ირლანდიიდან საქართველოში 43 მოქალაქე გამოაძევეს. მათ შორის 33 კაცი, შვიდი ქალი და ერთი ოჯახი იყო, რომელსაც სამი ბავშვი ჰყავდა.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა რუსეთის არმიის მიერ დაკავებულ უკრაინის ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო.
21 სექტემბერს, დილიდან, აშშ-ის ბირჟებზე, უოლ-სტრიტის აქციების ფასები გაიზარდა, რადგან ნავთობის ფასებმა დაიწია იმ ოპტიმიზმის ფონზე, რომ ამ კვირის დიპლომატიურმა მოვლენებმა შესაძლოა ახლო აღმოსავლეთის ომის მსვლელობა შეცვალოს.
გურიაში, სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის ახლად გახსნილ მონაკვეთზე „ლოკალური დეფორმაციები“ გამოვლინდა.
პოლონეთი თავის ტერიტორიაზე 15 ათასი ამერიკელი სამხედროს განთავსებას გეგმავს, - განაცხადა 21 ივნისს პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვემო ქართლში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
კახეთში მევენახეების ნაწილი სახელმწიფოს მიერ ყურძნის ჩაბარების პროცესით უკმაყოფილოა. მათი პრეტენზია ყურძნის შაქრიანობის განსაზღვრას ეხება.
აქტივისტი ანა ბდეიანი სოციალურ ქსელ ფეისბუკში დაწერილი კომენტარების გამო სამართალდამრღვევად ცნეს და 4000 ლარით დააჯარიმეს.
21 სექტემბერს რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის რეგიონებზე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში, განადგურებულია სამოქალაქო ობიექტები.
2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ირანში ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 746,8%-ით გაიზარდა.
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, რამზან კადიროვმა ხმების 99,85%-ით გაიმარჯვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის არჩევნებში, რომელიც რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებთან ერთად ჩატარდა.
ჩამოტვირთე მეტი