Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუნისში მრავალათასიანი საპროტესტო მიტინგი გაიმართა


რამდენიმე ათასი დემონსტრანტი გამოვიდა მაროკოს უდიდეს ქალაქ კასაბლანკაში უფრო მეტი უფლების მოთხოვნით. ერთი დღით ადრე ქვეყნის მეფე მოჰამედმა გამოაცხადა მზადყოფნა, გადასცეს ძალაუფლების ნაწილი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს. თუმცა, მეფე გააკონტროლებს ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს, არმიას და რელიგიურ ინსტიტუტებს, რამაც კრიტიკოსებს მისცა საფუძველი დაასვნან, რომ დაპირებული ცვლილებები არ არის საკმარისი. მაროკოში, „არაბული გაზაფხულის“ გავლენით ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი საპროტეტსო გამოსვლებს აქვს ადგილი.
XS
SM
MD
LG