Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰაიტიზე საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურში გასული კანდიდატების ვინაობა გამოცხადდა


ჰაიტიზე საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურში გასული პრეზიდენტობის კანდიდატების ვინაობა გამოცხადდა. დროებითი საარჩევნო საბჭოს განცხადებით, 28 ნოემბერს გამართული არჩევნების შემდეგ ყველაზე მეტი ხმა ოპოზიციონერმა კანდიდატმა მირლანდ მანიგამ მოიპოვა, მან ხმათა 31 პროცენტი შეაგროვა. მეორე ადგილს 22 პროცენტით, მმართველი პარტიის ლიდერი ჯიუდ სელესტენი იკავებს. ორივე მათგანი ბრძოლას პრეზიდენტობისათვის მეორე ტურში გააგრძელებენ. ჰაიტელი პოპულარული მუსიკოსი მიშელ მარტეი სელესტენს მხოლოდ ერთი პროცენტით ჩამორჩა. ის საკუთარი მომხრეების ქუჩაში გამოყვანით იმუქრება. პრეზიდენტობის 18 კანდიდატი, ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. არჩევნების მეორე ტური სავარაუდოდ 16 იანვარს გაიმართება.

XS
SM
MD
LG