ჩვენი ვებსაიტის გამოყენებისას მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად გირჩევთ, ბრაუზერის ახალი ვერსია ან სხვა ბრაუზერი დააყენეთ. ქვემოთ იხილეთ ყველაზე პოპულარული ბრაუზერების სია.
ჩამოტვირთვის გვერდზე გადასასვლელად დააჭირეთ სიმბოლოს
რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლება 28 ენაზე მაუწყებლობს. ქვეყნებში, რომლებშიც ვაწარმოებთ მაუწყებლობას, ჩვენი პროგრამების უმრავლესობის მოსმენა შეიძლება ადგილობრივი რადიოსადგურების მეშვეობით, FM სიხშირეებსა და მოკლე ტალღებზე. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის. მას, მაუწყებელობის მმართველთა საბჭოს მეშვეობით, აშშ-ის კონგრესი აფინანსებს. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების მისიაა, ფაქტობრივი ინფორმაციისა თუ იდეების გავრცელებით, ხელი შეუწყოს დემოკრატიული ფასეულობებისა და ინსტიტუტების განმტკიცებას.
პური 10 თეთრით გაძვირდა, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასი კი ლაგოდეხში თითქმის გაორმაგდა. მაგალითად, ერთი ლიტრი ზეთის შეძენა აქამდე თუ 3 ლარად იყო შესაძლებელი, დღეს მისი ფასი უკვე 4 ლარია. ფასების მატებას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.
რამდენიმე დღეში საქართველოს მთავრობამ სურსათის გაძვირების საწინააღმდეგო სპეციალური ღონისძიებები უნდა შეიმუშაოს. ფასების ზრდის შესაჩერებლად გამოკვეთილი ორი მიმართჲლებიდან ერთი იმპორტის ბაზრების დივერსიფიკაციას გულისხმობს.
დამოუკიდებელ პედაგოგთა ასოციაციის წარმომადგენლებმა ხალხის პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართეს, სადაც ითქვა, რომ სკოლის პედაგოგებს მასობრივად და განმარტების გარეშე ათავისუფლებენ სკოლებიდან.
კონფედერაცია აზერბაიჯანთან, მეგობრული ურთიერთობა და საერთო ინტერესები. პრეზიდენტის ამ იდეას მალე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. თუმცა რამდენად იყო საზოგადოება ჩართული ამ საკითხის განხილვაში?
ახალგორში ოსურ საგუშაგოსთან უკვე გამოკრულია დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება იმის თაობაზე, რომ დაბაში მცხოვრებნი ვალდებულნი არიან ჩააბარონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობები და მიიღონ სამხრეთოსური პასპორტები.
სურსათისა თუ ხილ-ბოსტნის ბაზარში, სუპერმარკეტსა თუ მაღაზიებში ყველაფერი რომ გაძვირდა, ამას ზუგდიდის ქუჩებში გამოკითხული მოსახლეობაც ადასტურებს. ისინი ამბობენ, რომ ფასების ზრდა სოფლის პროდუქტზეც შეინიშნება.
31 მაისს რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიის სტუმარი იყო მედია-ექსპერტი ზვიად ქორიძე, რომელმაც ნაციონალურ არხებზე ახალი ამბების პოლიტიკის იმ თავისებურებებზე ისაუბრა, რომელთაც განსაკუთრებით ბოლო ხანს იჩინა თავი.
წითელმა ჯვარმა გამოაქვეყნა პრესრელიზი, რომელშიც მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდა, შეუერთდნენ კონვენციას ადამიანთა გაუჩინარების წინააღმდეგ. რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში? რამდენი უგზო-უკვლოდ დაკარგულია ქვეყანაში? როგორ ცხოვრობენ და რას განიცდიან მათი ოჯახის წევრები?
თბილისის საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატი წევრები მერის საათის შემოღებას მოითხოვენ. მათი თქმით, დედაქალაქის მერმა საკრებულოს ანგარიში წელიწადში სამჯერ უნდა ჩააბაროს. ოპოზიციური პარტია მერის 120 დღიანი პროგრამასაც აკრიტიკებს.
გაზეთ კომერსანტისთვის მიცემულ ინტერვიუში ვლადიმირ პუტინი ვაშინგტონს საქართველოს ხელახალ შეიარაღებაში ადანაშაულებს - ისეთსავე შეიარაღებაში, როგორსაც, მისი თქმით, 2 წლის წინათ აგვისტოს ომი მოჰყვა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შენობის წინ 16 დევნილი კვირაზე მეტია შიმშილობს.
ედუარდ კოკოითიმ ბინების განაწილების ახალი სქემა შემოიღო. აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული არაერთი ოჯახი ბინის მიღების რიგში იდგა, კოკოითიმ კი რიგი გააუქმა და პრიორიტეტი მის მთავრობაში დასაქმებულ მოხელეებს მიანიჭა.
თბილისის შემდეგ, გარემოვაჭრეებისგან ზუგდიდის ქუჩებიც გაათავისუფლეს. დილის 6 საათზე, პოლიციისა და მეხანძრეების დახმარებით ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა მოვაჭრეებს დახლების გაშლამდე განუცხადეს, რომ გარევაჭრობა აეკრძალათ.
30 აგვისტოს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი დავით კერესელიძე. მან ისაუბრა უმაღლესი სასწავლებლებისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ავტორიზაციის პროცესზე.
ვარ იმ ულამაზესი და საოცნებო კუთხიდან, რომელსაც აფხაზეთი ჰქვია და ჯერ კიდევ არ დამიკარგავს იმედი, რომ ეს უმშვენიერესი მხარე საქართველოს დაუბრუნდება და ჩვენც გვეღირსება იქ დაბრუნება. მეგონა, ყველაზე უარესი აფხაზეთის ომის შემდეგ გამოვიარე და აი, ახლა, ამდენი წლის მერე, ქუჩაში აღმოვჩნდი.
კვირის მოვლენები,დევნილთა თემით დავიწყოთ, იმ პროცესზე საუბრით, რომელსაც სამეცნიერო დონეზე შესაძლოა ჯენტრიფიკაციაც ეწოდოს. ჯენტრიფიკაცია ნიშნავს ქალაქიდან - ძირითადად ქალაქის ცენტრებიდან - იმათ გაყვანას, ვისაც იქ ცხოვრების სახსრები აღარ აქვთ.
გასულ კვირაში იუბილე იზეიმა კინოს ორმა გამოჩენილმა მოღვაწემ: ქართველმა კინორეჟისორმა გიორგი დანელიამ და ბრიტანელმა მსახიობმა შონ კონერიმ. 26 აგვისტოს ერთსაც და მეორესაც 80 წელი შეუსრულდა.
”სუბელიანს ხსნიან?” - ეს შეკითხვა გაზეთ ”რეზონანსის” 28 აგვისტოს ნომრის პირველ გვერდზეა გამოტანილი. გაზეთი წერს თბილისიდან სოფელ ფოცხოეწერში გადასახლებული დევნილების მძიმე მდგომარეობისა და იმ რეაქციის შესახებ, რომელიც მოახდინა დევნილთა გამოსახლების პროცესზე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა, საქართველოს სახალხო დამცველმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა 240 პატიმარი შეიწყალა. მათგან სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდა 211 პატიმარი.
ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში წუხელ მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. აფეთქება მეთანის გაზმა გამოიწვია. მძიმედ დაშავებული შვიდი მაღაროელი თბილისში საავადმყოფოში იმყოფება.
წელს საქართველოს, 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 35 პროცენტით მეტი ტურისტი ესტუმრა. ტურისტების მზარდი რიცხვი მომსახურების სფეროს შემოსავლების ზრდასთან ერთად ეკონომიკის სხვა სფეროებსაც ახალისებს.
მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ რუსეთმა საქართველოსთან შესაძლოა ახალი ომი გააჩაღოს. ამ შინაარსის განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა 26 აგვისტოს რადიოსადგურ ”ეხო მოსკვისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების პერსპექტივები და რეგიონული თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს კონფერენციაზე, რომელსაც ქართველი და სომეხი ექსპერტები და თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ერთ-ერთი უდიდესი იაპონური კონცერნი ”ტოიოტა” შეერთებული შტატებიდან უკან იხმობს მილიონზე მეტ ”კოროლასა” და ”მატრიქსის” მოდელის ავტომობილს. როგორც ”ტოიოტას” წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნულ მოდელებში აღმოჩნდა დეფექტი.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქმიანობის შესწავლა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ბრძანების საფუძველზე ხორციელდება და 2009 წლის იანვრიდან პერიოდს ეხება.
27 აგვისტოს თბილისის სტუდიის სტუმარი კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი იყო. მან რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რესპუბლიკების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების 2 წლის განმავლობაში შექმნილ ახალ რეალობაზე ისაუბრა.
26 აგვისტოს თბილისის საკრებულოს შენობასთან შეკრებილმა რამდენიმე ათეულმა ადამიანმა დევნილების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილება და გარევაჭრობის მოწესრიგებული სახით აღდგენა მოითხოვა.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა და დამკვიდრებულ ”ახალ რეალობაზე” ალაპარაკდა, საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ გადადგმულ კრემლის ამ ნაბიჯს მხოლოდ სამი მიმბაძველი გამოუჩნდა.
რაც რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა, - ამბობენ აფხაზეთში მცხოვრებნი. წარჩელმა, გალელმა და ჩხორთოლელებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.
26 აგვისტოს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო ილიას უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ჯანაშია. ჯანაშია მნიშვნელოვან მოვლენას უწოდებს პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდების ჩატარებას და მას ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღებასაც ადარებს.
ოპოზიციური პარტიის "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტი, თბილისელების კეთილდღეობის ნაცვლად, ბუნდოვან, გაუგებარ პროექტებზეა გახარჯული.
გამოცდებზე გასული 10 ათასზე მეტი მასწავლებლიდან შესაბამისი სერტიფიკატის მოპოვება მხოლოდ 1147-მა შეძლო. გამოცდების ეროვნული ცენტრის შეფასებით, მიღებული შედეგი არასახარბიელოა.
ათამდე ადამიანი მეორე დღეა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინ შიმშილობს, აქედან ოთხს პირი აქვს აკერილი. სამინისტროში ხელმძღვანელი თანამდებობის პირები შვებულებაში არიან.
წელს სტუდენტი 23 ათასამდე აბიტურიენტი გახდა, 10 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა კი ეროვნულ გამოცდებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა. უმაღლეს სასწავლებლებში დარჩა 11 ათასზე მეტი ვაკანტური ადგილი.
გამოცდებში 10 000-ზე მეტი პედაგოგი მონაწილეობდა, მათგან პროფესიულ უნარებსა და სპეციალობაში გამოცდებს 6075 პედაგოგი აბარებდა. კომპეტენციის მინიმალური ზღვარი გადალახა და სერთიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება პედაგოგთა 11%-ს.
ფოცხოეწერი - სოფელი, სდაც ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიოდში ენგურჰესის მშენებლებისთვის ოთხსართულიანი კომპაქტური კორპუსები აშენდა, დღეს შველას ითხოვს. შენობების უმრავლესობა, სადაც ამჟამად თაღოვანი კაშხლის მუშები და მათი შვილები ცხოვრობენ, ავარიულია.
25 აგვისტოს რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიის სტუმარი იყო თამარ ხიდაშელი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე. სტუმარმა ისაუბრა ახალ ეროვნულ ანტიკორუფციულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე.
ოფიციალურმა სტატისტიკამ საკმაოდ საინტერესო მონაცემები გამოაქვეყნა. უკვე დაზუსტებული ინფორმაციით, 2009 წელს საქართველოში 658 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოსულა, რაც 2008 წლის მონაცემებზე თითქმის 60%-ით ნაკლებია.
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ახალი ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია დამტკიცდა. პრეზიდენტის ბრძანებულებითვე, საქართველოს მთავრობამ 1 სექტემბრამდე დასამტკიცებლად უნდა წარადგინოს „საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა“
აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის მიერ მოსკოვიდან მიღებული პროექტის იგნორირებას არაერთგვაროვანი ვარაუდები და განმარტებები მოჰყვა. საუბარია რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში არსებული სხვადასხვა სახის ქონების დაკანონების პერსპექტივაზე.
“ეშმაკი დეტალებშია” - სტატიაში, რომელსაც დღეს გაზეთი ”24 საათი” ბეჭდავს, საუბარია იმ განწყობის შესახებ, რომელიც სოხუმში რუსეთის საგარეო უწყების მიერ შემუშავებულ „რუსეთის მოქალაქეებისათვის ქონებრივი უფლებების აღდგენის კონცეფციას” მოჰყვა.
საქართველოს განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით,ამიერიდან სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. მიმდინარე აკადემიური წელი მრავალი სიახლით იქნება დატვირთული. სიახლეებზე საზოგადოება, როგორც წესი, მგრძნობიერად რეაგირებს.
კახეთში იმ მოხალისე მასწავლებელთა დასახვედრად ემზადებიან, რომლებიც, სამწლიანი პროგრამის ფარგლებში - ”ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად”, საქართველოში ჩამოვიდნენ. რამდენი პედაგოგი გადანაწილდება კახეთის რეგიონში, განათლების რესურსცენტრებში დაზუსტებით ჯერ არაფერი იციან.
ქუთაისელ პედაგოგთა დიდი ნაწილი ერთიანი ეროვნული სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგების მოლოდინშია. სავარაუდოდ, გამოცდების შედეგები იქნება ერთ-ერთი განმსაზღვრელი იმისა, თუ პედაგოგთა რა ნაწილი გააგრძელებს სკოლაში მუშაობას ახალი სასწავლო წლიდან.
