Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალჟირში თვითდაწვის კიდევ ერთი მცდელობა მოხდა


თვითდაწვის კიდევ ერთი, მეექვსე მცდელობა მოხდა ალჟირში ბოლო კვირაში. ამჯერად თავის დაწვა სცადა ასაკოვანმა ქალმა, რომელმაც მხოლოდ მსუბუქი დამწვრობა მიიღო. რამდენიმე ადამიანმა სცადა თავის დაწვა ბოლო დღეებში ეგვიპტეში. ბოლო ხანს თავის დაწვის მცდელობები არაბულ ქვეყნებში უკავშირდება ტუნისის მოვლენებს, სადაც უმუშევრობის ზრდის მიმართ პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა ახალგაზრდა მეწარმემ. მისმა სიკვდილმა გამოიწვია მასობრივი მღელვარება, რასაც პრეზიდენტ ბენ ალის ქვეყნიდან გაქცევა მოჰყვა. ბენ ალი 23 წელიწადს მართავდა ტუნისს.
XS
SM
MD
LG