რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანეს. დარტყმის ქვეშ იყვნენ ხარკოვის, ოდესის და ზაპოროჟიეს ოლქები.
10 ივნისს გამთენიისას რუსეთის ოცზე მეტ რეგიონში დრონებით და რაკეტებით შეტევის საფრთხე გამოაცხადეს და დროებით დაკეტეს აეროპორტები.
ირანის საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“ 10 ივნისს, ადრე დილით იტყობინება, რომ აფეთქებების ხმა ისმოდა ირანის ჰორმოზგანის პროვინციის აღმოსავლეთ ნაწილში.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ განაცხადა, რომ ირანის ტერიტორიასთან ახლოს მყოფი უცხოური ძალები „მუდმივი საფრთხის ქვეშ არიან საკუთარი ადამიანური შეცდომების, უბრალო ავარიების ან პოტენციურად ჯვარედინი ცეცხლის ქვეშ მოხვედრის გამო“ და მოუწოდა მათ მოშორდნენ ამ ტერიტორიას.
„რეფორმერფიტნესის“ მფლობელი გიორგი ფუტკარაძე ასაჩივრებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ იმ ცვლილებებს, რომლებიც ბიზნესმენს უკრძალავს „საჯარო პოლიტიკურ აქტივობას“. სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ, 10 ივნისს, შეიტანენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს განაცხადა, რომ ირანმა ჩამოაგდო ამერიკული Apache-ის ვერტმფრენი, რომელიც ღამით ჰორმუზის სრუტეში პატრულირებდა და პირობა დადო, რომ უპასუხებდა, თუმცა სხვა დეტალები არ დაუსახელებია.
აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა, კრის რაიტმა, 9 ივნისს განაცხადა, რომ ირანთან კონფლიქტის გაგრძელების ფონზე, ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა „ძალიან მნიშვნელოვნად“ იზრდება.
ჩამოტვირთე მეტი