

რადიოჟურნალ "მეათე სტუდიაში" შემოგთავაზებთ ინტრევიუს ბერლინში მცხოვრებ ქართველ ფილოსოფოსთან გიორგი მაისურაძესთან. ვისაუბრებთ შობადობის ზრდაზე საქართველოში და შევეცდებით გავარკვიოთ, თუ რამდენად მყარია ეს ტენდენცია.

ქართული პრესის მიმოხილვა. 9 ივლისი 2010

დღევანდელ გაზეთებში კვლავაც წააწყდებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტის გამოძახილს. კერძოდ, ლაპარაკია მის მიერ სიტყვა ”ოკუპაციის” წარმოთქმასა და რუსეთის რეაქციაზე.

09 ივლისი 2010

აუდიო ომბუდსმენს აძლიერებენ

პარლამენტი მალე "სახალხო დამცველის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანაზე იმსჯელებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მომზადებული ცვლილებების მიხედვით, დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, ომბუდსმენს უფლება ექნება პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით მიმართოს.

აუდიო საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში

რეზოლუციის პროექტი, რომელიც 8 ივლისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის ფარგლებში საკომიტეტო მოსმენაზე ხმათა უმრავლესობით მიიღეს, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შედეგების არაერთ მნიშვნელოვან ასპექტს უკავშირდება.

აუდიო ოთხი ქვეყნის უფლებადამცველები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ

9 ივლისს საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და მოლდავეთის უფლებადამცველები მსჯელობდნენ იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად იცავენ ადამიანის უფლებებს მათი ქვეყნების სასამართლოები და რატომ გახშირდა საჩივრების წარდგენა ევროსასამართლოში.

აუდიო შობადობის ბუმი საქართველოში

გასული საუკუნის მიწურულს საქართველოში წლის განმავლობაში 100 ათასამდე ბავშვი იბადებოდა, 2006 წლისათვის ეს მაჩვენებელი თითქმის 2,5-ჯერ დაეცა. 2009 წელს საქართველოში 62 ათასი ბავშვი დაიბადა - თითქმის 20 ათასით მეტი, ვიდრე 2006 წელს.

დევნილები ფსიქოლოგიური დახმარებას ითხოვენ

დევნილ ბავშვებს ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდებათ. ომიდან ერთი წლის შემდეგ პოსტტრამვული პერიოდი იწყება, რასაც ხშირ შემთხვევაში დეპრესია მოსდევს. ამიტომ, იძულებით გადაადგილებულ პირებს ისევ სჭირდებათ ფსიქოლოგიური დახმარება.

აუდიო სტუმრად ჩვენს ეთერში: გიგა ზედანია

9 ივლისს, თბილისის სტუდიის სტუმარი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგა ზედანია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ოთხ ახალ სადოქტორო პროგრამას წარადგენს. გიგა ზედანიას განცხადებით, ეს პროგრამები უნიკალურია.

აუდიო სეპარატისტული რეგიონების ულტიმატუმი კვლავაც ძალაშია

ჯერჯერობით კვლავაც ძალაშია ულტიმატუმი, რომელიც საქართველოს სეპარატისტულმა რეგიონებმა ჟენევის მოლაპარაკებებთან მიმართებით საერთაშორისო თანამეგობრობას წაუყენეს. დე ფაქტო პარლამენტის წინაშე გამოსვლისას ეს 7 ივლისსაც დაადასტურა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა.

აუდიო გიორგი მაისურაძე: მსხვერპლად თავის გამოცხადება პასუხისმგებლობისგან გაქცევას ნიშნავს

რადიო თავისუფლების სტუმარია ბერლინში მცხოვრები ქართველი ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე. საქართველოში მას ბევრი იცნობს ავტორად, რომელსაც ამ ქვეყნის პოლიტიკური თუ კულტურული გამოცდილების შესახებ არაერთი მწვავე პუბლიკაცია ეკუთვნის.

