Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტს მოლდავეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო მიენიჭა


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს მოლდავეთს ეწვია. ოფიციალური ვიზიტის დრო მას მოლდავეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, რესპუბლიკის ორდენი მიანიჭეს. სააკაშვილის ვიზიტის ფონია წინასაარჩევნო კამპანია, კვირას, 28 ნოემბერს მოლდავეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. თუმცა, მოლდაველ კოლეგა მიჰაი გიმპუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, სააკაშვილმა განაცხადა, რომ თავისი ვიზიტით არ სურს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა. „რასაკვირველია, აქ არ ჩამოვსულვარ რომელიმე პარტიის მხარდასაჭერად. მე სიმპათია მაქვს ძალიან ბევრი მოლდაველის მიმართ... მაგრამ ეს ვიზიტი არის, როგორც უკვე აღნიშნა ჩემმა მეგობარმა, მიხაი გიმპუმ, უწინარეს ყოვლისა, მხარდაჭერა მოლდაველი ხალხის მიმართ,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მოლდავეთში ვიზიტისას მან მოინახულა ქართული სოფელი - დასახლება, რომელიც, მოლდავეთში წყალდიდობით დაზარალებული ოჯახებისთვის, საქართველოს მხარდაჭერით აშენდა.
XS
SM
MD
LG