საქართველოს პროკურატურაში პოლონელი, ამერიკელი და ადგილობრივი საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობით ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა, რომელიც კრიპტოვალუტის გათეთრების საერთაშორისო საქმეს შეეხებოდა.
რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანეს რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით. მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლია სუმის და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.
11 ივნისს აფეთქებები იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის რამდენიმე რაიონში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამთენიისას გამოაცხადა როგორც უპილოტო საფრენი აპარატებით, ისე რაკეტებით შეტევის საფრთხე.
საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი აზიარებს საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის განცხადებას, რომლითაც ეს უკანასკნელი ამერიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს აკრიტიკებს.
შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოადგილედ დაინიშნა გიორგი ბახუაშვილი, - წარსულში მილიარდერ ექსპრემიერისა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველი.
აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტიის, „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე ალი ქერიმლის „წინასწარი პატიმრობის“ ვადა ხუთი თვით, 2026 წლის 13 ნოემბრამდე გაზარდეს. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მას უვადო პატიმრობა ემუქრება.
„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ (კუხო/ОДКБ) საწევრო გადასახადის ორი წლის განმავლობაში გადაუხდელობის გამო, ორგანიზაცია სომხეთის მიმართ შემზღუდავ ნორმებს განიხილავს, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი, „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ „ერთობლივად შეთანხმდნენ“, რომ პარტიას შემოუერთდეს ყოფილი ტელეწამყვანი „ნანუკა ჟორჟოლიანი“ - „რეფორმირების მიზნით“.
ჩამოტვირთე მეტი