ორსართულიანი შენობა, რომელსაც თითქმის ყველა ფანჯარა და კარი დამპალი აქვს და სახურავიდან წვიმის წყალი ჩამოდის, ფოცხოეწერის სკოლაა. სკოლა სოფლის ბოლოშია. შენობაში ინვენტარიც ძველია. მოსწავლეთა რაოდენობა მხოლოდ 30-ია.
სახალხო დამცველი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მოუწოდებს, დევნილებს მალე შეუქმნას ადეკვატური საცხოვრებელი პირობები.
მას შემდეგ, რაც აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ოკუპირებული რეგიონიდან დანარჩენ საქართველოში გადასასვლელად ფასიანი საშვი დააკანონა, მოსახლეობას სამეგრელოში გადმოსვლა უძნელდება. შემოვლითი გზები ჩაკეტილია საგულდაგულოდ.
24 აგვისტოს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი. საცალო ბაზარზე პური 10 თეთრით გაძვირდა. რამ გამოიწვია ფასების მატება და როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ის, ამ საკითხზე ისაუბრა სტუმარმა.
შემოდგომის მოახლოებასთან ერთად ქართულ პრესაში აქტიურდება თემა ოპოზიციის საშემოდგომო გეგმების შესახებ. დღევანდელ ”მთელ კვირას” კი ”თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელი, პარლამენტარი გია ცაგარეიშვილი ეუბნება, ”ოპოზიციონერობა სეზონური ხილი არ არის, რომ ლეღვივით შემოდგომით მოვიდეს და მერე დალპესო”.
ჯერჯერობით სიტუაცია ნიადაგის მოსინჯვას უფრო ჰგავს. ავიაკომპანიების ბილეთების დაჯავშნა მხოლოდ ორთვიან ვადაში შეგიძლიათ. ფასებიც შემოვლით გზებზე ძვირია, თუმცა მგზავრობაში ნაკლები დრო იხარჯება - ორ საათზე ცოტა მეტი და თბილისში ხართ.
ტურიზმის განვითარება კი კარგია, მაგრამ მეჩვენება, რომ სწორი გზით არ მივდივართ. სვანეთში და ჯავახეთში ვაშენებთ სათხილამურო კურორტებს, ანაკლიაში - საზღვაოს და ა.შ. ფინანსების ეკონომიისა და კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით, ალბათ, აჯობებდა ბუნებისაგან ბოძებული უნიკალური შესაძლებლობების გამოყენება და ეკოტურიზმის განვითარება.
სკოლებში სასწავლო წელი ამიერიდან 15 სექტემბერს დაიწყება და 15 ივნისს დასრულდება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განმარტებით პრაქტიკა, რომლის მიხედითაც სკოლა თავად ირჩევდა სასწავლო წლის დაწყების თარიღს ”წარსულს ჩაბარდა”.
საქართველოში პირველად აღნიშნავენ ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღეს. 23 აგვისტო ხსოვნის დღედ პარლამენტმა 21 ივლისს გამოაცხადა და რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის ხელმოწერას დაუკავშირა.
23 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის პროგრამის სტუმარი იყო კონსერვატორი ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც დევნილთა და გარემოვაჭრეთა აქციების ორგანიზატორია. სტუმარმა სახელმწიფო პოლიტიკასა და საპროტესტო გამოსვლების მიზნებზე ისაუბრა.
კვირა მოლდავეთის მოქმედი პრეზიდენტის 2-დღიანი ვიზიტით დაიწყო, თუმცა სტუმრობის პირველი დღე აშკარად დაჩრდილა კრის დე ბურგის კონცერტმა, რომელსაც ბათუმში მიჰაი გიმპუ და მიხეილ სააკაშვილი ერთად დაესწრნენ.
გასულ კვირაში რუსეთ-სომხეთის მიერ გაფორმებული ოქმი რუსეთის სამხედრო ბაზის ფუნქციონირების შესახებ ნოყიერ ნიადაგს ქმნის პირქუში ვარაუდებისათვის და მწირს - ოპტიმისტური პროგნოზისთვის, განსაკუთრებით - საქართველოსთვის.
რადიო თავისუფლების ქართული, სომხური და აზერბაიჯანული რედაქციების ერთობლივი ყოველკვირეული პროგრამის "კავკასიური გზაჯვარედინის" თემაა ტურიზმის მდგომარეობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში.
ქართული პრესა იწყებს ხანძრების თემით რუსეთში, აგრძელებს ხორბლის დეფიციტით საქართველოს ბაზარზე და ასრულებს პურის ათთეთრიანი ნამატით. დიახ, დღევანდელი „24 საათი“ წერს, რომ პური ათი თეთრით გაძვირდა…გვალვა და სტიქიური მოვლენები ხარისხზეც აისახება და მოსავლის რაოდენობაზეცო, განავრცობს თემას „რეზონანსი“
1 სექტემბრიდან საქართველოში მოქმედებას იწყებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. როგორც ცენტრის პრეზენტაციაზე ითქვა, მისი უპირველესი ფუნქციაა საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაცია და მათი პროგრამების აკრედიტაცია.
ბოლო დროს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე გააკრიტიკეს ქართველი ბიზნესმენები, რომლებიც ექსპორტის განვითარების შესაძლებლობებს სრულფასოვნად ვერ იყენებენ.
ვიდეომასალა, რომელიც ჯორჯ ბუშის ქუჩაზე გამართული პერფორმანსის შემდეგ სასამართლოს მიაწოდეს დაკავებული პოეტების - ირაკლი კაკაბაძის, ალექსი ჩიღვინაძისა და შოთა დიღმელაშვილის - ადვოკატებმა, მოსამართლემ არ ნახა.
თავდაპირველად მოგითხრობთ 1300 წელსა გადაწერილი მოქვის ოთხთავის შესახებ, რომელიც გადაუდებელ დიაგნოსტიკასა და რესტავრაციას საჭიროებს. გეტყვით იმის შესახებაც, რომ საქართველოში რეპროდუქციული ასაკის ქალთა თითქმის ნახევრის სიკვდილიანობის მიზეზი ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოა.
დღეს რუსეთისა და სომხეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის ძალით, სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზის ყოფნის ხანგრძლივობა 2044 წლამდე იზრდება. ამავე დროს რუსეთმა ვალდებულება იკისრა, დაიცვას სომხეთის უსაფრთხოება.
„უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების განსხვავებული ეტაპი“ - სტატიაში, რომელსაც დღეს გაზეთი ”24 საათი” აქვეყნებს, აღნიშნულია, რომ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლება საქართველოსთან დაახლოებას ნელი ტემპით, თუმცა მაინც ცდილობს.
გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა დონორთა დაფინანსების სიმცირის გამო საქართველოში დევნილთა კვების პროგრამას წყვეტს. პროგრამას, წესით, კიდევ ერთი წელი უნდა ემუშავა. ალტერნატიული კვების პროგრამა სახელმწიფოს ჯერჯერობით არა აქვს.
