Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში საპარლამენტო არჩევნებში იმარჯვებს მმართველი პარტია


სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით სამი მეოთხედის დათვლის შედეგად, პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის ”რესპუბლიკური პარტია” ლიდერობს - 45%-ით. მეორე ადგილზეა მმართველი კოალიციის წევრი ”აყვავებული სომხეთი” თითქმის 31%-ით. ოპოზიციური ბლოკი - ”სომხეთის ეროვნული კონგრესი” მესამე ადგილზეა - ხმების 7%-ზე ნაკლებით. პარლამენტში შესასვლელად პოლიტიკურ ძალას 7%-იანი ბარიერის გადალახვა სჭირდება. ოპოზიციურმა ბლოკმა უკვე დაგმო არჩევნები. ეს ძალა სამშაბათს ერევანში საპროტესტო მსვლელობის გამართვას გეგმავს. ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა ეუთოს მეთვალყურეთა შეფასება.
XS
SM
MD
LG