Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანჯელინა ჯოლი სარაევოს საპატიო მოქალაქედ დასახელდა


ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი დღეს დაასახელეს სარაევოს საპატიო მოქალაქედ. ქალაქის ხელმძღვანელობის განცხადებით, ჯოლი დაპატიჟეს 3 მაისისთვის დანიშნულ ცერემონიაზე, რომელზეც მას საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭება. ეს ჯილდო ყოველ წელს გაიცემა და ენიჭება უცხოელს, რომელსაც წვლილი მიუძღვის დემოკრატიისა და შემწყნარელობის გავრცელებაში. 2011 წელს შედგა ანჯელინა ჯოლის სარეჟისორო დებიუტი კინოფილმით „სისხლისა და თაფლის ქვეყანაში“, რომელიც ასახავს 1992-95 წლების ომს ბოსნიაში. ომის მსხვერპლთა ორგანიზაციები, უმეტესწილად, დადებითად აფასებენ ფილმს, აქებენ მის ობიექტურობასა და გულწრფელობას. ბოსნიის ომს 100 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
XS
SM
MD
LG