ქართული პრესის მიმოხილვა. 8 ივლისი 2010

მოსკოვში ქართული პროპაგანდის ჩახშობისა და ქართულენოვანი ფედერალური მედიაარხის შექმნის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ, წერს დღევანდელი ”რეზონანსი”. პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის ანალიტიკოსის ანატოლი ჩიგანკოვის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს რუსეთმა ოპერაცია საქართველოს დასამშვიდებლად წამოიწყო, საინფორმაციო გამარჯვება მაინც თბილისს რჩება.

08 ივლისი 2010

აუდიო მაია მიმინოშვილი: ეროვნული გამოცდების შედეგები, შესაძლოა, ივლისის ბოლოს გამოქვეყნდეს

საერთო ეროვნული გამოცდები, რომელიც წელს მეექვსედ ტარდება, ფინალისკენ მიდის. წელს გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია გაიარა 36 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა, რომლებიც ერთმანეთს 33 ათას თავისუფალ ადგილს ეცილებიან. შეიცვალა თანადაფინანსების სისტემა.

აუდიო ელექტრონული წიგნები

მსოფლიო ცოდნა ინტერნეტში - ასე შეგვიძლია დავარქვათ წიგნების სკანირების პროცესს, რომელსაც სათავეში ამერიკული კომპანია გუგლი უდგას. ამ პროცესში საქართველოც ჩართულია. ბევრის აზრით, ეს ცვლილება ტრადიციულ წიგნს ფუნქციას უკარგავს.

აუდიო კოკოითი პრეზიდენტობას აღარ აპირებს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი კონსტიტუციის შეცვლას და საპრეზიდენტო პოსტზე მესამე ვადით კენჭისყრას აღარ აპირებს. მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები 2011 წლის ნოემბერში უნდა გაიმართოს.

აუდიო იქნება თუ არა კონკურენტუნარიანი საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის მოდელი?

საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესში უკვე ექსპერტები და ოპოზიციაც ერთვებიან. 8 ივლისს კომისიის წევრებს პარტია ”ახალი მემარჯვენეები” შეხვდა, წინა დღეს კი წარმოდგენილი მოდელის მნიშვნელობაზე იმსჯელეს ექსპერტთა კლუბის წევრებმა.

აუდიო რუსეთი თუ ყაზახეთი?

გაზსადენებისა და მათთან დაკავშირებული მოსალოდნელი ცვლილებების ჭრილში, რუსულის გარდა, სულ უფრო აქტიურად იწყება საუბარი ყაზახური ინტერესის შესახებ. კომპანია „ყაზმუნაიგაზი“ ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებს მართავს.

ქართული პრესის მიმოხილვა. 7 ივლისი 2010

”ნეიტრალური ალტერნატივა” - ამ სათაურით ”24 საათში” წაიკითხავთ სტატიას ”ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის გეგმის” ერთ დეტალზე. ავტორის აზრით, ამ გეგმის მიხედვით, ”აფხაზებსა და ოსებს (უფრო აფხაზებს) დიდი ხნის ოცნება აუხდებათ და, რუსეთი-ნიკარაგუა-ვენესუელა-ნაურუს გარდა, დანარჩენ მსოფლიოშიც თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცემათ.

აუდიო ვინ და როგორ ივაჭრებს მაგისტრალური გაზსადენით

საქართველოში მაგისტრალური გაზსადენის თემა უკვე მერამდენედ მწვავდება. მორიგი ტალღა მოჰყვა კანონპროექტს ”სახელმწიფო ქონების შესახებ”, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 6 ივლისს პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის მეორე მოსმენა მოულოდნელად გაურკვეველი ვადით გადაიდო.

აუდიო კრიზისიდან გამოსავალი ღია ეკონომიკაშია

მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა გამოკვლევა, რომელშიც შეფასებულია საინვესტიციო ნაკადების მიმოქცევისათვის არსებული პირობები 87 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. შეფასებისას, ექსპერტები ძირითადად ეყრდნობიან ამა თუ იმ ქვეყანაში არსებულ საკანონმდებლო და აღმასრულებელ გარემოს.

