Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში, სულ ცოტა, 11 ადამიანი დაიღუპა მორიგი საჰაერო რეიდების შედეგად


პაკისტანში, სულ ცოტა, 11 ადამიანი დაიღუპა აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავის მორიგი რეიდების შედეგად. საჰაერო დარტყმები ჩრდილო-დასავლეთში მდებარე რეგიონში, ავღანეთის მოსაზღვრე ჩრდილოეთ ვაზირისტანში განხორციელდა .ინფორმაციით, რომლის გავრცელების დროსაც უშიშროების უწყების წარმომადგენლებისაგან მიღებულ ცნობებზე მიუთითებენ, საჰაერო იერიშები ორი ობიექტის წინააღმდეგ იყო მიმართული. საქმე ეხება ბოლო დღე-ღამის მანძილზე მესამე ასეთ იერიშს მას შემდეგ, რაც უპილოტო თვითმფრინავების ორი რეიდის შედეგად, სულ ცოტა, 15 ადამიანი დახოცეს. მათი უმრავლესობა სავარაუდო ესქტრემისტები იყვნენ.
XS
SM
MD
LG