Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში მოკლულია ალ-ყაიდის რანგით მეორე პირი, ატია აბდ ალ-რაჰმანი


დასავლეთის საინფორმაციო საშუალებები შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ანონიმ წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ პაკისტანში მოკლულია ალ-ყაიდის რანგით მეორე პირი, ატია აბდ ალ-რაჰმანი. როგორც იტყობინებიან, წარმოშობით ლიბიელი ალ-რაჰმანი პაკისტანში, ვაზირისტანის რეგიონში მოკლეს. ასოშიეიტედ პრესის თანახმად, წყარო არ იტყობინება, როგორ იქნა მოკლული ალ-რაჰმანი. მაგრამ ის იმ დღეს დაიღუპა, როცა ვაზირისტანში სავარაუდოდ შეერთებული შტატების უპილოტო საფრენი აპარატის მიერ განხორციელდა იერიში. იტყობინებიან, რომ ალ-რაჰმანი ალ-ყაიდის რიგით მეორე პირად იქცა მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების მიერ ორგანიზებულ სპეცოპერაციაში მოკლულ იქნა ორგანიზაციის ლიდერი ოსამა ბინ ლადენი.
XS
SM
MD
LG