Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში მმართველი ძალები კარგავენ უმრავლესობას პარლამენტში


ამომრჩეველთა ხმების თითქმის სრულად დათვლის შედეგად გამოვლინდა, რომ საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობა დაკარგეს საბიუჯეტო ეკონომიის მხარდამჭერმა მმართველმა პარტიებმა. მათ ერთად დაახლოებით 32% მიიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, კონსერვატიული ”ახალი დემოკრატიის” პარტიას ხმების 19% ერგო, მმართველ კოალიციაში შემავალი სოციალისტური ”პასოკის” პარტია მესამე პოზიციაზეა ხმების 13%-ით. მეორე ადგილზე გავიდა მემარცხენე კოალიცია ”სირიზა” - თითქმის 17%-ით. ”სირიზის” ლიდერი ალექსის ციპრასი ევროკავშირთან შეთანხმებით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიმართ აღებული ვალდებულებების გაუქმებისკენ მოწოდებით გამოდის. მას მემარცხენე პლატფორმაზე ფართო კოალიციური მთავრობის შექმნა აქვს განზრახული. ”ახალი დემოკრატიის” ლიდერი ანტონის სამარასიც აუცილებლად თვლის საბერძნეთსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების გადახედვას, თუმცა, ფიქრობს, რომ საბერძნეთი უნდა დარჩეს ევროზონაში და ნაციონალური გადარჩენის მთავრობის შექმნის წინადადებას აყენებს.
XS
SM
MD
LG