საზოგადოებრივი მაუწყების სამეურვეო საბჭოს ორმა წევრმა პირველი არხის ეთერში მომხდართან - 10 წლის ბავშვის პირდაპირ ეთერში უგუნოდ წაქცევასთან, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია - დაკავშირებით საბჭოს სხდომის დაუყოვნებლივ დანიშვნა მოითხოვა.
აშშ და ირანი ახლოს არიან ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან, იტყობინებიან Bloomberg და CBS News „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მაღალჩინოსნებსა და წარმომადგენლებზე დაყრდნობით.
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს მოუწოდა, „სიღრმისეულად გადახედოს“ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ კანონმდებლობასა და პრაქტიკას.
სამველ კარაპეტიანის ძმისშვილი, პარტია „ძლიერი სომხეთის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი ნარეკ კარაპეტიანი სომხეთიდან არ გაუშვეს.
სომხეთის ერთ-ერთი ძირითადი ოპოზიციური პარტია, რუსეთ-სომხეთის მოქალაქე მილიარდერის, შინაპატიმრობაში მყოფი სამველ კარაპეტიანის დაფუძნებული „ძლიერი სომხეთი“ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს.
12 ივნისს „მეტას“ პროდუქტების, Facebook-ისა და Messenger-ის მუშაობას მთელს მსოფლიოში შეექმნა პრობლემები - მომხმარებლები მნიშვნელოვანი შეფერხებების შესახებ წერენ.
დამნაშავედ ცნეს და 11 წლით დააპატიმრეს 49 წლის კახა კოტორაშვილი, ვალუტის ჯიხურის მეპატრონე, რომელიც საქართველოსთვის უპრეცედენტო რაოდენობის - 665 მილიონი აშშ დოლარის გათეთრებაში იყო ბრალდებული.
ჩამოტვირთე მეტი