შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოადგილედ დაინიშნა გიორგი ბახუაშვილი, - წარსულში მილიარდერ ექსპრემიერისა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველი.
აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტიის, „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე ალი ქერიმლის „წინასწარი პატიმრობის“ ვადა ხუთი თვით, 2026 წლის 13 ნოემბრამდე გაზარდეს. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მას უვადო პატიმრობა ემუქრება.
„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ (კუხო/ОДКБ) საწევრო გადასახადის ორი წლის განმავლობაში გადაუხდელობის გამო, ორგანიზაცია სომხეთის მიმართ შემზღუდავ ნორმებს განიხილავს, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი, „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ „ერთობლივად შეთანხმდნენ“, რომ პარტიას შემოუერთდეს ყოფილი ტელეწამყვანი „ნანუკა ჟორჟოლიანი“ - „რეფორმირების მიზნით“.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც შესაძლებელს ხდის ქვეყნიდან წასული რუსების ქონების დაყადაღებას, რუსეთის ინტერესის საწინააღმდეგო მოქმედებებისთვის. კანონი ძალაში 1 სექტემბერს შედის.
საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის აქციის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 დემონსტრანტი. მათი სასამართლო სხდომები ორ ჯგუფად ჩატარდა და განიხილეს მოსამართლეებმა ნინო თარაშვილმა და დიმიტრი ჯინჯოლიამ.
რუსეთის ხელისუფლება მეორე დღეა არ ასაჯაროებს მოსკოვის ოლქში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულის ვინაობას. ის სავარაუდოდ, მაღალჩინოსანი სამხედრო იყო.
„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთთან ურთიერთობას „საუკეთესო პარტნიორობის მაგალითს“ უწოდებს. გუშინ, 9 ივნისს, გაფორმებულ „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებასა“ და გაღრმავებულ ურთიერთობაზე მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ჩამოტვირთე მეტი