Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთში სამხედრო ავტოკოლონაზე თავდასხმას 23 ჯარისკაცი ემსხვერპლა


უკანასკნელი ინფორმაციით, სულ მცირე 23 ჯარისკაცი დაიღუპა ტაჯიკეთში ქვეყნის აღმოსავლეთით სამხედროების ავტოკოლონაზე თავდასხმის შედეგად. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, სამხედრო კოლონა რაშტის რაიონისაკენ, დუშანბეს მსჯავრდებულთა იზოლატორიდან გაქცეული პატიმრების ჯგუფის დასაკავებლად მიემართებოდა. მათზე შეტევა ყუმბარმტყორცნებითა და ტყვიამფრქვევებით განხორციელდა. სპეცსამსახურების განცხადებით, ბოევიკთა თავდასხმას შესაძლოა საველე მეთაური მულო აბდულო ხელმძღვანელობდა, რომელსაც გაქცეული პატიმრებიც შეუერთდნენ. რაიონში დამატებითი სამხედრო ძალებია გადაყვანილი.

XS
SM
MD
LG