Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამიდ კარზაიმ საფრანგეთს მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ საფრანგეთის მთავრობას მადლობა გადაუხადა მისთვის და მისი ქვეყნისთვის გაწეული დახმარებისთვის. ამის შესახებ კარზაიმ დღეს განაცხადა ქაბულში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრთან, ჯერარ ლონგესთან შეხვედრაზე. საფრანგეთის სამხედრო უწყების ხელმძღანელმა აღნიშნა ავღანეთის არმიის მიერ მიღწეული პროგრესი ავღანეთის უსაფრთხოების კონტროლის უცხოური ძალებიდან ადგილობრივი სტრუქტურებისთვის გადაცემის პროცესში, რაც საბოლოოდ 2014 წელს დასრულდება. ხუთშაბათს პროვინცია კაპისაში, ქვეყნის აღმოსავლეთში, ავღაეთის არმიის ჯარისკაცის ფორმიანმა უცნობმა პირმა საფრანგეთის ორი სამხედრო მოსამსახურე მოკლა. ავღანეთში ნატოს ეგიდით მოქმედ საერთაშორისო კონტინგენტში საფრანგეთის 3600 სამხედრო მოსამსამსახურე შედის, რომლებიც ძირითადად პროვინცია კაპისაში და სურობის რაიონში არიან განთავსებული.
XS
SM
MD
LG