საქართველოს მთავრობა ირწმუნება, რომ მოახლოებულ რთველს მომზადებული შეხვდება. ამის შესახებ ითქვა 20 აგვისტოს გამართულ მთავრობის სხდომაზე, სადაც მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მევენახეებისა და მეღვინეების სუბსიდირების საკითხი განიხილეს.
დევნილთა დასახლებებში ქვეწარმავლები სწრაფად მრავლდებიან. კარალეთში მაცხოვრებლები გველებს უკვე კოტეჯებთან ახლოს ხედავენ. ძლიერი გვალვის დროს ქვეწარმავლები კოტეჯებისკენ მიიწევენ. დევნილები ბავშვებს შიშით გარეთ ვეღარ უშვებენ.
20 აგვისტოს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი. საუბრის თემა იყო რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი ერევანში და რუსეთის სამხედრო ბაზის ფუნქციონირების გახანგრძლივება გიუმრიში.
საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან - შემდეგ კი პარლამენტის შენობის წინ - 19 აგვისტოს დევნილთა და გარემოვაჭრეთა ერთობლივი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა და ორგანიზატორთა განცხადებით, საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
მსოფლიო - უკვე მეორედ - საერთაშორისო ჰუმანიტარულ დღეს აღნიშნავს. გაეროს ეს ინიციატივა, პირველ რიგში, იმ ადამიანთა სახელებისთვის პატივის მისაგებად ამოქმედდა, რომელთაც თავი სხვების დახმარებას შესწირეს.
USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტ Survive-ის ფარგლებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში რეპროდუქციული ასაკის, ანუ 15-დან 49 წლამდე ქალთა 45%-ის სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოა.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის წინააღმდეგ მისივე მთავრობის თავმჯდომარის, ვადიმ ბროვცევის თანაგუნდელებმა რუსეთის გენერალურ პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს - ის კორუფციაში დაადანაშაულეს.
აფხაზეთიდან დევნილები, რომლებიც თბილისში, სხვადასხვა სახელმწიფო შენობებში ცხოვრობდნენ, ხელისუფლებამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში დაასახლა. 18 ოჯახი კვირაზე მეტია საკვებისა და ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს.
ქართველი იმპორტიორები ხორბლის რუსეთიდან შემოტანას ვეღარ შეძლებენ. ამის მიზეზი რუსეთში გვალვის გამო ხორბლის ცუდი მოსავალია. პუტინის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთიდან ხორბლის გატანა შეჩერდა. ხორბალი გაძვირდა. რა შეიძლება მოჰყვეს ამას საქართველოში?
18 აგვისტოს დაიწყო 18-დან 27 წლამდე 3500 ახალგაზრდის სავალდებულო სამხედრო გაწვევა. გაწვევის პროცესს რეგიონალური მართვისა და განვითარების სამინისტრო კურირებს. საშემოდგომო სავალდებულო სამხედრო გაწვევა 30 დეკემბერს დასრულდება.
თბილისი კვლავაც აპროტესტებს უკანონო საზღვაო კავშირის დამყარებას აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონთან. საუბარია რეგულარულ რეისებზე აფხაზეთსა და რუსეთს შორის, რაც, თბილისის განცხადებით, არაერთ საერთაშორისო სამართლებრივ შეთანხმებას ეწინააღმდეგება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს ოფიციალურად წარადგინა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ახალი თავმჯდომარე - მაია სიდამონიძე. სიდამონიძე რამდენიმე კვირის წინ სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ კონკურსის წესით გამოავლინა.
ედუარდ კოკოითი ჩავარდნილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო რუსეთიდან მოვლენილ ეკონომიკურ გუნდს ადანაშაულებს. მისი აზრით, ამ გუნდის არაეფექტურმა მუშაობამ სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად დაამუხრუჭა.
18 აგვისტოს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო პრაქტიკული ფსიქოლოგიის ცენტრის ფსიქოლოგი ხათუნა ხაჟომია. საუბრის თემა იმ პრობლემას მიეძღვნა, რომლებსაც პირველკლასელთა არც თუ მცირე ნაწილი, მათი მშობლები და პედაგოგები აწყდებიან.
ბევრი რამ ჯერაც გაურკვევლად რჩება იმ საზენიტო-სარაკეტო სისტემების განთავსების საკითხთან მიმართებით, რომლებიც რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში განათავსა.
სამეგრელოს სოფლებში მოსახლეობის ერთადერთი სარჩო თხილი და სიმინდია. ამჟამად გლეხები თხილის შეგროვებით არიან დაკავებული. ისინი ამბობენ, რომ მოსავალი, შარშანდელთან შედარებით, წელს გაცილებით მეტია, რამაც თხილზე ფასის კლება გამოიწვია.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ ჰოლანდიის ერთ-ერთი უძველესი საფეხბურთო კლუბი - არნჰემის „ვიტესი“ - შეიძინა. 16 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე კლუბის არც ახალ და არც ყოფილ მფლობელს არაფერი უთქვამთ გარიგების მოცულობაზე.
თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 8 წევრმა ნახევარსაათიანი განხილვის შემდეგ დაასახელა. უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორი ნუგზარ სურგულაძე რექტორის მოვალეობას ახალი რექტორის არჩევამდე შეასრულებს.
ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმის მონაწილე თემურ ცხოვრებოვი თავს უკეთესად გრძნობს და უახლოეს დღეებში საავადმყოფოდან გაწერას ელოდება. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ცხოვრებოვი აცხადებს, რომ მიუხედავად სატელეფონო მუქარებისა, ცხინვალში აუცილებლად დაბრუნდება.
ქართველი ბავშვების „ინგლისურენოვან თაობად“ ჩამოყალიბების პერსპექტივას უარყოფითად აფასებს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლევან ღვინჯილია. ჩვენ ფილოლოგს ვკითხეთ, კერძოდ რა იწვევს მის შეშფოთებას.
მოლდავეთის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლისა და პარლამენტის თავმჯდომარის, მიჰაი გიმპუს საქართველოში ვიზიტის მთავარ მიზნად წყალდიდობის შედეგად დაზარალებული იმ მოლდაველი მოზარდების მონახულება სახელდება, რომლებიც ამჟამად ანაკლიის სანაპიროზე ისვენებენ.
”ვინ გახდება უნივერსიტეტის რექტორი?” - ამ სათაურ-შეკითხვას ”მთელი კვირის” პირველ გვერდზე ნახავთ და იქვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის სავარაუდო კანდიდატთა სიასაც ჩამოთვლის ავტორი: ”გია დვალი, გიგი თევზაძე, ავთანდილ დემეტრაშვილი, გოკა გაბაშვილი”
გრძელდება საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა.
სამწლიანი პროგრამის ფარგლებში - ”ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად”, შაბათს საქართველოში ჩამოვიდა მოხალისე მასწავლებელთა მეორე ნაკადი. აჭარის შემდეგ გურია-სამეგრელოს, იმერეთისა და რაჭის სკოლების რიგიც დადგა.
