Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში, სულ ცოტა, 26 დემონსტრანტი მოკლეს


იემენის დედაქალაქ სანააში, სულ ცოტა, 26 დემონსტრანტი მოკლეს უშიშროების ძალებმა, რომლებმაც ცეცხლი გაუხსნეს ბოლო თვეების უდიდეს ანტისამთავრობო საპროტესტო აქციას. ცნობების თანახმად, დაჭრილია ათობით ადამიანი. პრეზიდენტი ალი აბდულა სალეჰი, რომელიც მეზობელ საუდის არაბეთში მკურნალობს მას შემდეგ, რაც ივნისში მოწყობილი თავდასხმის შედეგად დაიჭრა, 30 წელიწადზე მეტია, დგას იემენის ხელისუფლების სათავეში. იემენში რვა თვის წინ დაიწყო საპროტესტო აქციები მისი მმართველობის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG