უკრაინის არმიის სპეციალური ოპერაციების ძალებმა და პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურეს, რომ 16 ივნისს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.
16 ივნისს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევისას დარტყმა იყო მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. რუსეთის ეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ქარხანა „გაზპრომ ნეფტისაა".
რუსეთის არმიამ Ту-22М3 ტიპის კიდევ ერთი სტრატეგიული ბომბდამშენი დაკარგა.
აშშ-ში, კალიფორნიის სამხრეთში ჩამოვარდა სამხედრო-საჰაერო ძალების ბომბდამშენი B-52. დაიღუპა ბორტზე მყოფი 8 ადამიანი.
Freedom House-მა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მარკ პალმერის პრიზი გადასცა.
ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის გენერალურ პროკურორს, ალექსანდრ გუცანსა და სიმფეროპოლისა და ყირიმის მიტროპოლიტ ტიხონს (გეორგი შევკუნოვი), რომელიც ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ პირად ითვლება (მედია ტიხონს ხშირად რუსეთის პრეზიდენტის სულიერ მოძღვრად მოიხსენიებს).
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ბრიტანეთის მიერ დაკავებული ტანკერის ეკიპაჟის 24 წევრიდან 3 საქართველოს მოქალაქეა.
ისრაელი არ აპირებს, გაიყვანოს ჯარები სამხრეთ ლიბანის ტერიტორიებიდან, რომლებსაც ისრაელის თავდაცვის ძალები აკონტროლებენ, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა აშშ-სა და ირანს შორის მოსალოდნელი შეთანხმების კომენტირებისას.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 15 ივნისს განაცხადა, რომ გამოვიდა წინადადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გამართოს საფრანგეთში, “დიდი შვიდეულის” სამიტზე, თუმცა მოსკოვი ამისთვის „მზად არ არის“.
ჩამოტვირთე მეტი