Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ბანკის ახალ პრეზიდენტად დასახელდა ამერიკელი ჯიმ იონ კიმი


მსოფლიო ბანკის დირექტორებმა ამ საფინანსო ინსტიტუტის ახალ პრეზიდენტად დაასახელეს ამერიკელი ჯიმ იონ კიმი, რომელიც წარმოშობით კორეელია. 52 წლის ჯიმ იონ კიმის კანდიდატურას მიემხრნენ დასავლეთ ევროპის ქვეყნები, იაპონია, კანადა, რუსეთი. ჯიმ იონ კიმის მთავარი კონკურენტის, ნიგერიის ფინანსთა მინისტრ ნგოზი ოკონჯო-ივეალას განცხადებით, მსოფლიო ბანკის დირექტორთა არჩევანი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და უნდა გაემარჯვა შეერთებული შტატების წარმომადგენელ კანდიდატს. 1944 წელს მსოფლიო ბანკის დაარსების შემდეგ, მისი ხელმძღვანელის პოსტი აქამდეც ყოველთვის შეერთებული შტატების წარმომადგენელს ეკავა. მაგრამ ბოლო ხანს სულ უფრო ხმამაღლა ისმის მოთხოვნა, რომ დაშვებულ იქნეს კონკურენცია ამ საფინანსო ინსტიტუტის მმართველის პოსტის დასაკავებლად. ახალი პრეზიდენტი 1 ივლისიდან შეუდგება მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელად მუშაობას. ამ თანამდებობაზე ის შეცვლის რობერტ ზელიკს.
XS
SM
MD
LG