Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პროვინცია ყუნდუზში მოტოციკლეტისტის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაიჭრა


ავღანეთის პროვინცია ყუნდუზში მოტოციკლეტისტის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაიჭრა. იმამ საჰების ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მოჰამად აიუბ ჰაყიარმა თქვა, რომ ბომბი ბაზრის შუაგულში აფეთქდა და რომ მოკლულთა შორის ორი პოლიციელია. მისი თქმით, სავარაუდოდ შეტევის სამიზნე იყო მთავრობის მომხრე მოხალისეთა ორგანიზაციის მეთაური აბდულ მანანი, რომელიც მოკლულ სამოქალაქო პირთა შორის იყო.
XS
SM
MD
LG