07 ივლისი 2010

აუდიო ქართულ-აფხაზური სამოქალაქო დიალოგი „ნების უქონლობის“ ფონზე

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ქართულ-აფხაზური ურთიერთობის მანამდე არსებული შეხვედრების ფორმატში ცვლილება მოხდა, თუმცა ქართულ-აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენელთა ერთი ნაწილი განაგრძობს შეხვედრებს, რომელთა მიზანიცაა კონფლიქტის ახალი პარადიგმის ჩარჩოების განსაზღვრა.

აუდიო ინტეგრაცია: ენის უცოდინარობა კვლავაც მთავარ ბარიერად მიიჩნევა

გამოქვეყნდა რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის მესამე ანგარიში, რომელიც საქართველოში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისა და სხვა დაუცველი ჯგუფების დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას ეხება.

აუდიო სასამართლო მუხროვანის ამბოხში ბრალდებულების საჩივრების განხილვას იწყებს

სააპელაციო სასამართლო მუხროვანის ამბოხში ბრალდებული 21 სამხედრო პირის საჩივრის განხილვას იწყებს. სამ ყოფილ მაღალჩინოსან სამხედროს - კობა ოთანაძეს, ლევან ამირიძეს და შოთა გორგიაშვილს 29, 28 და 19 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

დასეტყვილი სოფლები დახმარებას ითხოვენ

სეტყვისგან დაზარალებული სოფლების მოსახლეობა ზარალის სასწრაფოდ ანაზღაურებას ითხოვს. ერთი კვირის წინ გორის რაიონში მოსულმა სეტყვამ მოსავალი გაანადგურა და დახმარების გარეშე მოსახლეობა ზამთარში შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდება.

აუდიო “საქართველოს რკინიგზის” Road Show ლონდონში

დღეს და ხვალ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლონდონში მორიგ Road Show -ს გამართავს და ინვესტორების „საქართველოს რკინიგზის" ობლიგაციებით დაინტერესებას შეეცდება. შეხვედრა საინვესტიციო ბანკის JP Morgan-ის მიერ არის ორგანიზებული.

აუდიო სტუმრად ჩვენს ეთერში: დავით ნარმანია

7 ივლისს, დილის ეთერის სტუმარი იყო ”კავკასიის ეკონომიკისა და სოციალური კვლევის ინსტიტუტის” აღმასრულებელი დირექტორი დავით ნარმანია. საუბრის თემა იყო: რა შედეგების მომტანი იქნება საქართველოსთვის მაგისტრალური გაზსადენის გასხვისება?

აუდიო ბათუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

20 ივლისამდე ქობულეთში იმ ქუჩების სარემონტო სამუშაოების დასრულებას ელოდებიან, რომლებიც ზღვის პარალელურად მდებარეობს. ასეთი ქუჩა კი საკურორტო ქალაქში ორია, სადაც ამჟამად წყლისა და საკანალიზაციო მილების გამოცვლა მიმდინარეობს.

აუდიო დაპირებების შესრულების მოლოდინი კახეთში

ლაგოდეხში ბაისუბნისა და კართუბნის დამაკავშირებელი, ასევე საკვირაო ბაზრის მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო.

ქართული პრესის მიმოხილვა. 6 ივლისი 2010

”6 საათიანი დემოკრატიის გაკვეთილები” - ასე შეაფასა გაზეთმა ”რეზონანსმა” ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტი თბილისში. საკუთარი შეფასება კი ”რეზონანსმა” დასავლურ მედიაში გაჟღერებული აქცენტებით გაამყარა.

აუდიო ჰილარი კლინტონის მიზანი რუსეთის მეზობელ ქვეყნებში მოგზაურობისას

ჰილარი კლინტონის გუშინ საქართველოთი დასრულებულ მოგზაურობამდე მისმა მოადგილემ ფილიპ გორდონმა განაცხადა, რომ კლინტონის ტურნე არ უნდა განვიხილოთ „კვლავ დადასტურების“ ვიზიტად, რომლის დროსაც ის რეგიონში აშშ-ის მოკავშირეებს დაამშვიდებს...

