Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შანხაიში, სულ ცოტა, 42 ადამიანი შეიწირა მაღალსართულიან სახლში გაჩენილმა ხანძარმა


ჩინეთის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო სინჰუას ცნობით, შანხაიში, სულ ცოტა, 42 ადამიანი შეიწირა მაღალსართულიან სახლში გაჩენილმა ხანძარმა. დაშავებულია გაცილებით მეტი. თვითმხილველების თქმით, ცეცხლი გაუჩნდა ხარაჩოებს 30-სართულიანი სახლისა, რომელსაც რემონტს უკეთებდნენ და მალე მოედო თვით შენობასაც. ხანძრის ჩაქრობაში 60-მდე სახანძრო მანქანა მონაწილეობდა, სამი ვერტმრფენი გამოიყენეს სახურავზე ასული ხალხის დასახმარებლად.
XS
SM
MD
LG