Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი აღშფოთებულია ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილებით


ჩინეთის მთავრობამ აღშფოთება გამოხატა 2010 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ჩინელ დისდენტ ლიუ სიაობოსათვის მინიჭების გამო. პარასკევს ნორვეგიის ელჩის პეკინში ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. ჩინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ლიუ - ჩვეულებრივი დამნაშავეა, ხოლო ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილება არღვევს პრემიის მინიჭების პრინციპებს და დააზარალებს ჩინეთ-ნორვეგიის ურთიერთობებს. ნობელის პრემიის შარშანდელმა ლაურეატმა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ლიუს შექებასთან ერთად, ჩინეთს მოუწოდა, გაათავისუფლოს დისიდენტი, რომელიც ამჟამად პატიმრობას იხდის.
XS
SM
MD
LG