Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიზიკის დარგში ნობელის წლევანდელი პრემია ორ რუს მეცნიერს ერგო


ფიზიკის დარგში ნობელის წლევანდელი პრემია რუსული წარმოშობის ორ მეცნიერს, მანჩესტერის უნივერსიტეტში მოღვაწე ანდრე გეიმსა და კონსტანტინ ნოვოსიოლოვს მიანიჭეს ნახშირბადის კვლევისას გაკეთებული აღმოჩენებისთავის. 51 წლის გეიმი ნიდერლანდის მოქალაქეა, 36 წლის ნოვოსიოლოვს კი ორმაგი, ბრიტანეთისა და რუსეთის მოქალაქეობა აქვს. ნობელის პრემიით გათვალისწინებული ფულადი ჯილდო წელს 10 მილიონ შვედურ კრონს (1,5 მილიონ ამერიკულ დოლარს) შეადგენს.
XS
SM
MD
LG