06 ივლისი 2010

აუდიო დევნილთა კოტეჯების სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

მალე დევნილთა კოტეჯების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალის რეგიონიდან დევნილები სპეციალურად მათთვის აშენებულ კოტეჯეებში შეასახლეს. მშენებლობა დაჩქარებულად და, შესაბამისად, უხარისხოდ მიმდინარეობდა.

ოფიციალური თბილისი პუტინის განცხადებებს ცინიკურს უწოდებს

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიგა ბოკერიამ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას იაფფასიანი მეთოდებით ცდილობს. პუტინის განცხადებებს გამოეხმაურა საქარტველოს პარლამენტის თავმჯდომარეც.

აუდიო სამთო ტურიზმის პერსპექტივები საქართველოში

საქართველოს მთავრობას არაერთხელ განუცხადებია, რომ ტურიზმის განვითარება მისი მთავარი ეკონომიკური პრიორიტეტია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალმა მინისტრმაც თანამდებობაზე დანიშვნისას განაცხადა, რომ მთავრობა კვლავ დიდ ყურადღებას დაუთმობს ტურიზმის განვითარებას.

აუდიო რა უთხრა ამერიკამ რუსეთს საქართველოზე?

ვაშინგტონის გზავნილს, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა 5 ივლისს თბილისში გაახმაურა, მოსკოვის დაუყოვნებელი რეაქციები მოჰყვა. ამ რეაქციების ბუნება ზოგისთვის ტრადიციულად ცინიკურია, ზოგისთვის - არაფრის მთქმელი.

აუდიო რა იქნება საქართველოში კლინტონის ვიზიტის რეალური შედეგი?

პოლიტიკური სპექტრი ჰილარი კლინტონის ვიზიტის შემდეგ ორ ნაწილად გაიყო. რა ინფორმაცია მიიღო სახელმწიფო მდივანმა ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ლიდერებისგან და რა შეიძლება იყოს რეალური შედეგი?

აუდიო ტელეკომპანია „თრიალეთი“ პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს

10 დღის წინ გორში სტალინის ძეგლის დემონტაჟის დროს ტელეკომპანიის ჟურნალისტს ლადო ბიჭაშვილს ვიდეოკამერა წაართვეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მოგვიანებით, კამერა დააბრუნეს, მაგრამ გადაღებული მასალა წაშლილი აღმოჩნდა.

აუდიო ჰილარი კლინტონი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციონერები ამბობდნენ, რომ შეხვედრისთვის განკუთვნილ 20 წუთში დაგეგმილი ყველა თემის განხილვა შეძლეს. ჰილარი კლინტონთან შესახვედრად ოპოზიციური პარტიები აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებმა შეარჩიეს.

05 ივლისი 2010

ქართული პრესის მიმოხილვა, 5 ივლისი 2010

დღეს დილით, აშშ სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტის წინ გამოსულ გაზეთებში გარკვეული ადგილი ამ ვიზიტის მნიშვნელობის შეფასებასაც უკავია. ”ამერიკა ხელისუფლებას გაფრთხილებას მისცემს“; ვის გაანაწყენებს დღეს კლინტონი - საქართველოს თუ რუსეთს?”; ”მოკავშირეთა დასამშვიდებელი ვიზიტი”;

ფოტოგალერეა ვაშინგტონი პირობას დებს, რომ საქართველოს არ მიატოვებს

ვაშინგტონი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და პირობას დებს, რომ არასოდეს მიატოვებს პარტნიორ საქართველოს.

აუდიო ჰილარი კლინტონი: ”საქართველოს შეუძლია ორი საქმე ერთად გააკეთოს - არ დანებდეს რუსეთს და განავითაროს დემოკრატია”

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა თავისი პირველი ვიზიტი საქართველოში ქალებთან შეხვედრით დაიწყო.

აუდიო ენგურის ცენტრალური ხიდი ჩაკეტილია

უკვე კვირაზე მეტია, რაც აფხაზურმა მხარემ ენგურის ცენტრალურ ხიდზე გადაადგილება შეზღუდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას იმ მოქალაქეებმა შეატყობინეს, რომლებიც ზუგდიდში სხვადასხვა შემოვლითი გზებით გადავიდნენ.

