„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ჩინეთთან ურთიერთობას „საუკეთესო პარტნიორობის მაგალითს“ უწოდებს. გუშინ, 9 ივნისს გაფორმებული „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებასა“ და გაღრმავებულ ურთიერობაზე მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ 10 ივნისს თავდაცვის ძალებმა რუსეთის სამ რეგიონში დაარტყეს სამხედრო ქარხანას და ნავთობის გადამამუშავებელ და ტრანსპორტირების ობიექტებს.
საქართველოს მოქალაქე, რომელიც თებერვლიდან აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის დაკავების ცენტრში იმყოფებოდა, გარდაიცვალა. ინფორმაციას ავრცელებს ICE.
რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანეს. დარტყმის ქვეშ იყვნენ ხარკოვის, ოდესის და ზაპოროჟიეს ოლქები.
10 ივნისს გამთენიისას რუსეთის ოცზე მეტ რეგიონში დრონებით და რაკეტებით შეტევის საფრთხე გამოაცხადეს და დროებით დაკეტეს აეროპორტები.
ირანის საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“ 10 ივნისს, ადრე დილით იტყობინება, რომ აფეთქებების ხმა ისმოდა ირანის ჰორმოზგანის პროვინციის აღმოსავლეთ ნაწილში.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ განაცხადა, რომ ირანის ტერიტორიასთან ახლოს მყოფი უცხოური ძალები „მუდმივი საფრთხის ქვეშ არიან საკუთარი ადამიანური შეცდომების, უბრალო ავარიების ან პოტენციურად ჯვარედინი ცეცხლის ქვეშ მოხვედრის გამო“ და მოუწოდა მათ მოშორდნენ ამ ტერიტორიას.
ჩამოტვირთე მეტი