Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა


ლატვიაში საპარლამენტო არჩევნებში, ეგრეთწოდებული „ექზიტ პოლების“ თანახმად, იმარჯვებს მმართველი ცენტრისტულ-მემარჯვენე კოალიცია, რომელმაც, ამ მონაცემებით, 55 პროცენტი მიიმხრო. საინფორმაციო სააგენტოს, „ბი-ენ-სის“ და ლატვიის ტელევიზიის თანახმად, მთავარ მეტოქეს მმართველი ძალისა, პრორუსულ „ ჰარმონიის ცენტრს“ 30 პროცენტმა დაუჭირა მხარი. არჩევნები პირველად გაიმართა მას მერე, რაც ამ ქვეყანამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეკონომიკური ჩავარდნა გადაიტანა. მთავარი კანდიდატები იყვნენ მმართველი ცენტრისტულ-მემარჯვენე კოალიცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ვალდის დომბროვსკი განაგებს და რომელმაც გაატარა სამთავრობო ხარჯების დაზოგვის პროგრამა, და ოპოზიციური „ჰარმონიის ცენტრი“.
XS
SM
MD
LG