პარასკევი, 24 მაისი, 2013 თბილისის დრო 19:35

ახალი ამბები

იემენში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა

ტექსტის ზომა - +
25.02.2012
დღეს იემენში გაიმართა ახალი პრეზიდენტის, აბუდ რაბო მანსურ ჰადის ინაუგურაცია. მან ერთგულების ფიცი დადო იემენის პარლამენტში გამართულ სხდომაზე.  ჰადი ყოფილი ვიცე-პრეზიდენტია. მან პრეზიდენტის პოსტზე შეცვალა ალი აბდულა სალეჰი, რომელიც 33 წელი იდგა ხელისუფლების სათავეში, ვიდრე მასობრივი საპროტესტო გამოსვლები აიძულებდა, დაყაბულებოდა გადადგომას და ხელისუფლების გადაბარებას ვიცე-პრეზიდენტისათვის. ჰადი აირჩიეს ამ კვირაში გამართულ არჩევნებში პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატის მონაწილეობით. ყოფილი პრეზიდენტი, სალეჰი დღეს დაბრუნდა იემენში მას შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებში იმკურნალა. მას სამართლებრივი იმუნიტეტი აქვს მინიჭებული პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის სანაცვლოდ.
25 თებერვალი 2012
25 თებერვალი 2012

კალენდარი