Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უგო ჩავესმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვა ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში


ვენესუელის საარჩევნო უწყებამ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი უგო ჩავესი გამოაცხადა. მან ამომრჩეველთა ხმების 54% მიიღო, მისმა მეტოქემ - ენრიკე კაპრილესმა კი - 45%. უგო ჩავესი მესამედ იქნე კიდევ ერთხელ არჩეული საპრეზიდენტო არჩევნებში და კიდევ 6 წლით დაიკავებს ამ პოსტს. ჩავესმა პატივისცემა გამოხატა მეტოქის მომხრეთა მიმართ: „მინდა გამოვხატო პატივისცემა ყველას მიმართ, ვინც ჩვენს წინააღმდეგ მისცა ხმა. პატივს ვცემ თქვენს დემოკრატიულ არჩევანს, კენჭიყრაში მონაწილეობას და სამოქალაქო შეგნების მაღალ დონეს, რომელიც დღეს გამოავლინეთ, მიუხედავად ბოლივარისეული რევოლუციის პროგრამისთან უთანხმოებისა“. ვენესუელის საარჩევნო ადმინისტრაციის თანახმად, რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 80პროცენტმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. უფლებადამცველები და მედია ჩავესს მისი რეჟიმის კრიტიკოსთა მიმართ რეპრესიებში სდებს ბრალს.
XS
SM
MD
LG