4 ოქტომბრის "მშვიდობიანი დამხობის" საქმეზე გაიზარდა იმ პირთა სია, რომლებსაც პროკურატურა საპროცესოს უფორმებს. 12 ივლისის სასამართლო სხდომაზე, რომელსაც მოსამართლე გიორგი გელაშვილი თავმჯდომარეობს, პროკურორმა როინ ხინთიბიძემ განაცხადა, რომ საპროცესოზე შეთანხმებას მიაღწიეს ბრალდებულ ზაქრო ალბუთაშვილთან.