Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსლოში იმართება საერთო-ეროვნული სამგლოვიარო ცერემონია


ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარეობს 22 ივლისის ტერაქტის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემი საერთო-ეროვნული სამგლოვიარო ცერემონია. ცერემონიას ესწრებიან დაღუპულთა ნათესავები; ისინი, ვინც გადარჩენა მოახერხა; უცხოეთის სამეფო ოჯახების წევრები; სკანდინავიის ქვეყნების მინისტრები; პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები. შაბათს ათასამდე ადამიანი შეიკრიბა კუნძულ უტოიაზე, სადაც ახალგაზრდულ ბანაკში მემარჯვენე ექსტრემისტმა ანდერს ბრეივიკმა 69 ადამიანი მოკლა. ბრეივიკმა აღიარა, რომ იმავე დღეს, 22 ივლისს, ოსლოს სამთავრობო კვარტალში მოაწყო აფეთქება, რომელსაც 8 ადამიანი ემსხვერპლა. დღევანდელი ცერემონიით ნორვეგიაში სრულდება სახელმწიფო გლოვის პერიოდი.
XS
SM
MD
LG