არასამთავრობოები ომისგან დაზარალებულებს ეხმარებიან

გორში ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულებისთვის ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას აგრძელებენ.

აუდიო მიხეილ სააკაშვილი ჰილარი კლინტონს შეხვდა

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში მიიღო აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, რასაც წინ უძღოდა საქართველოსა და აშშ-ის დელეგაციათა გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრა. სააკაშვილი და კლინტონი შეხვდნენ ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს და მათს კითხვებს უპასუხეს.

აუდიო მაინც ვერ ავცდით ვუვუზელას

ალბათ მოგწყინდა - შეხვალ "ფეისბუკზე" და საფეხბურთო სტატუსების, ოხვრა კვნესის და სიხარულის მეტი ვერაფერს ნახავ. მაგრამ, აბა გულზე ხელი დავიდოთ - ადრე რამე საინტერესო იყო, რო? კვიზები ჯობდა თუ პოლიტიკური ბატალიები?

აუდიო სტუმრად ჩვენს ეთერში: გია ვოლსკი

5 ივლისს, თბილისის სტუდიის სტუმარი იყო გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის წარმომადგენელი გია ვოლსკი. რა მისიით ჩამოდის ჰილარი კლინტონი საქართველოში, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მის საქართველოში ვიზიტს? - ეს იყო საუბრის მთავარი თემა.

ვიდეო რობერტ მაღლაკელიძე - მუზეუმის დირექტორი

ესპანეთის პრესის წარმომადგენლობას სტალინის ძეგლის ბედი აინტერესებდა. მეც ავუხსენი, რომ ბილბორდი დაიდგა და კვარცხლბეკის დადგმასაც მალე დაიწყებენ. ჩემი თანამოსაუბრე ძეგლის ადგილსამყოფლით დაინტერესდა. ეს კონფიდენციალურია და პასუხად მიიღო: „საიმედო ადგილას“.

საქართველო ტოტალურ რეზერვზე გადადის?

სამწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება კვლავ მასობრივი რეზერვის პროგრამის ამოქმედებას იწყებს. თუკი პარლამენტი დაამტკიცებს საყოვლთაო სარეზერვო მომზადების ახლებურ სისტემას, მაშინ თავდაცვის სამინისტროს მთელი საქართველოს მასშტაბით შეკრებილი რეზერვისტების გაწვრთნა და აღჭურვა სექტემბრიდან მოუწევს.

04 ივლისი 2010

აუდიო წარსულის ზაფხული

დედაქალაქის კულტურული სამყაროსთვის ზაფხული წარსულის რესტავრაციით დაიწყო - ”რესტავრაციით” ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ზაფხულის პირველი თვე გავიდა და ცხადი გახდა, რომ კულტურის სფეროში ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, რესტავრაცია-რეაბილიტაციაა.

აუდიო ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ცხინვალს ერგნეთიდან გადახედა

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი შაბათ დილით ერგნეთში ჩავიდა და საკუთარი თვალით ნახა ოკუპირებული ცხინვალი. იაგლანდი დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში არ შესულა - მან ქართული პოლიციური საგუშაგოდან რუსულ საგუშაგოს გადახედა.

ქართული პრესის მიმოხილვა

გასული კვირის განმავლობაში ქართულმა პრესამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს და მასთან დაკავშირებულ მოლოდინებს. გამოკვეთილი ადგილი უჭირავს კვირის განმავლობაში გაზსადენის სტრატეგიული ობიექტების ნუსხიდან ამოღების თემასაც.

03 ივლისი 2010

აუდიო ტრადიციული მედიაინფორმაციის ”ფილტრი”

"გამოხატვის თავისუფლების დაცვა სამხრეთ კავკასიაში" - იმ ორდღიანი კონფერენციის მთავარი მისიაა, რომელზეც სამხრეთ კავკასიიდან არასამთავრობოების, მედიის, მთავრობის წარმომადგენლები ტრადიციულ მედიაარხებში ინფორმაციის გავრცელებისათვის შექმნილ პრობლემებზე საუბრობენ.

