სასამართლოში გაირკვა, რომ სუსმა წერილი გაუგზავნა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს და სთხოვა შეერჩია სპეცრაზმელები, რომლებიც პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილის საქმეზე მოწმეებად გამოდგებოდნენ. შემდეგ შერჩეულმა სპეცრაზმელებმა თქვეს, რომ პოლიტიკოსის „ჯილდოს დაპირება“ ქრთამად და შეურაცხყოფად აღიქვეს.
პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი ტელეწამყვანი ნინო შუბლაძე გახდა.
მანამ, სანამ სომხეთის მთავრობა „სომხეთის ელექტროსისტემის“ (ENA) ნაციონალიზაციას კვლავ შეეცდება, მის მფლობელს, ოპოზიციონერ კარაპეტიანს აღნიშნულ კომპანიაში $62,3 მილიონს სთავაზობს, - ირკვევა რადიო თავისუფლების მოპოვებული კონფიდენციალური დოკუმენტიდან.
მოტოციკლის მძღოლების დაჯარიმების შესახებ პოლიციელებზე დაწერილი ფეისბუკპოსტის გამო მოქალაქე ბექა ლოხიშვილს 15- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ზვიად ცეკვავამ დღეს, 1 მაისს, გამოაცხადა.
ისრაელმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს გადასცა საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემები, მათ შორის ლაზერული იარაღი, რათა მას დაეხმაროს ირანის რაკეტებისა და დრონების მოგერიებაში.
აზერბაიჯანის პარლამენტმა, მილი მეჯლისმა ევროპარლამენტთან თანამშრომლობა შეაჩერა. პირველ მაისს მიღებული გადაწყვეტილების მიზეზია მთიანი ყარაბაღის სომხური მოსახლეობის მხარდასაჭერად ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია. მას ბაქო მიკერძოებულს და დაუსაბუთებელს უწოდებს.
უკრაინაში რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან რუსეთის მხრიდან 216 205 დაღუპულის ვინაობა დაადგინეს ბრიტანული მაუწყებლის, BBC-ს რუსულმა სამსახურმა და დამოუკიდებელმა გამოცემა „მედიაზონამ“.
ჩამოტვირთე მეტი