14 ოქტომბერს უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა პლატფორმა X-ზე მადლობა გადაუხადა ილონ მასკს Starlink-ის დაკავშირებადობის 160კმ/სთ სიჩქარის აღდგენისთვის და აგრეთვე დაწერა:
„საქართველოს კულტურის პალატის“ პრეზიდენტი, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი დავით ოქიტაშვილი კულტურის ყოფილი მინისტრის, თინათინ (თიკა) რუხაძისადმი კრიტიკულ განცხადებას აქვეყნებს და ხელისუფლებას პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებზე სრული ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.
რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი „პირადი ფინანსისტის“, გიორგი ბაჩიაშვილის კომპანია „კრიპტომატი“ ეხმაურება კომპანია „ბიტექსჩეინჯის“ დამფუძნებლის პოზიციებს და ამბობს, რომ ბრალდება ეროვნული ბანკის მხრიდან მათდამი „ფავორიტიზმზე აბსურდულია“.
აზერბაიჯანი დიდი აზიური ფორუმის მასპინძლობისთვის ემზადება. არაერთი ქვეყნის, მათ შორის ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა ლიდერები უკვე ჩავიდნენ ბაქოში.
რუსეთიდან საქართველოში $425 ათასი შემოტანას ავტომობილში მოწყობილი სამალავით ცდილობდნენ, - აცხადებს რუსეთის საბაჟო სამსახური.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანთან ტერიტორიების გაცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის საზღვრის ორივე მხარეს ანკლავები და ექსკლავები აღარ უნდა არსებობდეს.
15-16 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება ევროკავშირის გაფართოების ფორუმი, რომელშიც ევროკავშირისა და კანდიდატი ქვეყნების ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორის არ იქნება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი.
ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, რადიო თავისუფლება დაუბრუნდა იმ სკოლებს, სადაც სწავლა დათქმულ დროს, 15 სექტემბერს, დაიწყო, თუმცა ორ დღეში დაიკეტა.
ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი (ALDE) თურქეთში ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავების შესახებ იუწყება.
თურქეთის ხელისუფლებამ მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელეარხის, Halk TV-ის მაუწყებლობა შეაჩერა და კომპანიას დროებითი მმართველი დაუნიშნა.
ჩამოტვირთე მეტი