Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიელი აქტივისტების ცნობით, ჯარისკაცებმა 15 ადამიანი დახოცეს


სირიელი აქტივისტების განცხადებით, ჯარისკაცებმა დღეს, სულ ცოტა, 15 ადამიანი დახოცეს. სირიაში ადამიანის უფლებათა მეთვალყურე ორგანიზაცია, რომელიც ლონდონშია დაფუძნებული, იუწყება, რომ ხუთი ადამიანი მოკლეს დღეს დილას ცენტრალურ სირიაში მდებარე პროვინცია ჰამაში და რვა ადამიანი - ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ჯაბალ ალ-ზავიაში განხორციელებული რეიდების დროს. კიდევ ორი ადამიანია მოკლული ქალაქ ჰომსში, სადაც ათასობით ადამიანი შეუერთდა დემონსტრაციას მეჩეთებში პარასკევის ლოცვის შემდეგ.
XS
SM
MD
LG