Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიის პრეზიდენტი გადადგა ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით


სერბიის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა გამოაცხადა გადადგომის შესახებ, ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. ამ ნაბიჯით, რომელიც 10 თვით უსწრებს ტადიჩის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვას, შეიქმნა პირობა მაისში სერბიაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად. ტადიჩი აცხადებს, რომ მორიგი ვადითაც წამოაყენებს თავის კანდიდატურას. მოსალოდნელია, რომ ის ხუთშაბათს მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს გადადგომის შესახებ განცხადებით. ტადიჩის ნაბიჯი, სავარაუდოდ, გააუმჯობესებს მისი დემოკრატიული პარტიის შანსებს 6 მაისის საპარლამენტო არჩევნებში. ბოლო გამოკითხვები აჩვენებს დემოკრატიული პარტიის მიმართ მხარდაჭერის კლებას და ოპოზიციური ნაციონალისტური „სერბიის პროგრესული პარტიისადმი“ მხარდაჭერის მატებას. ამ პარტიის ლიდერი, ტომისლავ ნიკოლიჩი ტადიჩს კონკურენციას გაუწევს საპრეზიდენტო არჩევნებში.
XS
SM
MD
LG