გორში გაიმართა ახალგაზრდული ფორუმი „შიდა ქართლში მცხოვრები ახალგაზრდები მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის“. დევნილი ახალგაზრდები ამბობენ, რომ ინტეგრაციის პროცესი ძალიან ნელა და ხშირად, მტკივნეულადაც კი მიმდინარეობს.
16 აგვისტოს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო არქიტექტურის ექსპერტი, ხელოვნებათმცოდნე გია ჭანიშვილი. მთავარი კითხვა კი ასე ჟღერდა: როგორ შეიძლება ვიზრუნოთ თბილისზე ისე, რომ შევინარჩუნოთ მისი ისტორიული თვითმყოფადობა?
აგვისტოს დასაწყისში იტალიის ქალაქ გუბიოში გაიმართა მუსიკალური ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრმა. ორკესტრს იტალიელი მუსიკოსი ჯანლუკა მარჩიანო დირიჟორობდა.
მიმდინარე კვირა დევნილების დროებითი ჩასახლების ადგილებიდან გამოსახლებით, გარევაჭობის აკრძალვით, აფხაზეთში ომის დაწყებიდან მე-18 წლისთავის აღნიშვნით, მედვედევ-სარკოზის შეთანხმების 2 წლისთავით და სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობიდან გადადგომით.
დღევანდელი პროგრამის თემაა 1992 წლის 14 აგვისტო, საქართველოს ეროვნული გვარდიის ნაწილების აფხაზეთში შესვლა და სოხუმის აღება, რასაც მაშინ მოქმედ პოლიტიკოსთა ნაწილი დღემდე გარდაუვალი აუცილებლობით ხსნის. განსხვავებულად ფიქრობს პროფესორი ნოდარ ნათაძე.
დილიდან თამრიკოს შემოტევებისგან ვიცავ ჩემს დღიურს. ძალიან უნდა, რომ წაიკითხოს და რაღაცები ჩამისწოროს. აქამდეც ყველა, ვისაც არ ეზარებოდა, იდეებს მაწვდიდა, თუ რაზე უნდა დამეწერა.
თამაზ ვასაძის წიგნი “ლიტერატურა ჭეშმარიტების ძიებაში” და სოსო ტაბუცაძის “უბრალო დამატება” თითქმის ერთდროულად გამოსცა “ლიტერატურის ინსტიტუტმა”. ერთში კრიტიკულადაა შეფასებული ბოლო რამდენიმე საუკუნის ქართული ლიტერატურა, მეორე კი რეცენზიების კრებულია და ძირითადად თანამედროვე ქართულ ლიტერატურას ეხება.
უნივერსიტეტის რექტორმა გია ხუბუამ 13 აგვისტოს საღამოს მოულოდნელად მოწვეულ აკადემიურ საბჭოს თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებით მიმართა. როგორც აკადემიური საბჭოს წევრები აცხადებენ, მან გადადგომის მიზეზად მეცნიერული მოღვაწეობის გაგრძელების სურვილი დაასახელა.
„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას მისი პარტიის წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ხელისუფლებამ საშუალება არ მისცა მას, სოფელ ხურვალეთში დევნილებს შეხვედროდა.
12 აგვისტოს 80 წელი შეუსრულდა ცნობილ ამერიკელ ბიზნესმენსა და ქველმოქმედს ჯორჯ სოროსს. სოროსის დაარსებული ფონდი - „ღია საზოგადოება“ - მოქმედებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.
13 აგვისტოს გამთენიიდან შენობას აცლევინებენ ისნის სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილებს. გამომცემლობა ”სამშობლოსა” და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შენობის შემდეგ ეს მესამე კომპაქტურად ჩასახლებული ობიექტია, რომელსაც დევნილები ტოვებენ.
14 აგვისტოს აფხაზები და ქართველები ომის დაწყების მორიგ წლისთავს აღნიშნავენ. 18 წლის წინ დაწყებულმა ომმა 13 თვეს გასტანა და უმძიმესი შედეგებით დასრულდა: დაიღუპა 16 ათასამდე ადამიანი, სამასი ათასი კი დევნილად იქცა.
თითქმის სამი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა, კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონპროექტი საყოველთაო-სახალხო განხილვის საგნად აქცია. ამ მიზნით შეიქმნა 36 კაციანი კომისია.
ბოლო 5 წლის განმავლობაში ხანძრის შედეგად ყველაზე მეტად აბასთუმანი და ბორჯომი დაზარალდა. 2005 წელს აბასთუმანში 500 ჰა-მდე ტყე განადგურდა, ხოლო აგვისტოს ომის დროს ბორჯომის ხანძრის შედეგები საქართველომ ეკოციდად შეაფასა.
დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში არ შეუშვეს. როგორც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა, მას ე.წ. ”ზონდერ ბრიგადის” წარმომადგენლები დაახვედრეს.
გაეროს მიერ შემოღებული ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე 12 აგვისტოს საქართველოშიც აღნიშნეს. ზეიმის ადგილად შეირჩა ბათუმი, სადაც ახალგაზრდა ლიდერთა ფორუმის დაწყებას წინ უძღოდა აქცია დევიზით: „მე ვარ აქტიური ახალგაზრდა“.
რუსეთიდან მივლინებულმა რევიზორებმა გალის საავადმყოფოებში ქართული წარმოების მედიკამენტები აღმოაჩინეს. კომისიას აინტერესებს, თუ საიდან და რატომ აქვთ ქართული წარმოების მედიკამენტები გალში და ვინ მონაწილეობს კონტრაბანდაში.
პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან გარემოვაჭრეები და დევნილები შეიკრიბნენ. იძულებით გადაადგილებული ადამიანები საცხოვრებელი ფართების რეგისტრირებას, გარემოვაჭრეები კი, სამუშაო პრობლემის მოგვარებას მოითხოვდნენ.
პოლიციის კორდონი, ლითონის ღობე, სპეციალურად ბარგის გადასატანად მობილიზებული სატვირთო მანქანები და ასობით უნუგეშო ადამიანი... - ეს სურათი დედაქალაქის მცხოვრებლებმა უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში რამდენჯერმე ნახეს.
ორი წლის წინ, 2008 წლის 12 აგვისტოს, გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, უნდა აღდგენილიყო 7 აგვისტოს სტატუს კვო და რუსეთის შეიარაღებული ძალები დაბრუნებულიყვნენ მუდმივი დისლოკაციის ადგილებში.
დირექტორთა ასოციაციის ხელმძღვანელს თეა თუთბერიძეს მთავარ პროკურატურაში კიდევ ერთი საჩივარი შეაქვს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის წინააღმდეგ. ამჯერად საქმე ეხება განათლების უწყების მიერ კონკრეტული საფინანსო დოკუმენტაციის გადამალვას.
საქართველოსთვის გამოყოფილი 1 მილიარდი დოლარიდან 83 მილიონი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობასა და იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის დახმარებას მოხმარდება.
