ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 თბილისის დრო 03:38

ახალი ამბები

ირანის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტის ოპონენტებმა გაიმარჯვეს

ტექსტის ზომა - +
06.05.2012
პარასკევს ირანში გამართული საპარლამენტო არჩევნების დამატებით  ტურში პრეზიდენტ აჰმადინეჟადის მოწინააღმდეგეებმა გამარჯვება მოიპოვეს.  ირანის მედია აქვეყნებს საბოლოო შედეგtბს, რომელთა თანახმად, პრეზიდენტის მოწინააღმდეგეებმა დაისაკუთრეს კიდევ 41 ადგილი, მაშინ როცა მომხრებმა მხოლოდ 13. დანარჩენი 11 მანდატი დამოუკიდებელ ძალებს ხვდათ. ამ ტურს უნდა გადაეწყვიტა  65 მანდატის ბედი.  არჩევნების პირველ ტურში, მარტში,  მაჰმუდ აჰმადინეჟადის მომხრეებმა უკვე დათმეს საპარლამენტო უმრავლესობა 290 ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში.  ირანის პარლამენტი  პირდაპირ არ აკონტროლებს უმთავრეს პოლიტიკურ საკითხებს, მაგალითად ატომურ პროგრამას, მაგრამ მას შეუძლია გავლენა მოახდინოს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.
06 მაისი 2012
06 მაისი 2012

კალენდარი