პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ „რადიკალურ ცვლილებებს“ ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის დახმარებით იწყებს. რატომ დათანხმდა შეთავაზებას და რა როლი და სტატუსი ექნება მას პარტიაში - ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანს რადიო თავისუფლება ესაუბრა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ TruthSocial-ზე ირანზე ახალი „ძალიან ძლიერი“ დარტყმის შესახებ განაცხადა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის სამხედრო ძალებმა ზედიზედ ორი ღამის განმავლობაში დარტყმები განახორციელეს ირანის ობიექტებზე, ხოლო ირანმა აშშ-ის ბაზებს დაარტყა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.
საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი აცხადებს, რომ ორი ქვეყნისთვის „ჯაშუშობის“ ბრალდებით დაკავებული გულბაათ რცხილაძესთან საელჩოს „გახსნილი ურთიერთობა ჰქონდა“ და „არაფერი დაფარული არ იყო“.
ისრაელში მმართველმა პარტიამ „ლიკუდმა“ განაცხადა, რომ მისი ლიდერი, პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, ქნესეთის შემდეგ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს პროკურატურაში პოლონეთის, ამერიკისა და ადგილობრივი საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა ერთობლივი ბრიფინგი, რომელიც კრიპტოვალუტის გათეთრების საერთაშორისო საქმეს შეეხებოდა.
რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანეს რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით. მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლია სუმის და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.
11 ივნისს აფეთქებები იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის რამდენიმე რაიონში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამთენიისას გამოაცხადა როგორც უპილოტო საფრენი აპარატებით, ისე რაკეტებით შეტევის საფრთხე.
ჩამოტვირთე მეტი