ქართული ბიზნეს-გარემოს სირთულეზე დიპლომატებიც ალაპარაკდნენ. პირველი საქართველოში საფრანგეთის ელჩი ალაპარაკდა. ერიკ ფურნიეს განცხადებით, უცხოელი ინვესტორები სკეპტიკურად არიან განწყობილნი საგადასახადო ინსპექციის მოკირკიტე დამოკიდებულებით.
12 აგვისტოს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის სამსახურის უფროსი ნათია იორდანიშვილი. საუბრის თემა საქართველოში გაჩენილი ხანძრის კერები იყო.
კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთში - აგრეთვე აფხაზური, თუმცა, ამ გარემოების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა არ იცის სახელმწიფო ენა.
რა ადგილი უკავია დღეს საერთაშორისო სამართალს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების მოგვარებაში, ცალკეული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში? კერძოდ, რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ომის დასრულებიდან უკვე ორი წლის შემდეგ?
რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდალმა ალექსანდერ ზელინმა განაცხადა, რომ რუსეთმა აფხაზეთში S-300 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები განათავსა. მან ასევე განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სხვა ტიპის სისტემები უკვე განთავსებულია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.
ყოფილი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შენობაში მცხოვრები დევნილების გამოსახლება, მათივე განცხადებით, დილის 6 სათიდან დაიწყო. და ამბობენ, რომ გამოსახლების შესახებ ინფორმაცია, უშუალოდ გამოსახლების პროცესის დაწყებისას მიიღეს.
გარევაჭრობის აკრძალვიდან მეორე დღეს, 11 აგვისტოს დილიდან გარემოვაჭრეების ნაწილი მერიის წინ აქციას მართავდა, ნაწილი საკრებულოს ტრიბუნიდან ითხოვდა დახმარებას, ნაწილმა არსებულ ბაზრებში დაიკავა ადგილი და ელოდება მყიდველს.
მიმდინარე კვირაში რუსთავში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რუსთავის საკრებულოს წევრები და ჟურნალისტები.
9-10 აგვისტოს თბილისს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობდა უეფას პრეზიდენტი. მიშელ პლატინიმ შეხვედრები გამართა საქართველოს მთავრობის წევრებთან, რომლებმაც უეფას პრეზიდენტს თბილისში ევროპის ლიგის ფინალური მატჩის გამართვა შესთავაზეს.
წინა კვირაში განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექცია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან დაკარგული წიგნებით დაინტერესდა. ამ კვირაში მაკონტროლებლები უნივერსიტეტის ფინანსურ და იურიდიულ დოკუმენტაციასაც სწავლობენ.
აწყურის ტყეში ხანძრის გაჩენიდან მეშვიდე დღეს ვითარება ისევ კონტროლირებადი და ისევ რთულია. ჩნდება ღია კერები და ყველაფერი მაინც ამინდზეა დამოკიდებული. მარტო ერთ დღეს ერთ უბანში 4 ახალი კერა აღმოცენდა.
მეღვრეკისის მოსახლეობამ სოფელში ჭაბურღილის დამონტაჟების მოთხოვნით საპროტესტო აქცია არაერთხელ გამართა. სოფელს რამდენიმე წელია სასმელი წყალი არ მიეწოდება და წყალს კასრებით და სხვადასხვა ჭურჭლით რამდენიმე კილომეტრიდან ეზიდებიან.
10 აგვისტოს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო ”ქართული ლეგიონის” ერთ-ერთი დამფუძნებელი მალხაზ თოფურია. როგორც სტუმარმა განაცხადა, ლეგიონის შექმნის მიზეზი, არა მხოლოდ წუხილია წარსულის გამო, არამედ სამომავლო გეგმებიც აქვთ.
აშშ-ის სენატის რესპუბლიკელმა წევრმა, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ჯონ მაკკეინმა საგანგებო სტატია მიუძღვნა რუსეთ-საქართველოს ომის მეორე წლისთავს.
ფოცხოეწერი ოკუპირებულ აფხაზეთთან მოსაზღვრე სოფელია და წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. სოფლის ერთ-ერთ უბანში, რომელიც ენგურჰესის სიახლოვეს მდებარეობს, აფხაზეთიდან დევნილები 17 წელია ცხოვრობენ.
”წარმომადგენლობითმა სახალხო კრებამ” პოლიტიკური პარტია ”დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ” მხარდაჭერით პოლიტიკოსებს და ექსპერტებს მოუყარა თავი აგვისტოს ომის შედეგებსა და გამოსავლის გზებზე სამსჯელოდ.
ეს გადაცემა, წესით, ეძღვნებოდა სიმღერებს, რომლებიც ქართულ ფეხბურთთან ასოცირდება - ცხადია, სევდიან სიმღერებს. თუმცა, გზად, ჯგუფ Love-ისადმი შემოგვეძღვნა.
ხანძრის კერების ლიკვიდირება ჯერჯერობით კვლავ ვერ ხერხდება ახალციხის რაიონში მდებარე აწყურის ტყეში. სამუშაოებს ძლიერი ქარი და სიცხე ართულებს. შესაბამისი სამსახურები ხანძრის ჩაქრობას სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში შეძლებენ.
ომის ვეტერანთა ახალ სამოქალაქო კავშირს, რომელსაც სათავეში გენერალი გიორგი ყარყარაშვილი ჩაუდგება, საქართველოს ლეგიონი ერქმევა და მასში ყოფილი სამხედრო პირები გაერთიანდებიან. ვეტერანი ლეგიონერების სიმბოლო ყაყაჩო იქნება.
9 აგვისტო ერთ-ერთი ტრაგიკული დღეა გორელებისთვის. 2 წლის წინ, ამ დღეს, დილით 10:30 საათზე გორის ცაზე რუსეთის ბომბდამშენები გამოჩნდნენ და რამდენიმე წუთში სატანკო ბატალიონთან არსებული 4 საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს.
ტრანსპარანტებზე ვკითხულობთ: ”გახსოვდეს ალევი, გახსოვდეს არკნეთი, გახსოვდეს ძარცემი…” „პრეზიდენტი რომ ამბობს, სულ ორი თუ სამი სოფელი დავკარგეთო, ეგრე არ არის. 134 სოფლის სახელი გვეჭირა ხელში, რომლებიც დაიკარგა იმ ომის დროს.”
გორის ციხის შორიახლოს, სადაც 8 აგვისტოს ცოცხალი ჯაჭვის აქცია მოეწყო, ორი წლის წინ პირველად გაისმა საავიაციო ბომბის აფეთქების ხმა. ჩემი საათი მაშინ 9:30 აჩვენებდა. კარგად მახსოვს, რადიო თავისუფლების დილის პროგრამისათვის სატელეფონო ჩართვა უნდა მომესწრო...
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის ორი წლის თავზე, საზოგადოება, ექსპერტები და პოლიტიკოსები ცდილობენ შეაფასონ, რა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არსებობს საქართველოს დღევანდელ საშინაო პოლიტიკულ ვითარებასა და 2008 წლის აგვისტოს ომს შორის.