02 ივლისი 2010

აუდიო სამუელ ჩარაპი: საქართველოს ოკუპაციის დასრულების სტრატეგია ჯერჯერობით არ არსებობს

ამერიკელი ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსეთთან აშშ-ის ურთიერთობების "გადატვირთვა" არ ხდება აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეების - მათ შორის საქართველოს - ინტერესების ხარჯზე.

აუდიო ევროსაბჭო საქართველოსა და რუსეთს შორის

თბილისში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი და მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ანტონიო მილოშოსკი.

აუდიო რამდენიმე შტრიხი საქართველოს სამთავრობო პორტრეტისთვის

საქართველოს მთავრობას არცთუ იშვიათად ახასიათებს ისეთი რამ, რასაც, შესაძლოა ორიგინალურიც ეწოდოს. მაგალითად, მინისტრთა კაბინეტის სხდომები ბათუმში, მშენებარე სასტუმროზე და კახეთში, ტბის პირას...

აუდიო სტრასბურგის პასუხი საქმეზე - გამსახურდია vs საქართველო

ცოტნე გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ შუალედური გადაწყვეტილება მიიღო, მასში ვალდებულებები როგორც გამსახურდიას, ასევე ხელისუფლებას ეკისრება.

აუდიო ”ვამთელებ ჟამთასვლის გაწყვეტილ კავშირს” - იური ვაჩნაძის რადიოპორტრეტები

სულ ცოტა ხნის წინ აუდიოალბომის სახით გამოიცა რადიო ”სვობოდას” რუსული სამსახურის მიმომხილველის იური ვაჩნაძის რადიოპორტრეტები. იური ვაჩნაძის მოსმენა რადიო თავისუფლების მუსიკის მოყვარულ მსმენელებსაც შეუძლიათ, რადგან ის ამზადებს ყოველკვირეულ გადაცემას ”მუსიკა, მუსიკა”.

სტალინის მონუმენტის კვარცხლბეკს შლიან

გორში სტალინის მონუმენტის კვარცხლბეკსა და ტრიბუნას შლიან. კვარცხლბეკის მარმარილოს ფილებს სტალინის მუზეუმში გადაიტანენ და იქ ახალ კვარცხლბეკს მოაპირკეთებენ, რომელზეც ცენტრალური მოედნიდან გადატანილ მონუმენტს დადგამენ.

წყალდიდობით დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ

სვანეთში 14- დღიანი სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. დაზარალებულებს დაპირებულ ჰუმანიტარულ დახმარებას არავინ უწევს, თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლება დახმარებას ჯერ კიდევ სტიქიის დროს დაჰპირდა.

აუდიო დიდი აურზაური პატარა გაზსადენზე

მაგისტრალური გაზსადენის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხიდან ამოღებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის - ასეთია განმარტება, რომელსაც საქართველოს მთავრობა აკეთებს.

აუდიო ულტრალიბერალიზმი ოლიგარქიის სამსახურში

პოსტსაბჭოთა რეალობაში ქვეყნის განვითარების ერთადერთ სწორ გზად ბევრს ულტრალიბერალიზმი მიაჩნდა, სრული თავისუფლება, თუმცა დღეს უკვე საუბრობენ იმ საფრთხეებზე, რომლებიც პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობის პირობებში ამ იდეის ინტეგრირებას მოჰყვა.

აუდიო ახალი საავადმყოფოების მშენებლობა ივლისის ბოლოს დაიწყება

ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი სანდრო კვიტაშვილი აცხადებს, რომ ყველა სამუშაო გეგმის თანახმად მიმდინარეობს და სადაზღვევო კომპანიების საქმიანობის მონიტორინგიც პერმანენტულად წარმოებს.

