Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩილელი მაღაროელები სასამართლოს მიმართავენ


ჩილელი მაღაროელები, რომლებმაც მაღაროს ნგრევის შედეგად მიწისქვეშ ორი თვე გაატარეს და მაშველებმა მათი ამოყვანა13 ოქტომბერს შეძლეს, სასამართლოს მიმართავენ. როგორც მათი ადვოკატი იტყობინება, მაღაროელები სასამართლოს დახმარებით შეეცდებიან გაარკვიონ, თუ ვინ არის მაღაროში ნგრევაზე პასუხისმგებელი. როგორც ერთ-ერთი მაღაროელი იტყობინება, 5 აგვისტოს, სანამ მაღაროში ნგრევა მოხდებოდა, მათ ოპერატორს შეატყობინეს, რომ იქ ქანების რყევის საკმაოდ ძლიერი ხმა ისმოდა და მათ მიწის ზევით ამოყვანა მოითხოვეს, თუმცა, ამ მოთხროვნაზე მაღაროელებმა უარი მიიღეს.

XS
SM
MD
LG