Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ავიაკატასტროფამ 44 ადამიანი შეიწირა


რუსეთში 44 ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა ავიაკატასტროფის შედეგად, რომელიც ჩრდილოდასავლეთში მდებარე ქალაქ პეტროზავოდსკთან მოხდა. თვითმფრინავმა დაჯდომა სცადა პეტროზავოდსკის აეროპორტიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში, საავტომობილო გზაზე, მაგრამ ჩამოვარდა და ცეცხლში გაეხვია. ცნობების თანახმად, თვითმფრინავი ავტომანქანას დაეცა, მაგრამ ჯერ არაფერს იუწყებიან მანქანაში მყოფი ადამიანების რიცხვის, ან მათი ბედის შესახებ. გამომძიებლების განცხადებით, დაწყებულია მუშაობა ავიაკატასტროფის მიზეზების დასადგენად. როგორც დღეს მოსკოვში განაცხადა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრეს-მდივანმა, ვლადიმირ მარკინმა, „გამოძიება განიხილავს ავიაკატასტროფის რამდენიმე ვერსიას: ეს არის ადამიანის ფაქტორი - ანუ, პილოტის, ან სახმელეთო სამსახურების თანამშრომელთა შეცდომა, აგრეთვე რთული მეტეოროლოგიური პირობები, საჰაერო ხომალდის ან აღჭურვილობის ტექნიკური ხარვეზები და სხვა ვერსიები“.
XS
SM
MD
LG