ჟურნალისტ ოლეგ პანფილოვის ინიციატივით რუსეთის გაერთიანებული სამოქალაქო ფრონტის წევრებმა გორის ცენტრალურ მოედანზე მიტინგი გამართეს და საქართველოს მოქალაქეებს სოლოდარობა გამოუცხადეს.
”ომიდან 2 წლის შემდეგ” - ასეთია შაბათის “რეზონანსის” მთავარი პუბლიკაციის სათაური და 7 აგვისტოს ქართული პრესის მთავარი თემა, ცხადია, 2008 წლის აგვისტოს ომია.
რამდენად ადეკვატურად დაუპირისპირდა საერთაშორისო თანამეგობრობა კრემლის აგრესიულ ქმედებებს და როგორ გამოიყურება საქართველოს საგარეო პოლიტიკა ომიდან ორი წლის შემდეგ?
დღეს ომის დაწყებიდან ორი წელი სრულდება. ჩემი ფიქრები უნებურად ორი წლის წინანდელ ამბებს უტრიალებს. მესტიაში ვიყავი მილუოკიდან ჩამოსულ ოთხ ამერიკელ ბიბლიოთეკართან ერთად.
პრაღის ცენტრში, ხალხმრავალ პალაცკის მოედანზე, საქართველოს ოცამდე მოქალაქე შეიკრიბა მდუმარე საპროტესტო აქციაზე, რომელიც საქართველოს სათვისტომოს ინიციატივით მოეწყო.
იდეა, რომ ომები დიად მიზნებს ემსახურება, ის, რისაც კაცობრიობას საუკუნეების მანძილზე სჯეროდა, ამ საუკუნეში კიდევ ერთხელ დააყენა ეჭვქვეშ ცნობილმა ფრანგმა ფილოსოფოსმა და ჟურნალისტმა ბერნარ ანრი ლევიმ.
2008 წლის რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიაგეს პატივი. საქართველოში რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების წლისთავისათვის სამზადისი თითქმის ერთი კვირით ადრე დაიწყო.
"მეათე სტუდიის" სტუმარია პარიზში მოღვაწე ქართველი კინოდოკუმენტალისტი ნინო კირთაძე, რომელიც გვიამბობს თავის ბოლო ნამუშევარზე - "ზოგი რამ საქართველოს შესახებ".
ორ კვირაზე მეტი გავიდა გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოცხადებული დადგენილებიდან, რომლის თანახმადაც, კოსოვოს არ დაურღვევია საერთაშორისო სამართალი სერბიისაგან დამოუკიდებლობის გამოცხადებით.
საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციითა და სხვა სამართლებრივი აქტებითაა დაცული. ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა აკრძალულია სისხლის სამართლის კოდექსითაც, თუმცა..
მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდის ტენდენციას ძლიერი იმპულსი შესძინა რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებამ, დროებით შეაჩეროს ხორბლის ექსპორტი. მოსკოვმა ყაზახეთსა და ბელორუსიასაც მოუწოდა, მიბაძონ მის მაგალითს და შეაჩერონ ხორბლის საზღვარგარეთ გატანა.
რუსეთმა ხორბლის ექსპორტი 31 დეკემბრამდე აკრძალა. გაეროს შეფასებით, რუსეთსა და ხორბლის ექსპორტიორ სხვა ქვეყნებში გვალვის მიუხედავად, ხორბლის მსოფლიო ბაზარი ამჟამად უფრო დაბალანსებულია, ვიდრე 2007-2008 წლების კრიზისის პერიოდში იყო.
6 აგვისტოს რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიის სტუმარი იყო თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორი გია მურღულია. საუბრის თემა ზოგადი განათლება და მისი მდგომარეობა იყო. სტუმარმა განმარტა ეროვნული გამოცდების დაბალი შედეგების მიზეზებიც.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს ყველაზე მეტად ცხინვალის მოსაზღვრე ქართული სოფელი ერგნეთი დაზარალდა. ომის შემდეგ ერგნეთელები საკუთარ კარ-მიდამოს იმ იმედით დაუბრუნდნენ, რომ სახლების აღდგენაში ხელისუფლება დაეხმარებოდა, მაგრამ ...
ირანელი ქალის, საქინე მოჰამადი აშთიანის გადასარჩენად დარაზმულ დასავლურ სამყაროს 19 ივლისს საქართველოც შეუერთდა. თბილისში 5 აგვისტოს ირანელი ქალების სიკვდილით დასჯის საწინააღმდეგო მესამე საპროტესტო აქცია ჩატარდა.
გასულ თვეში რუსეთში განაჩენი გამოუტანეს ადამიანს, რომლის სახელიც საქართველოში, ალბათ, ყველას სმენია - მისი საქმიანობის სფეროსთან ერთად. საუბარია ტარიელ ონიანზე.
დევნილები, ამნესტი ინტერნეიშენალის აზრით, საზოგადოების ნაწილი სუბიექტური ფაქტორების გავლენით ვერ ხდებიან. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი არათანაბარ რესურსებთან წვდომაა. კვლევის შედეგებზე ნიკოლა დაკვორთი გვესაუბრება.
მოვალეთა რეესტრში აღრიცხულ პირთა რაოდენობა ბოლო ერთ თვეში დაახლოებით 50%-ით გაიზარდა და აღსრულების ეროვნული ბიურო 60 ათასამდე პირის საქმეს აწარმოებს. როცა პროცესი ასე შორს მიდის, ის, როგორც წესი, მოვალის ქონების გაყიდვით სრულდება.
რუსი სამხედროები კვლავ საბრძოლო მოქმედებათა განახლების შესაძლებლობაზე საუბრობენ. ცხინვალში ღირსების ორდენის მისაღებად ჩასულმა გენერალ-პოლკოვნიკმა ანატოლი ნოგოვიცინმა განაცხადა, რომ საქართველოში ომისათვის მზადება მიმდინარეობს.
საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა დღეს საქართველოს ტერიტორიაზე იძულებით ადგილნაცვალ პირთა შესახებ ერთწლიანი მუშაობის შედეგები გააცნო საზოგადოებას ”ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში.
გარემოს დაცვის სამინისტროს წინაშე სამი საკითხია გადასაჭრელი: ხანძარმა მოსახლეობას საფრთხე არ შეუქმნას, ცეცხლი ნაკრძალზე არ გავრცელდეს და მისი ლიკვიდაცია მოხდეს.
რუსეთი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამალებით აშენებს სამხედრო ბაზებს. უკვე ოთხი ასეთი ბაზაა იქ. მაგრამ კრემლის ინტერესში სამხრეთ ოსეთის დაცვა კი არა, მთელი ამიერკავკასიისა და აზიის ნაწილის დაზვერვა შედის.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და კონტინენტზე ამინდის გაუარესება უკვე აისახა საკვები პროდუქტის ფასებზე, მათი არნახული გაძვირება და, ზოგიერთ შემთხვევაში, დეფიციტიც გამოიწვია. ფასების მატების ტემპებმა უკვე გაჭენებული ხასიათი მიიღო.
