Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მსოფლიო საგანძურის“ სტატუსი მიენიჭა ბეთლემის იესო ქრისტეს „შობის ეკლესიას „


გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის, იუნესკოს, მსოფლიოს საგანძურის კომიტეტის სხდომაზე, პეტერბურგში, დადგინდა, რომ საგანძურის სტატუსი მიენიჭოს პალენისტელთა ტერიტორიაზე, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე „შობის ეკლესიას“, რომელსაც ქრისტიანები იესო ქრისტეს შობის ეკლესიად მიიჩნევენ. კომიტეტის 13 წევრი მიემხრო გადაწყვეტილებას, ექვსი წინააღმდეგი იყო, ორმა თავი შეიკავა. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ისრაელის და აშშ-ის წინააღმდეგობის მიუხედავად. პალესტინელებმა იუნესკოს მიმართეს, რომ ეკლესიისთვის დაუყოვნებლივ მიენიჭებინათ მსოფლიო საგანძურის კანდიდატის სტატუსი, რათა გადარჩენილიყო შესაძლებელ საფრხეს, ისრაელთან კონფლიქტის შემთხვევაში.
XS
SM
MD
LG