Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჰრეინში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება


ბაჰრეინში ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა დედაქალაქ მანამის ცენტრალურ მოედანზე, რითაც მეორე დღე გაგრძელდა საპროტესტო აქციები, ინსპირირებული ეგვიპტეში გამართული საპროტესტო გამოსვლებით, რომლებსაც პრეზიდენტის გადადგომა მოჰყვა. დღევანდელ აქციამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციასთან შეტაკებაში დაიღუპა დემონსტრანტი - საპროტესტო აქციების უკვე მეორე მონაწილე, რომელიც ბაჰრეინში საპროტესტო აქციებისას მოკლეს. ბაჰრეინი შეერთებული შტატების სტრატეგიული მოკავშირეა, ამ ქვეყანაშია განთავსებული შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტი. სამეფოს შიიტური უმრავლესობა დიდი ხანია, უჩივის დისკრიმინაციას სუნიტური მონარქიის მიერ. თუმცა, ბაჰრეინელი დემონსტრანტები აცხადებენ, რომ მათი მიზანია არა მონარქის დამხობა, არამედ მეტი პოლიტიკური თავისუფლების მოპოვება.
XS
SM
MD
LG