საკონსტიტუციო ცვლილებების პრეამბულაში ფიცს საქართველოს ყველა მოქალაქე დებს. რას ფიქრობს ხალხი, რომლის სახელითაც სპეციალისტთა მცირე ჯგუფმა საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი შექმნა?
ხანძრები ტყეებს ხშირად უჩნდება და ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. საშინელი ძალით მძვინვარებს ხანძარი მოსკოვის მისადგომებთან. რა არის ტყეში ხანძრის გაჩენის მიზეზი ზოგადად და რა - საქართველოში?
ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ერთიანი ეროვნული გამოცდების საბუნებისმეტყველო საგნების გამოცდების შედეგები წარმოადგინა. მიმინოშვილის შეფასებით, შედეგები დამაფიქრებელია.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა და მუშაობის დაწყება სატრანზიტო დერეფნის შექმნასთან დაკავშირებით - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომელთა გარშემოც ბაქომ და თბილისმა დაჩქარებული ტემპებით დაიწყეს ერთობლივი მუშაობა.
4 აგვისტოს მერიის წინ დევნილებმა კიდევ ერთი აქცია გამართეს საცხოვრებელი ფართობების დაკანონების მოთხოვნით. მათ მერიას მის ბალანსზე არსებული იმ შენობების სიაც მოსთხოვეს, სადაც შესაძლებელი იქნება დევნილების ჩასახლება.
გაზეთ „ქართლის ხმის“ რედაქტორს საბა წიწიკაშვილს გორის ადმინისტრაციულ შენობაში შესვლაზე მუდმივად პრობლემები ექმნება. მისი თქმით, დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა სხვებისგან განსხვავებით, საკრებულოს სხდომაზე შესავლელად მხოლოდ მას მოსთხოვეს საშვი.
სახელმწიფო მინისტრი მიიჩნევს, რომ რაც უფრო ინტენსიური ხდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულად აღიარების პროცესი, მით უფრო მცირდება მათი დამოუკიდებლობის აღიარების ალბათობა.
დევნილ ოთხ ოჯახს, რომელიც ზუგდიდის ყოფილი ავტოსკოლის კორპუსში ცხოვრობენ, შენობიდან ასახლებენ. დევნილები სოფელ ოქტომბერში და ინგირში გადასვლაზე უარს აცხადებენ, რადგან იქვე არსებულ თხილის ქარხანაში მუშაობენ.
4 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე. მან აფხაზეთის რკინიგზის გახსნის შესაძლებლობებზე ისაუბრა.
მიმდინარე წლის აპრილში გამართული ტენდერის შედეგების თანახმად, 10 სადაზღვევო კომპანიას თბილისსა და რაიონულ ცენტრებში ახალი, თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფოების აშენება დაევალათ. საავადმყოფოების მშენებლობის პროცესი ეტაპობრივად უკვე დაიწყო.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან მე-18 და მე-19 საუკუნეების 19 დასახელების წიგნი (სულ 56 ტომი) დაიკარგა. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ არავის აპატიებენ ე.წ. რარიტეტული წიგნების მოპარვას.
კონსტიტუციის ახალი ვარიანტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ პარლამენტს ივლისში გადასცა, 20 ივლისიდან პროექტი საზოგადოებრივი განხილვისთვის მზადაა. ოპონენტები ამბობენ, რომ ერთი თვე საკმარისი არ იქნება გააზრებული გადაწყვეტილების მისაღებად.
მედვედევი ბელორუს კოლეგას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებასთან დაკავშირებით დადებულ პირობას ახსენებს. სოჭში ჟურნალისტებთან შეხვედრისას, დმიტრი მედვედევმა ლუკაშენკოს 2 წლის წინ ნათქვამი სიტყვები გაიხსენა.
ეროვნული ფორუმის ლიდერები შეხვედრებს კონფლიქტის ზონის სოფლებში მართავენ. კახა შარტავამ და გუბაზ სანიკიძემ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ყველაზე მეტად დაზარალებული სოფლები ნიქოზი, ზემო და ქვემო ხვითი და ერგნეთი მოინახულეს.
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია მობილური კავშირგაბმულობის ტარიფების შემცირებას ელის. 1 აგვისტოდან მობილურ ოპერატორებს შორის ურთიერთჩართვის ტარიფი 8 თეთრით განისაზღვრა - მოქმედ ტარიფთან -14,8 თეთრთან შედარებით თითქმის ორჯერ ნაკლები.
მხარდამჭერთა საზოგადოება ითხოვს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ”კავკასიურ სახლს” დაუმტკიცდეს ევროპული ფოდნის ”ჰორიზონტის” მიერ რესტავრირებული შენობა იმ ფართის გარდა, სადაც ამჟამად განთავსებულია ”სმირნოვების” მუზეუმი.
საქართველოში საჯარო სივრცე, იქნება ეს პოლიტიკოსების სატელევიზიო გამოსვლები თუ საგაზეთო პუბლიკაციები, აგრესიითა და შეურაცხმყოფელი გამონათქვამებითაა სავსე. აქტიურობს როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 2007 წელს ”ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის” განსახორციელებლად ზუგდიდში არსებული ოთხი მოქმედი სამედიცინო დაწესებულება, პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად - 1000 ამერიკულ დოლარად - კომპანია ”ბლოკ-ჯორჯიას” გადასცა.
ახალგაზრდა იურისტთა განმარტებით კონსტიტუციის ახალ პროექტში დაკნინებულია პარლამენტის კანონშემოქმედებითი როლი. პარლამენტი უუნაროა დააყენოს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი დათხოვნის შიშით.
მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა საქართველოსთვის 50 მილიონი დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფა განვითარების პოლიტიკის ღონისძიებათა მეორე პაკეტის ფარგლებში.
ბორჯომის ხეობაში ხანძრის სამი მწვავე კერა ისევ რჩება, რის გამოც ძირითადი მუშაობა მთის წვერზე მიმდინარეობს. მდგომარეობა კონტროლირებადია, თუმცა პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. ხანძრის ჩაქრობაში 200-მდე მოხალისე, 11 სახანძრო ეკიპაჟი და 4 ვერტმფრენი მონაწილეობს.
2 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის სტუმარი იყო ”ეროვნული ფორუმის” გენერალური მდივანი რევაზ შავიშვილი. 2 აგვისტოდან ”ეროვნული ფორუმის” ლიდერები საქართველოს რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებენ.
ვირტუოზები არიან ქართველი პოლიტიკოსები, რას არ მოიფიქრებენ?! ისე, მე თუ მკითხავ, იმ კომპანიებს, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობენ და სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ, საერთოდ უნდა აეკრძალოთ პარტიების დაფინანსება.
კვირა დაიწყო ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილებით - ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ვადა 2011 წლის 14 სექტემბრამდე გახანგრძლივდა. ამ გადაწყვეტილებას თბილისში მნიშვნელოვანს უწოდებენ.