01 ივლისი 2010

აუდიო ევროსაბჭოს გენერალური მდივნის დაგვიანებული ვიზიტი საქართველოში

თბილისში მოელიან, რომ გენერალური მდივნის ვიზიტი ნათელს მოჰფენს არაერთ ასპექტს და პასუხს გასცემს შეკითხვას - რამდენად პრინციპული იქნება ევროსაბჭო რუსეთის მიმართ.

აუდიო რა უნდა ”თბილავიამშენს” თავდაცვის სამინისტროში?

თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილების ინიციატორი ”თბილავიამშენია”, რომლის კონტრაქტორიც თავად თავდაცვის სამინისტროა. ქარხნის ბაზაზე სამხედრო სამრეწველო კომპლექსის შექმნა იგეგმება.

აუდიო განმუხურის ქართულ საგუშაგოზე თავდასხმა მოხდა

ოტობაიელი რესპონდენტის ვარაუდით, ქართველ პოლიციელებზე თავდასხმა ოკუპირებული რეგიონიდან განხორციელდა და მას რუსი სამხედროები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან აწარმოებდნენ.

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

საქართველოს 12 ქალაქში განთავსებულ 15 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტების რეგისტრაცია 08:00 საათზე, ხოლო 09:00 საათზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში პირველი გამოცდის პირველი სესია დაიწყო. წელს გამოცდებისთვის 36 421 აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

აუდიო “ღია ცის” ახალი მოთამაშეები

დღეიდან ქართული ავიაკომპანია Georgian Airways და რუსული ავიაკომპანია "სიბირი" თბილისსა და მოსკოვს შორის ჩარტერულ რეისების შესრულებას იწყებენ. საქართველოს ავიაბაზარზე პოლონური ავიაკომპანია "ლოტ პოლიშ ეარლაინსი" და "ყატარის ავიახაზებიც" შემოდიან.

აუდიო სტუმრად ჩვენს ეთერში: ელგუჯა ბერიშვილი

1 ივლისს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციის პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი. სტუმარმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რამდენად არსებობდა იმის საჭიროება, რომ სპორტის დეპარტამენტი სპორტის სამინისტროდ გადაკეთებულიყო.

ახალი საგადასახადო კოდექსის შეფასება ლაგოდეხში არაერთგვაროვანია

ის, ვინც მცირე მეწარმეა ლაგოდეხში, ამბობს, რომ ახალი საგადასახადო კოდექსი ეფექტურია და მეწარმეებს მნიშვნელოვან შეღავათს გაუწევს.

ივლისი 2010

კალენდარი

სხვა მასალები

აუდიო მთავარი სერჟანტი და სამხედრო კორესპონდენტი

აქვს თუ არა საქართველოს არმიაში ადგილი ჯარისკაცთა უფლებების დარღვევას მათი რელიგიური თუ სექსუალური ორიენტაციის გამო; რა როლი აკისრია სამხედრო მოძღვრის ინსტიტუტს საერთაშორისო სამხედრო მისიებში და რატომ აგვიანებს დაზუსტებული ინფორმაცია კონფლიქტის ზონიდან? ამ და სხვა საკითხებზე საუბრობენ "დაბრკოლების ზოლის" სტუმრები.
გაგრძელება

აუდიო თინა ხიდაშელი: „ნულოვანი ტოლერანტობა ოჯახში ძალადობას“

უწყებათაშორისმა ჯგუფმა, რომელმაც ოჯახური ძალადობის პრევენციაზე უნდა იმუშაოს, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გამართა.
გაგრძელება

აუდიო ბაჩო ახალაიას პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ ეგრეთ წოდებული ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დამნაშავედ ცნო ბაჩანა ახალაია და მას თავისუფლების 7 წლითა და 6 თვის ვადით აღკვეთა მიუსაჯა.
გაგრძელება

აუდიო გენერალი ბრიდლავი ნატო-საქართველოს დაახლოებაზე

გენერალ ფილიპ ბრიდლავის ვიზიტის ფარგლებში განსახილველ ერთ-ერთ მთავარ თემას ნატოს საწვრთნელი ცენტრის საოპერაციო ნაწილის მომავალი წარმოადგენდა.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული