Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ორ სკინჰედს


რუსეთში სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ორ სკინჰედს, რომლებიც დამნაშავედ სცნო შვიდ მკვლელობაში. საინფორმაციო სააგენტო ფრანს-პრესი სანქტ პეტერბურგის სასამართლოს წარმომადგენლის განცხადებაზე მითითებით იუწყება, რომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს რასისტული ბანდის ლიდერს და ერთ-ერთ წევრს. ბანდის კიდევ 10 წევრისთვის გამოტანილი განაჩენები ითვალისწინებს სხვადასხვა ხანგრძლივობის, ორიდან 18 წლამდე პატმრობას. სკინჰედების მსხვერპლს შორის არიან სენეგალელი სტუდენტი და რუსი ანტიფაშისტი. უფლებადამცავ ორგანიზაცია „სოვას“ მონაცემებით, ულტრანაციონალისტებმა რუსეთში განვლილი წლის მანძილზე 37 ადამიანი დახოცეს და 380-ზე მეტი დაჭრეს.
XS
SM
MD
LG